მდინარე  ნატანების აუზებში ინეტრული მსალების ამოღება რომ შესაბამისი კანონების და წესების დარღვევით ხდებოდა და ხდება ამაზე არაერთხელ ვწერდით  საქართველოს მინერალური რესურსების სააგენტო ორი თვეა საჯარი ინფორმაციას არ გვაწვდის…ამჯერად მდინარის აუზში მომუშავე ექსკავატორები ჟურნალისტების გამოჩენისთანავე მდინარიდან ამოვიდნენ და გაიქცნენ. ჩვენს მიერ გამოძახებულმა  გარემოსდაცვითი დეპარტამენტის რეგიონულმა წარმომადგენლება „პოლატის“ მიერ საბუთების წარმოდგენამდე დროებით შეაჩერეს კარიერის მუშაობა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და კარიერმა მუშაობა გააგრძელა.

წითელი ხიდი- სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა აუცილებლად უნდა დასრულდეს, თუმცა იგი გურიის მდინარეების ხეობების განადგურების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. მოსახლეობას   არ აქვს ინფორმაცია  რა ხდება გურიის მდინარეების ხეობებში, როგორ მოიპოვებენ კომპანიები ინერტულ მასალებს, ნატანის ამოღება არ ხდება დასაშვები ნორმის ფარგლებში, მდინარეების აუზში მდებარე სოფლებში  დაშრა არტეზიული ჭები, ვითარდება მეწყერული პროცესები, და მიუხედავად კლიმატის ცვლილებებზე გააქტიური პროპაგანდისა,  ეკოლოგიური კატასტროფა გვიახლოვდება.

ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან აქვს დადებული ხელშეკრულება, რომ მოსახლეობა ყოველმხრივ ინფორმირებული უნდა იყოს, თუმცა თუნდაც ის ფაქტი, რომ ორი თვის განმავლობაში ვერ შევძელით მიგვეღო ინფორმაცია საქართველოს მინერალური რესურსების სააგენტოსგან , აქვს თუ არა შესაბამისი ლიცენზია კომპანია „პოლატს“ და ამჯერად რა რაოდენობის ინერტული მასალა უნდა ამოიღოს მდინარე ნატანების აუზის 20-კილომეტრიან ზოლში, ყველაფერზე მეტყველებს.

როგორც ვწერდით, (http://alion.ge/2022/02/საბრძოლო-პოლიგონად-ქცეულ/ ) ხელისუფლებამ ერთობლივი საწარმო „POLAT YOL &MAPA“  უფლება მისცა  ზღვიდან 20 კილომეტრიან  ზოლში, მდინარე ნატანებზე, ისტორიული ვაშნარის ციხე-ქალაქის მიდებარედ, ლიცენზიის გარეშეც მოიპოვოს წიაღი. ამისთვის 2020 წლის 4 სექტემბერს. სასწრაფოდ შევიდა ცვლილებები2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილებაში   „სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების“ .

შარშან „პოლატმა“ სექტემბრამდე მდინარე ნატანების აუზში მხოლოდ ოფიციალურად ერთი მილიონი კუბ. მეტრი ინერტული მასალა ამოიღო… ამჟამად ისინი კვლავ აგრძელებენ მუშაობას.

გაზეთი „ალიონი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოსთან“ ერთად აკვირდება მიმდინარე პროცესებს, ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე  მოვინახულეთ კარიერი. დღეში საშუალოდ ათეულობით მძიმე წონიანი ავტომანქანა  300-400 რეისს ასრულებს და  8-10  ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა გაქვს.

მაისის თვეში, როცა კარიერზე არსებული  მდგომარება ვნახეთ, შემდეგ ავტობანი მოვინახულეთ, გადავწყვიტეთ „პოლატის“კუთვნილი გრანდიოზული სატეხი საწამოც გვეხილა და „პოლატის“ წარმომადგენელს შევხვედროდით.

თარჯიმნის საშუალებით კომპანიის წარმომადგენელს შევეკითხეთ: რა ნებართვები აქვთ ხელმეორედ, ერთი და იმავე მდინარის ლოკაციიდან წიაღისეულის მოპოვების? ვინ იყო ქართული მხრიდან ქვეკონტრაქტორი კომპანია; რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ინფორმაცია  გემით ნაწილი გადამუშავებული ინერტული მასალის შავი ზღვის აუზის ერთ-ერთ ქვეყანაში გატანის შესახებ.

„თუ გსურთ თურქული ჩაი მიირთვით, თუ არადა თქვენს კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთო. თუ რაიმე გაინტერესებთ თბილისის ოფისში იკითხეთო”_ ასე გამოგვისტუმრა სოფელ ნატენებიდან თურქული კომპანია „პოლატის“ წარმომადგენელმა.

როგორც წინა შემთხვევებში  ექსკავატორების ნაწილი ამჯერადაც მდინარის აუზში იდგა და დაახლოებით 3 მეტრი სიღრმიდან იღებდა ინერტულ მასალას. ამას ისიც მოწმობდა, რომ მდინარის პირას დასაწყობებულ ქვა-ღორღს მიწის ფერი ჰქონდა და მიწის ნარევიც თვალშისაცემი გახლდათ.

ჩვენი გამოჩენის შემდეგ სწრაფად წავიდა გადარეკვა-გადმორეკვები და ექსკავატორები მდინარიდან ამოვიდნენ და სწრაფად გაეცალნენ იქაურობას.

ჩვენ ცხელ ხაზზე დავუკავშირდით  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომლის წარმომადგენლები გარკვეული დროის შემდეგ მოვიდნენ.დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს ბენო ხომერიკს ავუხსენით არსებული მდგომარეობა, ვაჩვენეთ გადაღებული ვიდეოები და ფოტოები  და ვუთხარით, რომ არც კომპანია „POLAT YOL  &MAPA“ არ გვაძლევს ინფორმაციას მათზე გაცემული  ლიცენზიის შესახებ, ვინაა ქვეკონტრაქტორები, აქვთ თუ არა წიაღისეულის მოპოვების გეგმა, რა რაოდენობის ინერტული მასალა უნდა ამოიღონ, თუკი სწორად იღებდნენ, რატომ ამოვიდნენ ტრაქტორები მდინარიდან, როცა ჩვენ იქ მივედით  და ა.შ.

ბენო ხომერიკმა გვითხრა, რომ წელს ისინი ამ კარიერზე საერთოდ არ შემოსულან… წერილობით შევადგინეთ განცხადების ტექსტი  თუ რა სახის ინფორმაცის ვითხოვდით  და გვითხრა, რომ კომპანიიდან მათზე დოკუმენტების წარმოდგენამდე კარიერი დროებით შეაჩერებდა მუშაობას, ამის შესახებ აქ მომუშავეებსაც მიეწოდათ ინფორმაცია. კარიერზე მუშაობა დროებით შეჩერდა. ნაწილი დასატვირთად მოსული მძიმეწონიანი ავტომანქანა უკან დაბრუნდა.

ამის შემდეგ გარემოსდამცველები მდინარის აუზში ინერტული მასალების ამოღების სიღრმის გასაზომად გაემართნენ. ჩვენთვის უცნობია, ვისთან ჰქონდათ მათ სატელეფონო საუბარი, თუმცა  გარემოსდამცველებმა შემდგომ გვაცნობეს, რომ კარიერს მუშაობა უნდა გაეგრძელებინა.

გაზეთ „ალიონთან“ მდინარე ნატანების ხეობაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ:

_ინერტული მასალების მოპოვება ხდება „წიაღის მოპოვების“, „წყლით სარგებლობის,“  კანონმდებლობის სრული დარღვევით.

სამწუხაროდ, ამ თემაზე საჯარო ინფორმაციას  არ გვაწვდის საქართველოს მინერალური რესურსების სააგენტო. ამის გამო ვერ ვფლობთ ინფორმაციას მოპოვების მასშტაბებზე, გეგმასა და კანონიერებაზე.

ამ ადგილიდან  შარშანამ  კომპანიამ  მილიონობით კუბური მეტრი ინერტული მასალა გაიტანა და 5 თვის შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ მდინარეს, რომელსაც ნატანი ფაქტიურად არ აქვს.მდინარეს კალაპოტი მერამდენედ შეუცვალეს და მიაქვს სანაპირო ზოლი, ფერდობები. 3 მეტრ სიღრმეზე, პირდაპირ მდინარიდან იღებენ ქვა-ღორღს, რომელიც უკვე ტალახნარევია.

სახელმწიფო მნიშვნელობის ავტობანი იგებაო, კი ბატონო, მაგრამ მდინარე არაა სახელმწიფო მნიშვნელობის?

ისე ვაშენოთ, მოვიპოვოთ , საფრთხე არ შევუქმნათ მაცოცხლებელ გარემოს, წინ გლობალური დათბობაა. ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტები დავნერგოთ, კანონმდებლობა, საჯაროობა დავიცვათ. _გვითხრა ირმა გორდელაძემ.

_იყო პერიოდი, როცა მდინარის აუზში ბევრი კომპანია მუშაობდა, ვაპროტესტებდით. ჩემი დეპუტატობის პერიოდში, შარშან ვიცი „პოლატს“შესაბამისი ნებართვა ჰქონდა. ჭებში ზაფხულობით მართლაც არ არის წყალი და ამ მხრივ თუ პრობლემაა, პირველ რიგში ჩემი ოჯახშია. გურიანთელებს ჩემთვის კარიერების თემაზე არ მოუმართავთ. როცა სოფელში ვინმე გარდაიცვლება  და დავურეკავთ ამ კომპანიას, (მე პირადად კომპანიის ბუღალტერს ვუკავშირდები), ყოველთვის გვაწვდიან ინერტულ მასალას გზის მოსაწესრიგებლად. სხვა მხრივ კარიერის მუშაობა კანონის დაცვით უნდა მოხდეს და მეც ამას დავუჭერ მხარს _ გვითხრა სოფელ გურიანთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო მახარაძემ.

გაზეთი „ალიონი“, #13, 5 ივნისი, 2023 წ.

 

მსგავსი სტატიები

  • 85
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 85
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 83
    „აოხრებულია ყველაფერი, პრაქტიკულად მდინარე არ არსებობს“15 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაბა ნასაკირალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო ქათამაძემ სიტყვა ითხოვა. იმის გამო, რომ სხდომის დასაწისში ენმ-ის წევრი დეპუტატი თათია ნიკოლაიშვილი სიტყვით გამოვიდა, მას რეგლამენტი შეახსენეს და სხდომის დასრულების შემდეგ მისცეს სიტყვა. საკრებულოს დღის წესრიგით საკითხების განხილვა დასრულებული იყო, ამიტომ რამდენიმე დეპუტატმა სხდომა დატოვა და ქათამაძეს არ…
  • 79
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 76
    მდინარე ნატანების აუზი კვლავ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგასოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე  ნატანების აუზებში ინეტრული მსალების ამოღება რომ შესაბამისი კანონების და წესების დარღვევით ხდებოდა და ხდება ამაზე არაერთხელ ვწერდით. წითელი ხიდი- სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა აუცილებლად უნდა დასრულდეს, თუმცა იგი გურიის მდინარეების ხეობების განადგურების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. მოსახლეობას ხელისუფლებიდან  ინფორმაცია არ აქვს რა ხდება გურიის მდინარეების ხეობებში, როგორ მოიპოვებენ…

არ გამოტოვოთ