2023 წლის 7 ივნისს,ბახვი ჰესისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის პირველი ნაწილი სამუშაო ხასიათს ატარებდა, რომლის მსვლელობის დროს საბჭოს წევრებმა მოისმინის ბახვი 2 ჰესთან დაკავშირებული სიახლეები.

კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ  მრჩეველთა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ბახვი 2 ჰესის გარემოსდაცვითი გადაწვეტილების  მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, ისაუბრა  სამშენებლო პერიმეტრზე განხორციელებული წინა-სამშენებლო სამუშაოების მიდინარეობაზე, რაც ძირითადად, მშენებლობის განხორციელების არეალში, გზის გაწმენდით სამუშაოებს მოიაზრებს.

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ხელმძღვანელმა, ნანა ბერძენიშვილმა ისაუბრა ტყის განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის ფარგლებში აქცენტები გაკეთდა გეგმის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. გეგმის მიხედვით, განაშენიანება მოხდება ერთის ორზე პრინციპით, რაც შემარბილებელი ღონისძიებების კუთხით, საერთაშორისო სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკას ითვალისწინებს.

კომპანია ბახვი ჰესის კომუნიკაციების მენეჯერმა, ნიცა ჩოლოყაშვილმა მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის გეგმის მიმდინარეობაშეაფასა, რომლის ფარგლებშიც მრჩეველთა საბჭოს წევრების დახმარებით ხორციელდება კომპანიის სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო პროექტები.კერძოდ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით საბჭოს წევრის ლელა მდინარაძის კურატორობით ჩატარდა კონკურსი ჩხაკაურას და მთისპირის თემის სოფლების საჯარო სკოლებში;1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საბჭოს წევრმა და მეწარმემ, დავით თენიეშვილმა ჩაატარა უფროსკლასელთათვის ლექცია თემაზე, როგორ დავიწყოთ სტარტაპი რეგიონში. საბჭოს წევრმა ია ურუშაძემ კი,იმუშავა ტურზე იმ სამოსახლოებში, რომელიც ჩართულნი არიან ბახვი ჰესისა და USAID – ის ერთობლივ პროექტში, რომელიც ჩაის გზის ასოციაციის ქოლგის ქვეშ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას უწყობს ხელს გურიაში.

საბჭოს სხდომის ფარგლებში, იმავე დღეს, საბჭოს წევრებმა და კომპანიის მენეჯმენტმა ასოციაცია ჩაის გზის პროგრამის მონაწილე სამოსახლოები დაათვალიერეს და უშუალოდ მონაწილე პირებისგან მოისმინეს, თუ რა გავლენა იქონია მათ ბიზნესზე იმ ტრენინგებმა თუ მარკეტინგულმასაქმიანობამ, რაც პროგრამის ფარგლებში მიიღეს. გურიაში მცირე ბიზნესის დახმარების და სტუმარ-მასპინძლობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით შექმნილი პროგრამა განხორციელდა კომპაბია ბახვი ჰესისა და USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრმის მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით.

 

მსგავსი სტატიები

  • 80
    ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს, კომპანიის უპრეცედენტო ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაშია 10 დაინტერესებული პირი, რომლებიც  წარმოადგენენ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, მცირე და საშუალო ბიზნესს, მედიას და თვითმმართველობას. საბჭოს ფორმატში მონაწილოება ანაზღაურების გარეშეა. აქ მოვიდნენ და გაწევრიანდნენ ადამიანები,…
  • 75
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა            2022 წლის  7სექტემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი,შეხვედრა გაიმართა.ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გააცნო ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიშის მომზადების პროცესი, ასევე წარადგინა მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი, ალა მარი, რომელიც ჩხაკაურას საჯარო სკოლის დირექტორია. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა…
  • 73
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა2022 წლის 21 დეკემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის შემაჯამებელიშეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმაიმსჯელეს მიმდინარე საკითხებზე.მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიესალმა ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ნიბლაძე, რომელმაც შეაჯამა გასული წლის სამუშაო და მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა…
  • 73
    ბახვი ჰესის პროექტების მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა  2022 წლის 5 აგვისტოს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი, გასვლითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნეს კომპანიის მიერ მართული პროექტების განვითარების ფაზები და სამომავლო გეგმები.  მხარეებმა იმსჯელეს და განიხილეს ახალი გამოწვევები და პროექტით დაინტერესებული მხარეებისთვის აქტუალური საკითხები.…
  • 73
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…