გერმანე გოგიტიძის ქუჩა
გერნმანე გოგიტიძის ქუჩა მდებარეობს ზვანში  , ყოფილი  შაუმიანის ქუჩა, .რომელიც იწყება მერაბ კოსტავას (ადრე ლენინის, გასაბჭოებამდე ნატანების) ქუჩიდან და გრძელდება   ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე.

შაუმიანის ქუჩა

სტეფანე გიორგის ძე შაუმიანი(1878-1918 წ.წ.) რევოლუციური  მოძრაობის  ერთ-ერთი ხელმძღვანელი  კავკასიაში, ჟურნალისტი,ლიტერატურის კრიტიკოსი,პროფესიონალი რევოლუციონერი.დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი,იყო“სომეხ სოციალ-დემოკრატთა კავშირის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი,რსდმპ  კავკასიის კომიტეტის ორგნიზაციის  ერთ-ერთი დამაარსებელი,რომელსაც 1924 წლიდან  ხელმძღვანელობდა.1917 წლის თებერვალში აირჩიეს ბაქოს საბჭოს თავმჯდომარედ,სრულიად რუსეთის საბჭოების  პირველი ყრილობის დელეგატად.1918 წლის  აპრილში ბაქოს სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ, სრულიად რუსეთის  საბჭოების  პირველი ყრილობის დელეგატად.1918 წლის აპრილში ბაქოს  სახკომსაბჭოს  თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა კომისარი იყო დახვრიტეს ბაქოს სხვა 25 კომისართან ერთად  .

დაწერილი ჰქონდა  სტატიები ლევ ტოლსტოიზე, მაქსიმ გორკიზე.

თავის ნაშრომებში იგი ეხებოდა  სომეხი ხალხის  მქ-19-20  საუკუნის ლიტერატურისა  და  საზოგადოებრივი აზროვნების საკითხებს.

 

გერმანე გოგიტიძე

ქართული კინოინდრუსტრიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი

გერმანე გოგიტიძე დაიბადა 1886 წწლის 12 სექტემბერს  სოფელ ჭალას ბოხვაურის თემი.

დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის კერძო პანსიონში შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის გიმნაზიაში,სადაც დაინტერესდა თეატრით.მონაწილეობა მიიღო სამოყვარულეო სპექტაკლში და განასახიერა  ქალის როლი.გიმნაზიაში სწავლა დაასრულა 1904 წელს და მეუღლეთან ნადია ქადეიშვილთან ერთად გაემგზავრა საზღვარგარეთ ჯერ ლაიფციგში შემდეგ პარიზში.

პარიზში. 1905-1910 წლებში  სწავლობდა იურდიულ ფაკულტეტზე.საფრანგეთში  ყოფნის დროს შეეძინა ორი შვილი,რომლებიც გრიპის ეპიდემიით დაიღუპნენ. სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდნენ ოზურგეთში და დასახლდა  ახლანდელი „ჩემი მარკეტის“ ყოფილ ტერიტორიაზე

1914 წელს ყოფილი სასტუმრო გურიის ტერიტორიაზე ახლანდელი ( სქართველოს ბანკი).გერმანე გოგიტიძის  თაოსნობით  და მისი ხარჯებით აიგო 250 კაციანი დაბაზით და მოძრავი სცენით თეატრი ,რომელიც შემდგომ  კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა.კინოთეატრის მშენებლობაში მას მხარში ედგა  ნესტორ აბაშიძე და სტანისლავ (სტავა) კალატოზიშვილი.

სხვა ცნობით გერმანე გოგიძეს დაეხმარარა  ბიზნესმენი ვინმე  საბახტარიშვილი რომელსაც ფოთიდან ხე-ტყე  გაქონდა საფრანგეთში..

1914 წლის ზაფხულში თეატრის მშენებლობა დაამთავრა,  ზოგიერთის ცნობით  თეატრი 300 მაყურებელს იტევდა და მოძრავი სცენა ჰქონდა.თეატრსა და კინოზეუზომოდ  შეყვარებული გერმანე  თეატრში თავად  იყო დამდგმელი  რეჟისორიც , მსახიობიც , რეკვიზიტორიც და ბილეთების გამყიდველი. ზემოთ ხსენებულ  თეატრი რომელიც კინოთეატრად გადააკეთა, სადაც  სპეკტაკლებთან ერთად  უცხოურ კინოფილმებსაც  აჩვენებდა , როგორც ამბობენ  ერთერთი კინოსეანსის  დროს გერმანე გოგიტიძეს დაებადა იდეა გადაეღო ქართული ფილმი, მალე საზოგადოებამ მიიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი  ფილმი „ქრისტინე“.რომლის რეჟისორი გახლდათ ოზურგეთელი   ალექსანდრე წუწუნავა, პროდიუსერი გერმანე გოგიტიძე,ფილმი ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის  სცენარით არის და მისი ძირითადი ნაწილიც  გურიაშია გადაღებული.

სამწუხაროდ 1918 წელს ოზურგეთი თურქებმა გადაწვეს და კინოთეატრიც დაიწვა,კინოთეატრთან ერთად დაიწვა  გოგიტიძის  კინოფირებიც.

გერმანე გოგიტიძე საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში იღებდა  დოკუმენტურ ფილმებს, მის მიერ გადაღებულია:“დღესასწაული დამფუძნებელი კრების გახსნის დღეს“ და „სახალხო გვარდიის დღე საქათველოს  დედაქალაქში, 12 დეკემბერი 1918 წელი“. გადაიღო ასევემცირემეტრაჟიანი  დოკუმენტური  სიუჟეტები:“ ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის“, „აზერბეიჯაის ფრონტი“,  „ბათუმის სიმაგრეები“, “გორისმიწისძვრა”,“აჭარა“, „სახალხო გვარდიელთა ჯირითი“,  „ბათუმის პროტესტი“, „გორის წისქვილი“ „1919 წლის 26 მაისი”, „მეორე ინტერნაციონალის ლიდერთა დელეგაცია. “ და ა.შ,შ

აკაკი ბაქრაძე წერდა:“ვისაც ჰქონია შემთხვევა ენახა მენშევიკური ხელისუფლების დროს  გადაღებული კინო ქრონიკის  ნაკუწები,იგი გერმანე გოგიტიძესაც დაინახავდა დღეს შეიძლება გაგეღიმოთ კიდეც-როგორი სიმკვირცხლით, ბავშური ხალისით ხელმძღვანელობდა იგი გადაღებებს“.

1919 წელს   გერმანე გოგიტიძისა და კოპერატივთა  კავშირის შეთანხმებით დაიწყო საქართველოს  სხვადასხვა  ქალაქსა  და დაბებში ფილმების ორგანიზებული  ჩვენება,რამაც საქართველოში კინოინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი,  ამ ნიჭიერმა ოზურგეთელმა კაცმა მოახერხა ის,რომ ქართულ კინემატოგრაფიაში  განსაკუთრებული  წვლილი შეიტანა. ასევე  დიდი მნიშვნელობა ენიჭება გერმანე გოგიტიძის  ჩანაწერებს  „ქართული კინოს წარსულიდან“, მისი  მცირე  ზომის დოკუმენტურ-ქრონიკული მასალები,რომელიც  ისტორიულ მასალად  შემოგვრჩა  ,როგოც მატიანეს ფასდაუდებელია.

1920 წელს მოხდა  კინოწარმოების ნაციონალიზაცია.გერმანრ გოგიტიძე გახდა სახელმწიფო კინოწარმოების ხელმძღვანელი. მთავრობამ მას  თბილისში ბინა გამოუყო. გოგიტიძემ წარადგინა  კინოწარმოების გეგმა,რომლის მიხედვით უნდა გადაღებულიყო 52 ფილმი,მათ შორის სამი დიდი ფილმი:“ ეფხისტყაოსანი“,,ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვრის“, და ალ. სუმბათაშვილის „ღალატის“ მიხედვით., ასევე კომედიები, საბავშვო ფილმები,სამეცნიერო და სანახაობრივი ფილმები.

1921 წელს სათავეში ჩაუდგა  საქარველოს  სსრ განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ  კინოსექციას, 1923 წლიდან იყო „სახკინმრეწვის“ დირექტორ-განმკარგულებელი. მისი  ხელმძღვანელობით  კინოსექციამ გამოუშვა ფილმები:“არსენა ჯორჯიაშვილი“(1921), „სურამის ციხე“(1923),  მისი ძალისხმევით მოხდა ქართული ფილმების უცხოეთში  ჩვენება.

1920 იან წლებში გოგიტიძე გერმანიაში  ფილმ „ნიბელუნგების“ რეჟისორ  ფრიც ლანგთან  შესახვედრად იქნა მივლენილი, „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის  საკითხის  გადასაწყვეტად.გოგიტიძემ ლანგი კი დაითანხმა მაგრამ ფილმის ხართაღრიცხვა  იმდენად დიდი გამოვიდა ,რომ ფილმის გადარებაზე უარი თქვა. გოგიტიძეს უთქვამს  ამ ფულით რამდენიმე  ზაჰესს და რიონჰესს ავაშენებდიო.

1028 წელს გოგიტიძე ეწინააღმდეგებოდა ფილმ „ჯანყი  გურიაში“ გადაღებას,რადგან მიაჩნდა ,რომ  ფილმს დიდი დანახარჯები დასჭირდებოდა, წარმატებული კი არ გამოვიდოდა  მოკლედ დიდი უთანხმოება იყო რეჟისორ  ალექსანდრე წუწუნავასა და გერმანე გოგიტიძეს  შორის. წუწუნავამ ფილმი გადაიღო. გერმან გოგიტიძე გ თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და ირანში ფილმების დისტრიბუციის  საკითხის  მოსაგვარებლად გაგზავნეს,თუმცა ეს წამოწყება არ შედგა ამის შემდეგ გოგიტიძე კინოს არ დაბრუნებია.

1940 იან წლებში გოგიტიძე მუშაობდა საქწიგნში ლიტერატურის გავრცელების საკითხებზე,

1949 წლის   8  აპრილს გერმანე გოგიტიძე დააპატმრეს და აიძულებდნენ ეღიარებიუნა  უცხო  ქვეყნის ჯაშუშობა.როგორც ამბობენ ამის ერთ-ერთი მიზეზი  ისიც იყო,რომ მისი ვაჟი რევაზი მეორე  მსოფლიო ომის დროს ტყვედ  ჩავარდა ,საფრანგეთში დარჩა და უკან აღარ  დაბრუნებულა. წამების შემდეგ  გოგიტიძემ აღიარა ჯაშუშობა  და 1950 წელს  15 წლით კომის ასსრ-ში  გადაასახლეს,სადაც მუშაობდა ქვანახშირის  მოპოვებასა და სხვა მძიმე სამუშაოებზე.

პატიმრობიდან ვადაზე ადრე 1956 წლის 13 ივლისს გაათავისუფლეს.

მისი შეხედულებები ჩამოყალიბებული აქვს წიგნში „ქათთული კინოს წარსულიდან“.

გერმანე გოგიტიძე გარდაიცვალა 1960 წლის 7მარტს,დაკრძალულია თბილისში.

გერმანე გოგიტიძის შვილი რეზო (ვოდე) მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდა და აომის დასრულების შემდეგ საფრანგეთში დარჩა საცხოვრებლად. მას ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ურუშაძის (ლიხაური) და ფილიპე შარაძის (მელექედური) პირადი არქივები ჰქონდა შენახული, თუმცა როგორც ირკვევა, ეს არქივი მას გურამ შარაძისთვის არ გადაუცია.

ოზურგეთლების დიდი ნაწილის სურვილია კინო თეატრი„ ოზურგეთს“ჩაუტარდეს რეაბილიტაცია და დაერქვას გერმანე გოგიტიძის სახელი.

მანანა ლომაძე,

ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების  ფონდების  მცველი

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 77
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 77
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 76
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 75
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…