26 მაისს, ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში, სამოქალაქო მოძრაობამ ,,თავისუფლებისთვის” სოფლის მაცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა.
 შეხვედრაზე გრიგოლ მახარაძემ ისაუბრა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გურულების შესახებ. ასევე, დისკუსია შეეხო გურიაში მომხდარ ისტორიულ ფაქტებს, პარალელები გავავლეთ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობასთან.
 პროექტს ახორციელებს „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ NED-ის – ,,ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის” ფინანსური მხარდაჭერით.