ებრაელი ბავშვების გამოფენა დაბა ჩოხატაურში

დამატებულია: 2013-02-27
picture1

ებრაელი ბავშვების გამოფენა დაბა ჩოხატაურში ებრაელი ბავშვების გამოფენა დაბა ჩოხატაურში ებრაელი ბავშვების გამოფენა დაბა ჩოხატაურში დაბა ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში დღეს დაიხურა ებრაელ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, რომელსაც სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზი ერთ კვირაზე მეტ ხანს მასპინძლობდა. ეს გამოფენა არასამთავრობო ორგანიზაციის `შალომ კლუბ გურიას~ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა. გამოფენის დახურვის ცერემონიალს გურიის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მზია კვინტრაძე, სამხატვრო სკოლის დირექტორი: _ამ გამოფენის იდეა გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკელ მეცენატს მაურინ კასსერის ეკუთვნის. ისრაელს იმ პერიოდში ბევრი პრობლემა ჰქონდა მეზობელ სახელმწიფოებთან და ამ ქვეყნის ბავშვების ნატვრა მუდმივი მშვიდობა იყო. კასნერი რამდენჯერმე ჩავიდა ისრაელში და იქაურ სამხატვრო სკოლებს მოელაპარაკა მშვიდობის თემაზე შეექმნათ ბავშვებს ნამუშევრები, რომელსაც იგი მსოფლიოს აჩვენებდა. ებრაელმა და არაბმა ბავშვებმა შესანიშნავი ნამუშევრები შექმნეს. კასნერმა შეკრიბა ეს ნამუშევრები და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეს გამოფენა მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა. ამ გამოფენას 40 წელია არ დაუკარგავს თავისი დანიშნულება და დღესაც მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.ზაურ ოსეფაიშვილი, შალომ კლუბ გურიას~დამფუძნებელი:_ეს გამოფენა საქართველოშიც ჩამოვიდა და მას საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობდა. იგი მუდმივმოქმედია და ისრაელის განათლების სამინისტროს ეკუთვნის. ჩვენ ისრაელის საელჩოს დახმარებით შევძელით გამოფენის ორგანიზატორებთან დაკავშირება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიც დაგვიდგა მხარში და ჩოხატაურლებსაც მიეცათ საშუალება ამ გამოფენის მნახველები ყოფილიყვნენ. დღეს გამოფენა დაიხურა. ნამუშევრებს თბილისში ჩავიტანთ, საიდანაც იგი გზას ჰააგისკენ გაუდგება. გამოფენის მომდევნო მასპინძელი ჰოლანდიაა.თამაზ დარჩია, გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე:_ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენა გამართულა. ეს ნამუშევრები, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ათეული წლის წინაა შექმნილი, იმდენად მარადიული თემა აქვთ აღებული ამ ქვეყნის ბავშვებს, რომ დღესაც აქტუალურია. იმდენი სითბო და სიყვარულია ამ ნახატებში, იმდენი დადებითი მუხტი მოდის მათგან, რომ არ შეიძლება პატივისცემით არ განიმსჭვალო თითოელი ნამუშევრის ავტორის მიმართ.ავტორი ნუგზარ ასათიანი.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.