კომპანია ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებლის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში,  გურიის რეგიონში მნიშნველოვანი ინიციატივა ხორცილედება, რაც  „გურიის ჩაის გზის“ შექმნას გულისხმობს. „გურიის ჩაის გზის“ პროექტი მოიცავს ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ჩაის მწარმოებლების შესაძლებლობების შესწავლასა და მათ გაუმჯობესებას, „გურიის ჩაის გზის“ ასოციაციის მხარდაჭერას და ტურიზმის ინდუსტრიასთან საბაზრო კავშირების შექმნას, რათა რეგიონში ჩაის პოზიციონირება ისევე მოხდეს, როგორც მაგალითად, კახეთში ღვინის. „ჩაის გზის“ მარშრუტი ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე სახლის ტიპის სასტუმროსა და მამულს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია, აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა. მოცემულ მარშრუტზე მოგზაურობის პროცესში სტუმრებს  აქვთ საშუალება  დააგემოვნონ ჩაი, მიირთვან ადგილობრივი კერძები და რაც მთავარია, ახლოს გაეცნონ გურული სოფლების ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს.

„ასოციაცია ჩაის გზამ“, რომელიც გურიაში ბახვი ჰესისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, მოიძია 16 მასპინძელი ოჯახი ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, მოიზიდა დარგის ექსპერტები და მათთან ერთად მოახდინა საჭიროებების იდენტიფიცირება, შემდეგ კი, ობიექტებს ამ საჭიროებებზე მორგებული სერვისები შესთავაზა. მაგალითად, თითოეული ობიექტისთვის შეიქმნა მარკეტინგული გეგმა და ლოგოები, სოციალურ ქსელებში დარეგისტრირდა გვერდები, სამოსახლოები ინტეგრირდნენ სხვადასხვა ტურისტულ აპლიკაციებში, მარკეტინგულად შეფუთეს ტურისტული მიმართულებები, ბენეფიციარებს  მოაწესრიგებინეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც სადეგუსტაციო სივრცეების შექმნას ან განახლებას გულისხმობდა, ჩაატარეს ინდივიდუალური კონსულტაციები პროდუქტის შექმნა-განვითარების სრული ციკლისთვის, ასევე, გაუწიეს კონსულტაციები გასტრონომიის მიმართულებით, მოაწესრიგებინეს მენიუები.

ზაფხულის განმავლობაში, აღნიშნულმა 16 ობიექტმა მიიღო ტურისტები და უმასპინძლა მათ ახალ გარემოში, ახალი უნარ-ჩვევების გამოყენებით.  პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მასპინძელი ოჯახებისთვის ის იარაღია, რომელიც მათ ტურისტების მოზიდვასა და კმაყოფილების ინდექსის ზრდაში დაეხმარება.

„ასოციაცია ჩაის გზა“ მუშაობს გურული ჩაის ბრენდის შექმნაზე, რაც გურული ჩაის საერთო სტანდარტის შემუშავებას გულისხმობს, რომლის ქვეშ მოექცევიან არსებული მწარმოებლები. ეს ინიციატივა მოემსახურება ერთიანი, მაღალი  სტანდარტის მქონე პროდუქციის დიდი მასის მობილიზებას, რათა შესაძლებელი გახდეს გურული ჩაის დიდი მოცულობით ექსპორტი.

 

დაფინანსებული ფართი

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 79
    ჩაის გზის ასოციაციის პრეზენტაცია   26 ოქტომბერს, სოფელ მელექედურში, ლანა ჟღენტის მამულში, „ასოციაცია ჩაის გზის“პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის მოქმედი და პოტენციური წევრები, ასევე, ტურისტული პროექტის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ კი, საქართველოში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისპროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, „ ბახვი 1 ჰესის“ პროექტის გარემოს დაცვითი…
  • 75
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 69
    „ასოციაცია ჩაის გზის“ ანგარიშიკომპანია „ბახვი ჰესის“ სოციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე შშმ პირების დახმარებას საპროექტი ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფლებში (მთისპირი და ჩხაკაურა), მეორე მხრივ, კი ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებელის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პარტნიორობის ფარგლებში,  გურიის…
  • 65
    „ჩაის კულტურა უნდა დარჩეს გურიის სავიზიტო ბარათად“დავით თენიეშვილი_ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენი. იგი ერთ-ერთია გურიაში, რომელიც ჩაის კულტურის აღორძინებას გეგმავს და პრაქტიკული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მისი ინიციატივით დაბა ნარუჯასა და ლაითურში 100 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მან გაზეთ „ალიონთან“ ჩაის კულტურის აღდგენის აუცილებლობაზე და ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა. _დავით, მოდით ჯერ თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიით დავიწყოთ...…
  • 64
    გურიის ჩაის გზის ასოციაციის წევრები გურჯაანის ფესტივალს სტუმრობდნენ„ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანში 15 ოქტომბერს  გაიმართა. კახეთში „გურიის სტუმარ მასპინძლობის გზის“ და „ჩაის გზის  ასოციაციის“ წევრების ვიზიტი, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და ბახვი ჰესის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. გურულმა მეწარმეებმა ფესტივალზე წარადგინეს ადგილობრივი პროდუქცია: გურული ღვინო, ჩაი, თაფლი, ჩირი და ჩურჩხელა. კახეთის რეგიონში გურულმა პროდუქტმა…