„თქვენ ხართ ჩასაფრებულები, ნუთუ დადებითი ვერაფერი დაინახეთ, საკუთარი ქალაქი ასე რომ გძულთ“ _ასე მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სდომაზე მორიგი დაპირისპირებისა და გაწევ-გამოწევის დროს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილმა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თათია ნიკოლაიშვილს.

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ოპზიციონერმა დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობის წინ მედიასთან ბრიფინგი გამართა და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე საბავშვო ბაღების მიმართ უყურადღებობაში დაადანაშაულა.

_ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი თავს უფლებას აძლევს 2 მილიონი ლარი ხალხის ფული დახარჯოს კუბოების მსგავს საქოთნეებზე, რომელიც დგას  ქალაქის ცენტრში. ამ დროს კი მძიმე მდგომარეობაა მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებში: გურიანთის საბავშვო ბაღში ჭერი ჩამონგრეულია და საწოლების საჭირო რაოდენობა არ აქვთ. 36 ბავშვს მორიგეობით სძინავს. კონჭკათის საბავშვო ბაღი კერძო საცხოვრებელ სახლშია, ხოლო სოფელ მერიის ბაღი _  ადგილობრივი წარმომადგენლობის შენობაში.  21-ე საუკუნეში ბაღების უმეტესობა შეშის თუმელით თბება.

არც ბავშვების აღზრდა, არც მშობლების საზრუნავი და არც საბავშვო ბაღების მომსახურე პერსონალი აინტერესებთ, რომლებსაც მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა მომსახურე პერსონალმა, არსებული მდგომარეობა რომ არ გაახმაურონ, მათზე ზეწოლა მიმდინარეობს _განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.

თათია ნიკოლაიშვილმა ბაღების თემა საკრებულოს სხდომაზეც გააგრძელა.

მდგომარეობის მორიგი გამწვავება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების საკითხს მოჰყვა.

ამჯერად სიტყვა ფრაქცია ნაცმოძრაობის თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ ითხოვა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახლახან შეძენილი მსუბუქი ავტომობილების და ძველი, სამგზავრო ავტობუსების „ბოგდანი“ ფოტოები წარმოაჩინა.

_მერია ხელისუფლება მაღალი რანგის ჩინოვნიკების კომფორტზე ზრუნავს. 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს ამ მიზნით. ხალხის გადასახადების ხარჯზე უფრო კომფორტულად ცხოვრობენ. ოზურგეთში „ფიატის“ მარკის ავტომობილების შემოყვანა პარლამენტის წევრი დეპუტატის ინტერესებში შედიოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველი მოატყუა.  ოზურგეთის ამჟამინდელი მერი წინასაარჩევნოდ ხალხს დაპირდა, რომ განაახლებდა მუნიციპალური ტრანსპორტის პარკს და შეღავათიან ფასებში სოფლებში ავტობუსებს დანიშნავდა. მოსახლეობას კვლავ ძველი, ამორტიზებული ავტობუსები ემსახურება_განაცხადა დავით მჟავანაძემ

ნიკოლაიშვილისა და მჟავანაძის გამოსვლებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლავრენტი ბიგვავამ ჩასაფრება და სირცხვილი უწოდა.

დაპირისპირება ამით არ ამოწურულა და თათია ნიკოლაიშვილმა საკრებულოს ტრიბუნასთან დააპირა მისვლა. მას შეახსენეს, რომ საკრებულოს რეგლამენტი  და მარიკა ჩხიკვიშვილი წინ გადაუდგა და  საშუალება არ მისცა ნიკოლაიშვილს ჩანაფიქრი განეხორციელებინა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ დარბაზშიც გასცა ოპონენენტებს პასუხი, შემდეგ კი ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან გააკეთა კომენტარი:

_მე ვაცხადებ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის პროექტების და იდეების ქურდი. მათ აქვთ საჯარო ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან გაცხადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის შესახებ. მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტით აღჭურვილი მინიმუმ 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება _ სოფელ გურიანთაში, მერიაში, შრომაში და ქ. ოზურგეთში (#8 საბავშვო ბაღი). ახლა ნაციონალური მოძრაობას უნდა, ეს გაატაროს თავის ინიციატივად, რომ თითქოს ეს საკითხი მათ მიერ იყო დაყენებული და მოხდა რეაგირება. საზოგადოებამ იცის ამის შესახებ. საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ წასვლა და საკუთარი ხალხის სიძულვილი არის სირცხვილი. ნაციონალური მოძრაობა რასაც აკეთებს, იმას მოიმკის _განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.

გაზეთი „ალიონი“, #10. 2023 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 76
    საკრებულომ წლევანდელ რიგით მეორე სხდომაზე ათი საკითხი განიხილაოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…
  • 72
    ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა დაიწყო...ალიონი. 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ,“რის საფუძველზეც, საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა დაიწყო. ამ რეფორმის მიზანია ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისწავდომობის, თანაბარი შესაძლებლობების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესება სკოლამდელ დაწესებულებებში. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის…
  • 70
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 68
    საკრებულოს ბოლო სხდომა წინასაარჩევნო ხმაურითდღეს, 2017 წლის მოწვევის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა.  სხდომაზე  სულ 3 საკითხი განიხილეს.პოზიციის თუ ოპოზიციის კრტიკის ობიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იყო. პირველი საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების პრივატიზების ნუსხის დამტკიცებას შეეხებოდა. მიწის 14 ნაკვეთი, ურეკში, ნატანებში, ლიხაურში, ლაითურში, ნაგომარსა და…

არ გამოტოვოთ