„გურიის ჩაის გზის“პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, ნაგომარში არსებული საწარმო ჩაი „გურულები“, რომელიც მუდმივად ცდილობს თავისი პოტენციალის გაუმჯობესებას. იგი აქტიურად მონაწილეობს „ჩაის გზის“ ფესტივალებში და მათი პროდუქცია პოპულარობითაც სარგებლობს.

ნაგომრელებს სოფლის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად ვესტუმრეთ და მათი სანიმუშოდ მოვლილი პლანტაციები დავათვალიერეთ.

_20 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია გვაქვს. 40-მდე ქალბატონი გვყას სეზონზე დასაქმებული. ძალიან მნიშვნელოვანია ჩაის მოვლითი ღონისძიებები, რომ შემდეგ ნაზი დუყები მივიღოთ, რომლისაგან ვამზადებთ როგორც კლასიკურ შავი ბაიხის ჩაის, ასევე მწვანე  ჩაისაც.5 ტონა მზა პროდუქციას გამოვუშვებთ. ასევე ვაწარმოებთ მოცვის ჩაისაც და ჩაის ერთჯერად პაკეტებსაც. ძალიან მნიშვნელოვანის სტანდარტების დაცვა, რომ პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს _გვითხრა „ჩაი გურულების“ დამფუძნებელმა ჯონი ნაჭყებიამ.

ჩვენი საუბრის მეორე ნაწილი ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს შეეხო.

_სახელმწიფოს თანადგომის გარეშე ძნელია ჩაის ბიზნესის განვითარება. „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ ჩინური კონვეირული სისტემის საშრობი დანადგარი შევიძინეთ, რომლის ანალოგი გურიაში არ არის. ამ დანადგარის წარმადობა 400 კილოგრამი მზა პროდუქციაა, საშუალოდ 40 კილოგრამ პროდუქციას უშვებს საათში _გვიხსნის ჯონი ნაჭყებია.

საწარმოს 3 ადამიანი ემსახურება. მათი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია მახარისხებელის _ერთიანი კონვეინური ხაზი ჰქონდეთ, რაც „ემპარდის“ პროექტითაა შესაძლებელი.

_წავიდა ის დრო, როცა ოზურგეთი ათასობით მზა პროდუქციას აწვდიდა ყოფილი სსრ კავშირის რესპუბლიკებს. ძალიან ბევრი პლანტაცია ამოძირკვა და ბევრგან მოცვს და სხვა კულტურებს აშენებენ, მაგრამ გურიაში ჩაის კულტურას მისი ღირსეული ნიშა უნდა ჰქონდეს. ჩვენ ჯერ-ჯერობით ჩვენს პროდუქცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგვაქვს, ვგეგმავთ შუა აზიის ქვეყნებშიც გატანას _გვითხრა მან.

ამჟამად ნაგომრელები დაბა ურეკში (მაგნეტიტი) გასამართ „ჩაის გზის“ ფესტივალისთვის ემზადებიან.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 76
    „ასოციაცია ჩაის გზის“ ანგარიშიკომპანია „ბახვი ჰესის“ სოციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე შშმ პირების დახმარებას საპროექტი ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფლებში (მთისპირი და ჩხაკაურა), მეორე მხრივ, კი ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებელის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პარტნიორობის ფარგლებში,  გურიის…
  • 75
    ჩაის გზის ასოციაციის პრეზენტაცია   26 ოქტომბერს, სოფელ მელექედურში, ლანა ჟღენტის მამულში, „ასოციაცია ჩაის გზის“პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის მოქმედი და პოტენციური წევრები, ასევე, ტურისტული პროექტის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ კი, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისპროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, „ ბახვი 1 ჰესის“ პროექტის გარემოს დაცვითი…
  • 73
    „ჩაის კულტურა უნდა დარჩეს გურიის სავიზიტო ბარათად“დავით თენიეშვილი_ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენი. იგი ერთ-ერთია გურიაში, რომელიც ჩაის კულტურის აღორძინებას გეგმავს და პრაქტიკული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მისი ინიციატივით დაბა ნარუჯასა და ლაითურში 100 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მან გაზეთ „ალიონთან“ ჩაის კულტურის აღდგენის აუცილებლობაზე და ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა. _დავით, მოდით ჯერ თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიით დავიწყოთ...…
  • 69
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…