🇬🇪ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს ხელმძღვანელებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.
გურიის რეგიონში 5 ვეტერანი ცხოვრობს, რომლებსაც რწმუნებული სახლში ესტუმრა და გამარჯვების დღე პირადად მიულოცა.
_,,დღეს აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს. ჩვენმა ქვეყანამ და რეგიონმა ბევრი ღირსეული მამულიშვილი დაკარგა მეორე სამამულო ომის დროს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში. მინდა მივულოცო ყველა ვეტერანს, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა”,_  აღნიშნა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად _ 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

მსგავსი სტატიები

  • 53
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 48
    ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოზურგეთში აღნიშნესდღეს, ქ. ოზურგეთში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგინით შეამკეს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლავრენტი ბიგვავამ. ისინი დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ცოცხლად დარჩენილ ორ პირს მოინახულებენ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით,…
  • 46
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 44
    მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ლანჩხუთის ბიუროს წარმომადგენელ მაია ლომთაძესთან ერთად გამარჯვების დღე ვეტერან კარლო თავაძეს მიულოცეს და სასაჩუქრე კალათები გადასცეს. _მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია ამ ადამიანების ღვაწლი. გამარჯვების დღეს ვულოცავ ბატონ კარლოს, დიდხანს…
  • 42
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…