ათონის მთაზე ქართული სავანე აკურთხეს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორი პაატა ნაცვალაძე იუწყება.
_„გიხაროდენ!
1040 წლის შემდეგ ათონის მთაწმინდაზე ეს წუთია, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა ქართული სავანე აკურთხა.
2023_08_28. დილის 8 საათი.
დღეს მხოლოდ ფოტო. თანაც ერთი.
დარჩით ჩვენთან“_წერს პაატა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
ათონის მთაზე რიგით მესამე ქართული სავანე გაიხსნა
🕯️ დღეს, 2023 წლის 28 აგვისტოს, ღვისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ათონის წმინდა მთაზე კიდევ ერთი ქართული სავანე გაიხსნა, რომელიც წმინდა ათანასე დიდის ლავრას ექვემდებარება და იურისდიქციით მსოფლიო საპატრიარქოს ეკუთვნის.
🏗️ აღნიშნული სავანე ქართველი ათონელი მონაზვნის, ილარიონის ინიციატივითა და უშუალო ძალისხმევით დაარსდა და აშენდა ქართველ მორწმუნეთა ფინანსური დახმარებით. მთავარი ტაძარი საქართველოს ეკლესიის ეპიაკოპოსმა, ნიკორწმინდელმა ვახტანგმა აკურთხა. ღამისთევის მსახურება ქართულ და ბერძნულ ენებზე აღესრულა, სადაც მოწვეული ათონელი მონაზვნები და ათონიადას აკადემიის მოსწავლეები გალობდნენ. საზეიმო ღამისთევის მსახურებას ასევე ათონის მთის ხილანდარის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მეთოდეც დაესწრო.
⛪️ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ქართული სავანე რიგით მესამეა, რომელიც დღეს ათონის მთაზე არსებობს. სამივე სავანე მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაშია.
✝️ პირველი ქართული სავანე სიმონოპეტრას მონასტერს ეკუთვნის და მისი დამაარსებელი რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერი პირი, არქიმანდრიტი გრიგოლია, რომელიც გამოირჩევა მისი სულიერი მოღვაწეობით ათონის მთაზე. სავანეში ოფიციალურად ორი წევრი ირიცხება.
✝️ მეორე სავანე ვატოპედის მონასტერს ეკუთვნის და მისი დამაარსებელი ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემია. აღნიშნული სავანის წინამძღვარი მონაზონი სერაპიონია.
✝️ მესამე სავანე დღეს გაიხსნა, რომლის წინამძღვარი და დამაარასებელი მონაზონი ილარიონია. აღნიშნული სავანე ათონის დიდ ლავრას ეკუთვნის, ხოლო წინამძღვარი მონაზონი ილარიონია. ახალი ქართული სავანე ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, სადაც ოფიციალურად ორი წევრი ირიცხება.
წყარო:საპატრიაროქ უწყებანი, Ἀγιορείτικα Νέα / ათონური სიახლენი
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 52
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 52
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 51
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 49
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…