`არ ვიყავით ჩვენ ამ ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო~

დამატებულია: 2013-02-17
picture1

არ ვიყავით ჩვენ ამ ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო არ ვიყავით ჩვენ ამ ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა ავღანეთში დაჭრილ ვიცე-პოლკოვნიკის დედამ, თინა გოგუაძემ და კოალიცია ქართული ოცნების~ წევრმა ნინო გოგუაძემ. ისინი გაზეთ გურია ნიუსის~ ერთ-ერთი პუბლიკაციის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. გთავაზობთ ორთავე მხარის პოზიციებს შეკვეთილი პასკვილის კვალდაკვალ გურია ნიუსის სტატია, ჩემი ბილწსიტყვაობისადმი ტრფიალთან დაკავშირებით, მრავალმხრივ ახსნას საჭიროებს. დავიწყებ იმით, რომ ჩემი სავარაუდო დანიშვნა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის თანამდებობაზე, საკმაოდ მძიმედ მიიტანა გულთან, მავანმა და მავანმა. Mმიზეზთა და მიზეზთა გამო, მე არ მოვიაზრები ვისიმე გუნდრუკ-მკმეველთა რიგებში, არც შემდგომში ვაპირებ პატრონყმულ ურთიერთობას და მიმაჩნია, რომ ზომბი მოადგილის სინონიმი არ არის. ღრმა და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ე.წ. ჟურნალისტი-მარინე ჩიხლაძე გამოიყვანეს ასპარეზზე, რომელთანაც არა მარტო მე და ჩემს ოჯახს, არამედ მთელს ჩემს უბანს უდიდესი შეურაცხყოფა და ბოროტების ყვავილები გვაკავშირებს. Eეს ყვავილები შარლ ბოდლერის ბოროტების ყვავილებთან არ ასოცირდება, ე.წ ჟურნალისტმა გასული წლის დეკემბრის თვეში, ჩვენი უბნელის, თანატოლის, მეგობრის და საქართველოს გმირის პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშის ტრაგედია, ეთიკის ნორმების იგნორირებით და მორალის სრული დეფიციტით, გამოიყენა, როგორც საგაზეთო ნიუსი. მაშინ როდესაც, ჩვენი თხოვნის გათვალისწინებით, მასმედიის საშაუალებებმა, არ გააჟღერა, ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ალექსანდრეს ორივე ფეხი ჰქონდა ამპუტირებული, დედას და მამას, მხოლოდ ერთი კიდურის შესახებ ვაცნობეთ და ვაიმედებდით, რომ მეორეც შენარჩუნდებოდა, რათა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სიმართლეს შეეძლო მშობლების სიკვდილამდე მიყვანა, ალექსანდრეს თავად უნდა ეამბა მათთვის ამ ტრაგედიის შესახებ და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც გაითვალისწინა და მერწმუნეთ, დღეს რომ ქალბატონი თინა, შვილს ესაუბრება, ამ ინფორმაციის დროებით შეჩერებამ გამოიწვია. მაგრამ ოზურგეთში, ალექსანდრეს მშობლიურ ქალაქში, აღმოჩნდა ჟურნალისტი (!?), რომელმაც მორალი და ზნეობა, გვერდზე გადადო და ოჯახს ახარა თქვენ, რომ გგონიათ, თქვენს შვილს, ერთი ფეხი არ აქვს, სინამდვილეში, ორივე ამპუტირებულიაო ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი ნაღმზე აფეთქდა?ადმინისტრატორი, სამშაბათი, 20 დეკემბერი 2011 07:41(გურია ნიუსი, ოზურგეთი)-როგორც გურია ნიუსს წყარომ აცნობა, ავღანეთში სამშვიდობო მისიით წასული კიდევ ერთი გურული ჯარისკაცი ნაღმზე აფეთქდა. წყარო ამბობს, რომ ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა და ჯარისკაცს ორივე ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს, თუმცა, მშობლებმა იციან, რომ მხოლოდ ერთი ფეხი მოჰკვეთეს. ჩვენივე წყაროს ცნობით, დაზარალებული ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის. გურია ნიუსი\" შეეცადა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, სალომე მახარაძეს დაკავშირებოდა, თუმცა რამდენიმე ზარის მიუხედავად ქალბატონმა სალომემ ტელეფონზე არ გვიპასუხა.)დღეს კი გაიძახიან სახელი და გვარი არ მიგვიწერიაო, მაგრამ ეს ძალიან ჰგავს-,,სახელს და გვარს არ ვიტყვი, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეო-სმთელი ჩვენი უბანი, ვინც ალექსანდრესთან ერთად გავიზარდეთ, არაფერს ვიტყვი, რომ იგი ჩემი სისხლი და ხორცია, იმ დღეებში, უდიდესი ტკივილით ვიყავით სავსე. ამას თან ერთვოდა თანაგრძნობა დედის მიმართ, რომელიც საწოლიდან ვერ დგებოდა. იმ ავადსახსენებელ წელს, ჩვენ უბანში ახალი წელი არ შემოსულა, არცერთი თოფი თუ მაშხალა არ გავარდნილა.მე მარინა ჩიხლაძესთან დავრეკე, ალექსანდრეს ყველა მეგობრის სახელით, ყველა დედის სახელით, ვინც მსგავს სიტუაციაში არ უნდა იყოს, მაგრამ გულთან მიიტანს სხვის ტკივილს. მარინა ჩიხლაძისათვის, დარეკვა და იმ აზრის გაცნობა რას ვფიქრობდით ჩვენ მასზე, პირველ რიგში როგორც ადამიანზე და შემდეგ როგორც ჟურნალისტზე, იმ წუთებში ყველა ჩვენთაგანისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა. დღესაც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ ქალბატონმა, სულში ჩააფურთხა არა მარტო ჟურნალისტიკას, როგორც პროფესიას, რომელიც ადამიანისთვის ზიანის მომტანად არ უნდა აღიქმებოდეს, არამედ ყველას, ვინც პირველ ადგილზე ადამიანს და ადამიანის დანიშნულებას აყენებს, არა მგონია ადამიანის დანიშნულება, ნიშნისმოგებით და ქირქილით ვაი-სტატიების წერა იყოს მაგ. რას ნიშნავს-,,გურული ჯარისკაცი\"? ყველაფერი მიუთითა, ჩვენმა პატივსაცემმა ქალბატონმა, ამპუტირება, ნაღმზე აფეთქება, გერმანიაში მკურნალობის კურსი და ბოლოს ვიცე-კოლკოვნიკობა ვერ გაიმეტა, აქაოდა ამით დავფარე ვინ იყოო.ვიცე-პოლკოვნიკობა ,,ვერ გაიმეტა ვერც გიორგი გირკელიძემ, კვლავ ,,გურულ ჯარისკაცად გვაცნობს, მას ვისაც ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენი, საერთაშორისო გმირის წოდება, და სხვა ჯილდო აქვს მიღებული. მარინა ჩიხლაძეს, დანაშაულის ჩამდენს როდესაც მე საკმაოდ მძიმედ ვესაუბრებოდი, მთელი აქცენტი იმაზე გადაჰქონდა, რომ ის რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი იყო (?!). ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ეს ქალბატონი, როგორც პროფესიონალი არ არსებობს, ასევე მიმაჩნია რომ მას ბოდიში ჰქონდა და აქვს მოსახდელი. ბატონი გირკელიძის სტატიის წაკითხვის შემდეგ, ალექსანდრე ტუღუშიდს დედა, ქალბატონი თინა გოგუაძე, გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს, საბედნიეროდ გიორგი გირკელიძის თანაავტორობით (რადგან მოკარნახედ მარინა ჩიხლაძე ბრძანდება) შედეგენილმა, ,,ორღობის ჟურნელისტიკის შედევრმა, ამჯერადაც ვერ მიაღწია მიზანს და ყველაფერი კარგად დამთავრდა. მინდა გაცნობოთ, რომ ერთი წლის წინ, ნიუსის წაკითხვამ სადაც ჟურნალისტმა, გვახარა, რომ ალექსანდრეს ერთი კი არა ორივე ფეხი ჰქონდა ამპუტირებული, ალექსანდრეს მამას ხელში თოფი ააღებინა და რომ არა, ოჯახის ახლობლები, ბატონი ზურაბი ამ ამბით შეძრწუნებული, თვითმკვლელობით აპირებდა სიცოცხლის დასრულებას. დღეს ხმამაღლა, შეურაცხყოფილთა ,,მანტია მოსხმული ბატონი გირკელიძე და ქალბატონი ჩიხლაძე, პატივისცემას და სრულ მორჩილებას ითხოვენ, რაც არ უნდა აღმაშფოთებელი და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში იყოს მათი ქმედებანი.როდესაც ,,გურია ნიუსის\" ჟურნალისტთა ეთიკური კოდექსი წავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ არც გირკელიძეს და არც ჩიხლაძეს ის თავის დროზე არც კი გადაუკითხავთ. სტატია ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ორჯერ შეიცვალა, დაბეჭდილ გაზეთში, შვიდ სიტყვიანი სათაურით-,,ბოლწსიტყვაობის მოყვარული ქალბატონი ოზურგეთის გამგებლის მოადგილედ ინიშნება\"-შეცვლილია ,,ოზურგეთში საკადრო ცვლილებები იგეგმებათი\" ,,ცისფერი მთების\" არ იყოს რას საჭიროა ეს ორი სათაური და კიდევ რამდენი დრო დასჭირდება, გიორგი გირკელიძეს ჩამოყალიბდეს და სტატიას სრული სახე მისცეს?აღნიშნული სტატია, პირველი ვარიანტით ჩემს სკამით შეიარაღებას და საბრალო ჟურნალისტის წინააღმდეგ გალაშქრების ამსახველ შინაარსს შეიცავდა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ ,,სკამით ბრძოლის სცენები\", ჟურნალისტმა გირკელიძემ წაშალა პირველი ვარიანტიდან, ისე, რომ არ განუმარტავს არც დაწერის და არც შემდეგ წაშლის მიზეზი. მე, რა თქმა უნდა, ორივე ვარიანტი საგულდაგულოდ შევინახე, როგორც აღმოჩენა ახალი თვისებებისა საკუთარ თავში. მახსოვს ჟურნალისტიკის პირველ კურსზე, ცხონებულმა ვახტანგ ითონიშვილმა, პირველივე ლექციაზე რჩევა მოგვცა მომავალ ჟურნალისტებს _,,ჟურნალისტიკა მსოფლიოში მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ ეცადეთ თქვენი ნამოღვაწარით მსოფლიოში პირველ პროფესიასთან არ გათანაბრდესო\". საინტერესოა გიორგი გირკელიძეს რას ასწავლიდნენ მისი ლექტორები?...ვაპირებ სასამართლოს მივმართო, რომ გიორგი გირკელიძემ და მარინა ჩიხლაძემ პასუხი აგონ ჩემი და ალექსანდრე ტუღუშის ოჯახებისთვის მორალური ზიანის მიყენების გამო.
ამასთანავე პასუხი აგონ აღნიშნული სტატიის წაკითხვის შემდეგ ქალბატონი თინა გოგუაძის საავადმყოფოში მოთავსების გამო, რადგან თინა გოგუაძეს სწორედ გიორგი გირკელიძე ჰყავდა გაფრთხილებული, რომ გურია ნიუსსარასოდეს დაეწერა მის შვილზე. ანუ პასუხი აგონ მიზანმიმართულად, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ქმედებისათვის.ასევე პასუხი აგონ, ჩემი, როგორც პიროვნების განსასაზღვრელად იმ ეპითეტის გამოყენებაში, რომლითაც დაკვეთით შეთითხნილი, სტილისტურად გაუმართავი სტატიაა დასათაურებული.თამარ ლეფსვერიძე, გაზეთ გურია ნიუსის~ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი:_არ ვიყავით ჩვენ ამ ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო. ერთ-ერთ სააგენტოს სახელით და გვარით აქვს ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ხუთი დღით ადრე გამოქვეყნებული და ჩვენ ამის მტკიცებულებას დავდებთ. ვფიქრობ, რომ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე და ეს არის არა ბრალდება, არა პრესკონფერენცია, არამედ მიზანმიმართული პროვოკაცია ,გურია ნიუსის წინააღმდეგ. სარჩელს შევიტანთ სასამართლოში ჩვენი ჟურნალისტების რეპუტაციის, სახელის და ღირსების შელახვისთვის.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.