დღეს, ქ. ოზურგეთში, ერისთავის ქუჩა #20-ში, თავადი ნაკაშიძეების ნაფუძვარზე საზეიმოდ გაიხსნა ახალი ტურისტული სივრცე _„გობრონიძეების მარანი.“
ახალი ტურისტული ლოკაციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოზურგეთისთვის ცნობილი ადამიანები: მხატვრები, ჟურნალისტები, მსახიობები, კულტურის მუშაკები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
როგორც ამ იდეის ავტორმა, ქალბატონმა მარინა ჯაფარიძემ განაცხადა, ამ საოჯახო მარანს აქვს ისტორია. საუკუნის წინ ნაკაშიძეებიდან ეს მამული გაბრიელ გობრონიძემ შეიძინა და ოჯახმა ბევრი რამ ტრადიციული შეინარჩუნა, რაც ნაკაშიძეების სახელს უკავშირდებოდა. აღდგენილი იქნა ძველი მარანი, გაიხსნა სივრცე საოჯახო-ფერმერული ტურიზმის მიმართულებით „ღვინის სალონი“, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ გურული და ქართული ყურძნისაგან დამზადებული საოცხოო ღვინოები, მიიღონ მასტერკლასები, გურული სამზარეულო და ქართული მრავალხმიან -პოლიფონიურ სიმღერებს მოუსმინონ.
გობრონიძეებმა ნაკაშიძეების ნაფუძვარზე არსებული უძველესი მარნის ტრადიციები აღდაგინა და საოჯახო ღვინის წარმოებას ღირსეულად აგრძელებენ _საოჯახო ტექნოლოგიით აწარმოებს სხავადასახვა სახის ღვინოებს, roგორც ძველი გურული ჯიშების, ასევე სხვა ქართული ყურძნის ჯიშებიდან. ღვინო იწურება და დუღილის პროცესს გადის მუხის კასრებში.
გახსნის ცერემონილაზე ახალ საქმეს მიესალმნენ : მხატვარო ავთანდილ თავართქილაძე, ჟურნალისტი ნუგზარ ასათიანი, ფოლკლორისტი გულო ნიკოლაიშვილი, მცირე ბიზნესის წარმომადგენელი ვასილ კვირჩილაძე,, მსახიობი ბელა კიკვაძე.
გაიმართა ქართული კულინარიის ნიმუშების და „გობრონიძეების მარნის“ ნიმუშების დეგუსტაცია.
მსგავსი სტატიები
- 43
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 35
ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 34
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 33
ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 31
ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…