„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“

ავტორი ვლადიმერ მენაბდე

„მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ  და მეღორეობას ან კიდევ მესაქონლეობას მივსდევთ,

აქედან გამომდინარე აგრონომია და ვეტერინარია მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და გლეხს, სოფლად მცხოვრებ მცირე მეწარმეს, მინიმუმ  რაღაც დონეზე გარდა ინფორმირებულობისა ცოდნის შეძენაც მართებს ამ ორი მიმართულებით“ – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს, ოზურგეთელი ვეტერინარი, მთესლავ ტექნიკოსი, თამაზ კილაძე.

„რომ გადავხედოთ სოფლებში არსებულ სიტუაციას თვალში პირველ რიგში დიდი ოდენობით მოუვლელ;ი ფართობები და დაუმუშავებული მიწის ნაკვეთბი მოგვხდებათ. ვაშენებთ პლანტაციას ამა თუ იმ კულტურის, შემდეგ მოუვლელობის გამო იქმნება პრობლემები. შემიძლია პირდაპირ გითხრათ რომ გურიაში მეცხოველეობა და მეღორეობა ფაქტობრივად არ არსებობს. ამის არის ობიექტურიც და სუბიექტური მიზეზები”. _ ამბობს ის.

ბატონი თამაზი ბოლო წლებია ფოთს, ლანჩხუთსა და ქუთაისის რეგიონს ემსახურება. მის სერვისზე მოთხოვნილება დიდია. თუმცა ამბობს, რომ  ჩვენს შესაძლებლობებთან მიმართებაში ეს მინიმუმიც არ არის.

_ ბატონო თამაზ. აქვს თუ არა დღეს გურულ გლეხს, რომელსაც ჰყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ან ღორი, ინფორმაცია და შესაძლებლობა, მინიმალური დანახარჯებით როგორ გაიუმჯობესოს მდგომარეობა?

რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ პირველ რიგში მას არა აქვს ინფორმაცია, ჩვენ მაგალითად გლეხებს ვთავბაზობთ, მინიმალურ ფასებში, 50 ლარად მივაწოდოთ თავისი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის ახალი მერძევე, მეხორცე, ასევე მერძევე-მეხორცე საქონლის თანამედროვე ჯიშები, „შვიცი“, „ჯერსი“, „სიმენტალი“ და სხვა, რომელი ჯიშებიც მინიმუმ გაასამმაგებენ როგორც რძის-შესაბამისად რძის პროდუქტების ასევე ხორცის ოდენობას, მაგალითისათვის „შვიცი“ მეხორცე საქონელია – იდეალური ჩვენს პირობებში, ჯერსი მერძევეა, მისი რძის ცხიმიანობა კამეჩის რძის შემადგენლობას უტოლდება, კიდევ „ჰორშტეინი“ მაგალითად-ჩვენი საქონელი თუ მაქსიმუმ 23-25 ლიტრ რძეს გვაძლევს, ეს 80 ლიტრზე ადის. განსხვავება თქვენ თვითონ ნახეთ,

რა თქმა უნდა მეორე საქმეა კვება. აი ჩვენი ჯიშები, აქ ძირითადად ხევსურული და მეგრული ჯიშის საქონელია-თუ გვაძლევს 150 კილოგრამ ხორცს, ჯერსი გვაძლევს 250 კილოგრამს. როგორც ზემოთ ვთქვი, ჩვენთან დასავლეთში ძირითადად მეგრული ჯიშის საქონელი გვყავს, აღმოსავლეთში ხევსურული, ხელოვნური განაყოფიერებით ორთავე ჯიშის მდედრისაგან შეგვიძლია მივიღოთ კარგი შედეგი. მაგალითად გერმანული „სიმენტალი“, რომელიც მერძევეც არის და მეხორცეც, ამ ჯიშებზე გადასვლის შემთხვევაში, რომელიც ნებისმიერ მსურველს, გლეხს 50 ლარი დაუჯდება, ქვეყნის მასშტაბით ეს ყველაზე მინიმალური ფასია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გლეხის მდგომარეობას, რძისა და ხორცის მოსავალს მინიმუმ ორჯერ და მეტითაც გაზრდის, რატომ არ უნდა ვისარგებლთ ამ შესაძლებლობებით? განვმეორდები საქონელს სჭირდება კვება.

_კვება ახსენეთ და ჩვენს პირობებში გლეხს შეუძლია გამოკვებოს პირუტყვი?

_ გეტყვით ახლა, ერთი ძროხა, მისი ხბოთი, წლის განმავლობაში რომ გამოკვებოთ,  სჭირდება 1000 კვადრატული მეტრი ფართობი, რა თქმა უნდა მისი დამუშავებითა და მოვლა პატრონობით-ვფიქრობ, რომ ეს ნებისმიერს შეუძლია. შესაბამისი ტექნოლოგიებით, ამასაც თავისთავად ცოდნა სჭირდება.

მე შემიძლია ამ მიმართულებით ნებისმიერი ჯიშის გამოყვანა ხელოვნური განაყოფიერების გზით, იქნება ეს მეხორცე  გერმანული „სიმენტალი“, ჭრელი, ასევე მერძევე ინგლისური „ჯერსი“, „ჰოლშტეინი“-ჰოლანდიური მერძევე.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ხელოვნური განაყოფიერების, ამ შემთხვევაში თესლი დაცულია, სუფთაა და მისგან რაიმე სახის დაავადებების გავრცელება წარმოუდგენელია, პირიქით ეს გზა მდედრს იცავს ამისაგან, რაც შეეხება ბუნებრივ განაყოფიერებას, ანუ :ბუღას: არავინ იკვლევს მის ჯანმრთელობას განაყოფიერების დროს, სავსებით შესაძლებელია სქესობრივი გზით საქონელს სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც ბევრია მესაქონლეობაში, გადაეცეს პირუტყვს

_ ბატონო თამაზ რაც შეეხება ღორს?

_ ღორი არის ყველაზე იოლად, ასე ვთქვათ, გასატანი შინაური ცხოველი, თუმცა ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ უს ძალიან სუსტია, აქედან გამომდინარე პრობლემაა ე.წ. „შარაზე გადმოგდებული ღორები“ – რომლებიც სხვადასხვა დაავადებებს ადვილად „იტაცებენ?  მისი კვება საყურადღებოა. აუცილებელია მისი ლოკალიზება და გარკვეულ ფართობში მოქცევა შევძლოთ, საქართველოში ღორის ბევრი ჯიშები გვაქვს, შემოდის ამ ბოლოს უცხოეთიდანაც, მაგალითად ჰოლანდიური „ლანდრა“, მაგრამ მე გლეხებს ვურჩევდი კახური ჯიშის ღორების მოყვანას, ვფიქრობ რომ ის ყველაზე მეტად წარმატებულია ჩვენთან. ღორი საერთოდ ყველა ჯიშის კარგია მაგრამ კახურ ღორს არა აქვს ზედმეტი ცხიმიანობა, წყობა, ე.წ. „ბეკონი ხორცი“ აქვს კარგად, მჭლე, ქონი-მჭლე-ქონი და ასე შემდეგ. მივიჩნევ, რომ უნდა შევინარჩუნოთ დედა ღორი თორემ დანარჩენი, როგორც კი 10 კილოგრამს გადააჭარბებს, უმჯობესია მისი რეალიზაცია. ჯიშთა გაუმჯობესება, რომელიც სულ რაღაც 50 ლარი გვიჯდება, ჩვენ სოფლებში მაცხოვრებლებს უცებ აძლევს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ  მდგომარეობა.

საერთოდ, სამწუხაროდ ვეტერინარია, აგრონომია ჩვენს ქვეყანაში ვერ ვიტყვი რომ არ არსებობს მეთქი, მაგრამ ძალიან დაბალ დონეზეა, ერთადერი კახა ბენდუქიძე იყო, რომელიც ამაზე ზრუნავდა და ბევრი რამ გააკეთა, სამნწუხაროდ კიდევ უფრო ბევრი ვერ მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ „გეორგიანელები“ ვართ ეს დარგები ჩვენან  პოპულარული არ არის. ჩვენთან,  ყველა საერთაშორისო ეკონომიკაზე გარბის და სად გვაქვს ამდენი ეკონომიკა, თანაც საერთაშორისო – მომკალით და ვერ ვხვდები.

ოზურგეთში, თუ გნებავთ ლანჩხუთსა და ჩოხატაურშიც, ანუ გურიაში-ეკომიგრანტები რომ არ იყვნენ სოფლის მეურბნეობა, მესაქონლეობა საერთოდ არ გვექნებოდა და არც ბაზარზე იქნებოდა ადგილობრივი პ[როდუქცია, ალბათ არაფერი ახალი არ მითქვამს-ეს ფაქტია. 

_ რაიმე გსმენიათ „ბახვი ჰესის“ შესახებ?

_ სხვათაშორის, ბევრი მომართვა მაქვს მთისპირიდან, უკანავადან, ბახვის ხეობიდან, სხვა სოფლებთან შედარებით უფრო მეტი. როგორც ვიცი ამ სოფლებში მუშაობენ ინვესტორები. საერთოდ ვფიქრობ, რომ ინვესტიციები, ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც პირდაპირ ასევე, ირიბად დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. გზა გაკეთდება, ადამიანები დასაქმდებიან, ბევრ ოჯახში დოვლათი შევა, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, ასე რომ, მე მივესალმები მსგავსი ტიპის აქტივობებს და მასში მხოლოდ დადებითს ვხედავ

 

წარმატებული ფერმერები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე”

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 96
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 93
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 91
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 86
    ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო ცხემლისხიდში  გუშინ, 12 სექტემბერს, სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ მუზეუმში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეტ ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. „ძალიან რომანტიული სამყარო იყო და სასიამოვნო გარემო... ქართული სულით გაჟღენთილი ლექსი და სიმღერა... ძლივს მოვისმინე ქართული მხატვრული კითხვა... ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან, ძალიან გვაკლია და გვენატრება ყველას“…