8 ივნისს,  ქ. თბილისში, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ „ოპიზარში“გაიხსნა გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ნამუშევრების საანგარიშო გამოფენა, რომელშიც  მონაწილეობდნენ ოზურგეთის,  ლანჩხუთის , ჩოხატაურის მხატვრები, _  სულ 56 მხატვარი. წარმოდგენილი იყო მათი  112 ნამუშევარი.

 _ ეს იყო რეგიონალური გასვლითი გამოფენა,რომელიც ჯერ 13 მაისს გაიმართა საქართველოს კულტურის ფონდის მიწვევით მერაბ  ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის გალერეა „მუზაში“, ხოლო ამჟამად საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ „ოპიზარში“ _ გვითხრა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურიის კულტურის ფონდის თავჯდომარემ, ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორმა  ავთანდილ თავართქილაძემ.

გამოფენის ორგანიზატორი იყო ასევე  გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირი (თავმჯდომარე თამაზ დარჩია).

გამოფენის გახსნას ფართო საზოგადოება დაესწრო.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 49
    გურიის რეგიონის მხატვრების გამოფენა კულტურის საერთაშორსიო ცენტრ „მუზაში“მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრსა და საქართველოს კულტურის ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც თბილისში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში,, მუზა" 13 მაისს გაიხსნა გურიის რეგიონის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეობას ღებულობდა რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის _ ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი - 56 მხატვარი. გურულ მხატვრებს მიესალმნენ: საქართველოს კულტურის…
  • 43
    ოზურგეთში გურიის მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნამერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრისა და გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით გაიხსნა გურიის მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა აწ გარდაცვლილი მხატვრის ბიძინა ჭეფხოძის ხსოვნას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ორმოცამდე ავტორის ასზე მეტი ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, რეწვა). საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ საქართველოს კულტურის ფონდის თავჯდომარე, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, საქართველოს…