ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე  ნატანების აუზებში ინეტრული მსალების ამოღება რომ შესაბამისი კანონების და წესების დარღვევით ხდებოდა და ხდება ამაზე არაერთხელ ვწერდით.

წითელი ხიდი- სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა აუცილებლად უნდა დასრულდეს, თუმცა იგი გურიის მდინარეების ხეობების განადგურების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. მოსახლეობას ხელისუფლებიდან  ინფორმაცია არ აქვს რა ხდება გურიის მდინარეების ხეობებში, როგორ მოიპოვებენ კომპანიები ინერტულ მასალებს, ნატანის ამოღება არ ხდება დასაშვები ნორმის ფარგლებში, მდინარეების აუზში მდებარე სოფლებში  დაშრა არტეზიული ჭები, ვითარდება მეწყერული პროცესები, და მიუხედავად კლიმატის ცვლილებებზე გააქტიური პროპაგანდისა, ეკოლოგიური კატასტროფა გვიახლოვდება.

ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან აქვს დადებული ხელშეკრულება, რომ მოსახლეობა ყოველმხრივ ინფორმირებული უნდა იყოს, თუმცა თუნდაც ის ფაქტი, რომ ორი თვის განმავლობაში ვერ შევძელით მიგვეღო ინფორმაცია საქართველოს მინერალური რესურსების სააგენტოსგან , აქვს თუ არა შესაბამისი ლიცენზია კომპანია „პოლატს“ და ამჯერად რა რაოდენობის ინერტული მასალა უნდა ამოიღოს მდინარე ნატანების აუზის 20-კილომეტრიან ზოლში, ბევრ რამეზე  მეტყველებს.

როგორც ვწერდით, (http://alion.ge/2022/02/საბრძოლო-პოლიგონად-ქცეულ/ ) ხელისუფლებამ ერთობლივი საწარმო „POLAT YOL &MAPA“  უფლება მისცა  ზღვიდან 20 კილომეტრიან  ზოლში, მდინარე ნატანებზე, ისტორიული ვაშნარის ციხე-ქალაქის მიდებარედ, ლიცენზიის გარეშეც მოიპოვოს წიაღი. ამისთვის 2020 წლის 4 სექტემბერს. სასწრაფოდ შევიდა ცვლილებები2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილებაში   „სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების“ .

შარშან „პოლატმა“ სექტემბრამდე მდინარე ნატანების აუზში ოფიციალურად ერთი მილიონი კუბ. მეტრი ინერტული მასალა ამოიღო… ამჟამად ისინი კვლავ აგრძელებენ მუშაობას.

გაზეთი „ალიონი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოსთან“ ერთად აკვირდება მიმდინარე პროცესებს, დღეს კიდევ ერთხელ მოვინახულეთ კარიერი.

როგორც წინა შემთხვევაში, ამჟამადაც   ექსკავატორების ნაწილი მდინარის აუზში იდგა და დაახლოებით 3 მეტრი სიღრმიდან იღებდა ინერტულ მასალას. ამას ისიც მოწმობდა, რომ მდინარის პირას დასაწყობებულ ქვა-ღორღს მიწის ფერი ჰქონდა და მიწის ნარევიც თვალშისაცემი გახლდათ. ცალკე თემაა გურიანთა-ლაითურის გაზსადენის ცენტრალური ხაზი, სოფელ მერიაში ურეკი-წვერმაღალას წყალსადენის ჭაბურღილები და ა.შ.

ჩვენი გამოჩენის შემდეგ სწრაფად წავიდა გადარეკვა-გადმორეკვები და ექსკავატორები მდინარიდან ამოვიდნენ.

ჩვენ ცხელ ხაზზე დავუკავშირდით  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომლის წარმომადგენლები გარკვეული დროის შემდეგ მოვიდნენ. უფროს სპეციალისტს ბენო ხომერიკს ავუხსენით არსებული მდგომარეობა, ვაჩვენეთ გადაღებული ვიდეოები და ფოტოები  და ავუხსენით, რომ ისევე, როგორც საქართველოს მინერალური რესურსების სააგენტო, არც კომპანია „POLAT YOL  &MAPA“ არ გვაძლევს ინფორმაციას მათზე გაცემული  ლიცენზიის შესახებ. ასევე გვაინტერესებს  ვინაა ქვეკონტრაქტორები, აქვთ თუ არა წიაღისეულის მოპოვების გეგმა, რა რაოდენობის ინერტული მასალა უნდა ამოიღონ, რატომ ამოვიდნენ ტრაქტორები მდინარიდან, როცა ჩვენ იქ მივედით  და ა.შ.

ბენო ხომერიკმა გვითხრა, რომ წელს ისინი ამ კარიერზე საერთოდ არ შემოსულან… წერილობით შევადგინეთ განცხადება თუ რა სახის ინფორმაცის ვითხოვდით  და გვითხრა, რომ კომპანიიდან მათზე დოკუმენტების წარმოდგენამდე კარიერი დროებით შეაჩერებდა მუშაობას, ამის შესახებ აქ მომუშავეებსაც მიეწოდათ ინფორმაცია. კარიერზე მუშაობა შეჩერდა. ნაწილი დასატვირთად მოსული მძიმეწონიანი ავტომანქანა უკან დაბრუნდა.

ამის შემდეგ გარემოსდამცველები მდინარის აუზში ინერტული მასალების ამოღების სიღრმის გასაზომად გაემართნენ. ჩვენთვის უცნობია, ვისთან ჰქონდათ მათ სატელეფონო საუბარი, რა საყვედურები მიიუღეს, თუმცა  გარემოსდამცველებმა შემდგომ გვაცნობეს, რომ კარიერს მუშაობა უნდა გაეგრძელებინა.

გაზეთ „ალიონთან“ მდინარე ნატანების ხეობაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ:

_ინერტული მასალების მოპოვება ხდება „წიაღის მოპოვების“, „წყლით სარგებლობის,“ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სრული დარღვევით.

სამწუხაროდ, საჯარო ინფორმაციას ამ თემაზე არ გვაწვდის საქართველოს მინერალური რესურსების სააგენტო.

ამ ადგილიდან  შარშან კომპანია „პოლატმა“ 1 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა გაიტანეს და 5 თვის შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ მდინარეს, რომელსაც ნატანი ფაქტიურად არ აქვს.მდინარეს კალაპოტი მერამდენედ შეუცვალეს და მიაქვს სანაპირო ზოლი, ფერდობები. 3 მეტრ სიღრმეზე, პირდაპირ მდინარიდან იღებენ ქვა-ღორღს, რომელიც უკვე ტალახნარევია.

(ამ თემაზე უფრო ვრცელ მასალას გაზეთ „ალიონის“ ორშაბათის ნომერში შემოგთავაზებთ).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 76
    მდინარე ნატანების აუზი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგასმდინარე  ნატანების აუზებში ინეტრული მსალების ამოღება რომ შესაბამისი კანონების და წესების დარღვევით ხდებოდა და ხდება ამაზე არაერთხელ ვწერდით  საქართველოს მინერალური რესურსების სააგენტო ორი თვეა საჯარი ინფორმაციას არ გვაწვდის...ამჯერად მდინარის აუზში მომუშავე ექსკავატორები ჟურნალისტების გამოჩენისთანავე მდინარიდან ამოვიდნენ და გაიქცნენ. ჩვენს მიერ გამოძახებულმა  გარემოსდაცვითი დეპარტამენტის რეგიონულმა წარმომადგენლება „პოლატის“ მიერ საბუთების წარმოდგენამდე დროებით…
  • 76
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 73
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 69
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…

არ გამოტოვოთ