ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, კომპანიის მოწვევით, USAID-ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ და  საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია GREDA- ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უპირატესობების, ეკონომიკური ზრდისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის შესახებ ლექცია გამართა. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები მიზნად ისახავს მომავალ თაობაში განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის შესახებ ცოდნის ამაღლებას. მიზნობრივი ინტერვენციები ახალგაზრდებში მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მათი წვლილის წასახალისებლად არის მიმართული, ხოლო ახალი იდეები და ტექნოლოგიები მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ენერგეტიკული პრობლემების მოგვარების ახალი გზების პოვნაში დაეხმარებათ.

„მოხარულნი ვართ,  რომ GREDA-ს დახმარებით, გვაქვს შესაძლებლობა  მთისპირის სკოლის მოსწავლეებს სექტორში მომუშავე ექსპერტები გავაცნოთ. ჩვენი მიზანია ბევრი ვისაუბროთ განახლებადი ენერგიების უპირატესობაზე. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობამ იცოდეს იმ სიკეთეების შესახებ, რაც ამ ტიპის ენერგიის წყაროებს მოაქვთ. კადრების დეფიციტის პირობებში ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია დავანახოთ აბიტურიენტებს ის პერსპექტივები, რაც ამ დარგის სპეციალისტებს შეიძლება ჰქონდეთ. პროფესიის არჩევისას დაფიქრებაა საჭირო, გასათვალისწინებელია მოთხოვნები, რაც სექტორს გააჩნია, კონკურენცია, შესაძლებლობები, ქვეყანაში ამ მხრივ არსებული განვითარების ტენდენციები. უნდა ითქვას, რომ მთისპირში მეორედ გაიმართა ეს შეხვედრა, პირველი შარშან ამ დროს ჩატარდა, ჩხაკაურაში კი პირველად იყვნენ GREDA-ს წარმომადგენლები. უფროსკლასელებმა უშუალოდ ამ დარგის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შეიტყვეს ბევრი ახალი რამ ენერგეტიკაზე როგორც დარგზე და პროფესიულ არჩევანზე. ჩვენ, ჩვენის მხივ შეგვიძლია, და გაცხადებულიც გვაქვს ეს შესაძლებლობა, რომ ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ ახალგაზრდებს, თუკი საკუთარ მომავალს ენერგეტიკას ან გარემოსდაცვას დაუკავშირებენ“ _ განაცხადა დავით კობერიძემ, ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 84
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 81
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 75
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 73
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 71
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…

არ გამოტოვოთ