ამბროლაურში დამთავრდა ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი-„რაჭა- 2023“, რომელშიც სხვადასხვა თაობის და სასკოლო ასაკის 160-ზე მეტი მოჭადრაკე იყო ჩართული. გურიის რეგიონიდან ფესტივალზე, მწვრთნელ ადამ ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით, ცხრა ლანჩხუთელი მოჭადრაკე იყო წარმოდგენილი. თავიდანვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მათ წარმატებით იასპარეზეს, რაც მათ მიერ ჯამურად დაგროვილ ქულებიდანაც ჩანს (საშუალოდ ჯამური 55 %-ზე მეტი ).
ფოთის ფესტივალის შემდეგ, ისევ კარგად იასპარეზა მიხეილ აფხაზავამ, რომელმაც მაღალკონკურენტიან ღია ტურნირში 7 შესაძლებლობიდან 5 ქულა დააგროვა და 31 მონაწილეს შორის მე-3-4 გაიყო. მან ამ შედეგით პირველ ადგილზე გავიდა 16 წლამდე ჭაბუკთა ჩათვლაში და შესაბამისი პრიზებიც დაიმსახურა. მნიშვნელოვანი წარმატებაა 16 წლამდე გოგონებში ნინო გუნიას მესამე ადგილი, თუმცა ვფიქრობთ მას მეტი შეეძლო. ღია ტურნირში თამაშობდა მწვრთნელი ადამ ხუხუნაიშვილიც, რომელიც სტაბილურად კარგ შედეგებს დებს და ახლაც ძლიერთა პაექრობაში 4,5(!) ქულით საუკეთესოთა შვიდეულში შევიდა. გულშემატკივრებს ანასტასია კვირკველიას წარმატებები უკვე აღარ უკვირთ და მისგან მუდამ მაღალ შედეგებს ელიან. მან ამჟამადაც კარგად ითამაშა და 5-5 ქულით მე- 2-4 ადგილი გაიყო. შექებას იმსახურებს 8 წლამდე ასაკში მოასპარეზე საბა ებრალიძე, რომლის მიერ დაგროვილი 5 ქულა მაღალი შედეგია, თუმცა იგი 0,5 ქულით ნაკლები აღმოჩნდა საპრიზო ადგილის მისაღებად. დადებითად ფასდება საბა კეინაშვილის 4 ქულა და ნინი ებრალიძის 3,5 ქულა.
ჩვენმა მოჭადრაკეებმა თავი ბლიიც ტურნირშიც გამოიჩინეს,რომელშიც ერთდროულად 70 მოჭადრაკე შვეიცარული სისტემით 9 ტურად ასპარეზობდა. მიხეილ აფხაზავამ აქაც კარგად იასპარეზა და 6 მოჭადრაკესთან ერთად 7-7 ქულით 1-6 ადგილი გაინაწილა. ქალთა ჩათვლაში კი , ნინო გუნია დაგროვილი 5 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია , რომ ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.
მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 65
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 63
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 61
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 60
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 51
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…