ბახვი ჰესის სალექციო კურსი ახალგაზრდებისთვის „როგორ დავიწყოთ სტარტაპი“

2023 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის მიერ ორგანიზებული მორიგი სემინარი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სკოლას ადგილობრივი მეწარმე, დავით თენიეშვილი და მისი შვილი, გაბრიელ თენიეშვილი ეწვივნენ. დავით თენიეშვილს გურიაში ერთ-ერთი გამორჩეული ჩაის პლანტაციები აქვს და უკვე 30 წელია რეგიონში მცირე ბიზნესს მართავს. სწორედ სტარტაპის დაწყების თავისებურებები, რეგიონში არსებული შესაძლებლობები და მათი გამოყენების გზები იყო შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემები.

სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა გაბრიელ თენიეშვილმა, რომელიც უკვე წლებია ოჯახურ ბიზნესშია ჩართული და მიმდინარე წლის ზაფხულს თენიეშვილების ჩაი მთელ მსოფლიოს გერმანიაში ჩატარებულ ტურისტულ ფესტივალზე გააცნო.

სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს. მათ შორის, რა გამოწვევები ახლავს თან რეგიონში ბიზნესის დაწყებას, რა არის მათი დაძლევის გზები და რა შესაძლებლობები არსებობს დღეს ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად.

„ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა, ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული დღე იყო. სასიხარულოა, როდესაც შენი აზრი ვიღაცას სჭირდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. იმედია, მოსწავლეები გაითვალისწინებენ ჩემს რჩევებს, რაც ბიზნესის დაწყების, თუ მისი კეთების პროცესში დაეხმარებათ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბახვი ჰესს, რომ ახალგაზრდებთან ჩემი გამოცდილების გაზიარების საშუალება მომცა. ნამდვილად დასაფასებელი საქმეა, როდესაც მომავალი თაობის განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავ, განსაკუთრებით კი რეგიონში, სადაც მსგავსი სახის ინიციატივები ხშირი არ არის“,_  განაცხადა მეწარმე, დავით თენიეშვილმა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბახვი ჰესს ამ ლექციის ორგანიზებისთვის. ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. მაგალითად, დღეს გავიგე, რომ სოფელ მთისპირში ახალი სამეწარმეო ხელშეწყობის პროგრამა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ინფორმაცია მივიღე ჩაის კულტურაზე, რაც ძალიან სასარგებლო იყო. ასევე, მიხარია, რომ გამოცდილმა მეწარმემ გავიზიარა საკუთარი გამოცდილება და რეგიონში საქმის კეთების უპირატესობები დაგვანახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ახალგაზრდებმა საკუთარი რეგიონები, სოფლები თავადვე განავითარონ და სახლ-კარი არ მიატოვონ“,_ განაცხადა მთისპირის საკარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, ნათია შავაძემ.

„ოჯახში ვაპირებთ მცირე ბიზნესის დაწყებას. ტრენინგმა დამანახა, რომ სოფელში ბიზნესის კეთებასაც აქვს დიდი მომავალი. მადლობა ბატონ დავითს და მის შვილს, გაბრიელს ჩვენთან სტუმრობისთვის და თავიანთი გამოცდილების გაზიარებისთვის. საინტერესო იყო გაბრიელის მიერ მოყოლილი საკუთარი ისტორია და ის, რომ მან არჩევანი სოფელში ცხოვრებასა და მამის ბიზნესში ჩართვაზე გააკეთა“, _  განაცხადა ჩხაკაურას საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, საბა ბერიძემ.

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 76
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 76
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 74
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…

არ გამოტოვოთ