ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის სცენაზე წარმოდგენილ იქნა ეფემ ჩეპოვეცკის პიესა – ,,ჯამბაზი პედრო და წრუწუნა მიციკი.“ დამდგმელი რეჟისორი – ვახტანგ გიგინეიშვილი (ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, გივი სარჩიმელიძის სახელობის ჯილდოს მფლობელი) მხატვარი – ირაკლი კალანდარიშვილი, მუსიკალური გამფორმებელი – დავით მეგრელიძე, თოჯინების ოსტატი – ნინო კეჭაყმაძე, ქორეოგრაფი – ირაკლი ჩახვაძე, რეჟისორის ასისტენტი – ქეთი კუკულავა.
მონაწილეობდნენ: ანანო ვასაძე, გიორგი გიორგაძე, ალექსანდრე თოდრაძე, ლუკა კოტრიკაძე, თორნიკე ბერიძე და ირაკლი კალანდარიშვილი (სპეციალური მოწვევით)
სპექტაკლში ჩოხატაურის სამრევლო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საოცარი უშუალობით წარმოადგინეს თოჯინური სპექტაკლი, როგორც რეჟისორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა; – ბავშვებმა ძალიან სწრაფად აითვისეს თოჯინის ხელოვნება და საინტერესოდ გააცოცხლეს პერსონაჟები. სპექტაკლის ყველა მონაწილემ მაქსიმალურად გამოამჟღავნა თავიანთი შესაძლებლობები.ამიტომაც დაიმსახურეს მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები.
სპექტაკლი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ მხარდაჭერით. (დამფუძნებლები ირინა ბაქრაძე და ნათია ლალიაშვილი)
გვჯერა ახალგაზრდული დასი კიდევ მრავალ საუკეთესო თოჯინურ სპექტაკლებს წარმოადგენს ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის სცენაზე.
მსგავსი სტატიები
- 50
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 40
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 38
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 36
ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 35
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…