ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელიც დაგეგმილია მდინარე ბახვისწყლის ხეობაში არსებული საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემში. სოციალური პროგრამის შემუშავების ეტაპზე მოხდა საჭიროებების კვლევა, რომლის მიხედვით ვანისქედში წყლის მომარაგების სისტემის შექმნა განისაზღვრა.
ბახვი ჰესის პროექტი, ვანისქედში მცხოვრები 46 აბონენტისთვის სუფთა წყლის მიწოდების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მშენებლობის პირველ ფაზაზე მიმდინარეობს, შიდა დაქსელვა და ოჯახების მრიცხველებით უზრუნველყოფა. ეს სამუშაოები 2023 წლის სექტემბრის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება მეორე ფაზას, ის ითვალისწინებს სადგურის მშენებლობასა და აღჭურვას, ასევე წყლის შემკრებ რეზერვუარში წყლის შევსებას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყაროების მეშვეობით, რაც სატუმბი სისტემით განხორციელდება.
„გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საშვილიშვილო პროექტს ვახორციელებთ ვანისქედში. 46 ოჯახში, ამ პროექტის მეშვეობით, ონკანში წყალი წამოვა, რაც ჩვენ მოსვლამდე ნამდვილად საოცნებო ჰქონდათ ვანიქედელებს. სწორედ ესაა ის სარგებელი, რაც დიდი კომპანიების შემოსვლას მოაქვს რეგიონში. ინფრასტრუქტურულ კომპანიებს თან მოაქვთ ცოდნა, გამოცდილება და სამართლიანობის პრინციპების დაცვით, სარგებლის გაზიარების პოლიტიკა. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ჩვენ, პროექტებს ვახორციელებთ არა მხოლოდ ხალხისთვის, არამედ სწორედ იმ ხალხთან ერთად, ვისთვისაც კეთდება პროექტი“ _ აცხადებს დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი.
მსგავსი სტატიები
- 48
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 42
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 36
მდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს, გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
- 36
ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
- 35
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…