ხვალ, 31 მაისს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში 45-წლიანი ისტორიის მქონე,  ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერების ანსამბლი „მართვე“საიბილეო კონცერტს გამართავს.

დღეს კი, „მართვეს“ წევრებმა და ხელმძღვანელებმა სოფელ მაკვანეთში, ნაკაშიძეების გორაზე ერქომაიშვილების საგვარეული საძვალე მოინახულეს და პატივი მიაგეს ამ დიდი ადამიანების ხსოვნას.

შემდეგ კი სოფლის ცენტრში, კულტურის სახლის ეზოში მრავალრიცხოვანი მაყურებლების წინაშე სახელდახელო კონცერტი გამართეს.

_ დღეს, ჩვენ სტუმრათ ვართ ერქომაიშვილებთან, თოიძეებთან, ბაბილოძეებთან, რომლებმაც დაიცვეს ქართული ხალხური სიმღერა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილმა ეს დიდი ტრადიციები განავითარა.

ყველაზე დიდი საქმე ანსამბლი „რუსთავი“ და უნიკალური ჩანაწერებია, ის ბავშვები არიან, ვინც ინარჩუნებს ქართულ ხალხურ სიმღერას.

დღეს, ანსამბლი „მართვე“ არის დამოუკიდებელი ერთეული და ატარებს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსს, რისთვისაც მადლობელი ვართ ჩვენი მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის _აღნიშნა თავის სიტყვაში ანსამბლ „მართვეს“ ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა.

_ ბავშვობიდან მოყოლებული 74 წელი ერთად ვიყავით მე და ანზორ ერქომაიშვილი _სკოლაში, ჯარში, ხელოვნებაში. ანსამბლ „რუსთავში“ მქონდა ბედნიერება ჰამლეტ გონაშვილის გვერდით ვყოფილიყავი. ჩვენს გვერდით იყო ამირან გოლიაძე.

მაკვანეთი უნიკალური სოფელია. სოფელში სადაც არტემ ერქომაიშვილის ანსამბლი იყო და ხშირად ატარებდა კონცერტებს, მეორე ანსამბლიც მუშაობდა. დღეს გაგვახარეს მაკვნანეთელმა ბავშვებმა. ახლადაშექმნილმა ანსამბლმა. ესეთია ამ სოფლის ისტორია.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა ანზორმა გადაწყვიტა ბავშვთა ანსამბლის შექმნა, სამეგობროში დავდიოდით და ვთხოვდით _გამოეშვათ ბავშვები ჩვენთან_აღნიშნა გენო მუჯირმა.

მაკვანეთელებს მიესალმნენ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ სურგულაძე, ამირან გოლიაძე, ტრისტან სიხარულიძე, სოფლის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი გიორგი ბაბილოძე.

კონცერტის ბოლოს  „მართვემ“ „მრავალჯამიერ“ დააგუგუნა.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 70
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 69
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 56
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 55
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 54
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…

არ გამოტოვოთ