თითქმის ორი თვეა, ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურ „სოკარიდან“ ვიდრე შპს „გზამშენი -18“-ის  შესახვევამდე, მიმდინარეობს ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ამ სამუშაოებს ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი ასრულებს.

გზა კეთდება და ბუნებრივია უნდა გაგიხარდეს, თუმცა გზის მშენებლობას ახლავს პრობლემები.

ის რომ, სპეცტექნიკის ძლიერი დარტყმების გამო საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, ეს ერთი თემაა. მშენებლებმა შემდეგ შეწყვიტეს გზის ვაკისის დაბჟენისას 60-ტონიანი დარტყმების გამოყენება.

შემდეგი პრობლემა რკინა-ბეტონის სპეციალური კივიუტებია, რომელიც ყველა საცხოვრებელი სახლის წინ და წმინდა გიორგის ქუჩის გადასახვევზეც დაამონტაჟეს. ფაქტიურად ავტოტრანსპორტს გადაადგილებას ბარიერი შეუქმნეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოთქვა მზადყოფნა, აღნიშნულ დააყენოს საკითხი გზების დეპარტამენტში (გვითხრეს  რომ მოსახლეობის განცხადების საფუძველზე  შესაბამის წერილს  ამზადებენ) რომ მოხდეს პროექტში კორექტირება.

შეცვლას ითხოვს წყლის ძველი მილები. ამასთან დაკავშირებით  შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ – გურიის რეგიონული ფილიალის უფროსს თამაზ ჯინჭარაძეს შევხდით, რომელმაც დაგვპირდა, რომ არ დაიგება ქვაფენილი მანამ, სანამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია აღნიშნულ უბანში წყლის მილებს არ შეცვლის.

_ სამწუხაროდ, მშენებლობების დროს ხდება დროში აცდენა. წყლის მილები ქ. ოზურგეთში ძალიან ბევრ უბანში უნდა შეიცვალოს. სატენდერო კომისიამ  ახლახან გამოავლინა გამარჯვებული კომპანია. ისინი სავარაუდოდ ივნისიდან შეუდგებიან ოზურგეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებს და პირველი თაყაიშვილის ქუჩა იქნება_ გვითხრა თამაზ ჯინჭარაძემ.

რაც შეეხება თაყაიშვილის ქუჩაზე(მდინარის მხარე) გზის და ტროტუარების სიმაღლის მომატების გამო , ეზოების რკინის ღობეების ა ამაღლებას, ჯერ-ჯერობით მშენებელ კომპანიას მოსახლეობისთვის პასუხი არ აქვს.

მსგავსი სტატიები

  • 46
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 45
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 41
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 41
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 39
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…

არ გამოტოვოთ