`მიხარია, რომ გურიაში ბევრი საინტერესო მასალა ინახება~

დამატებულია: 2013-03-03
picture1

მიხარია, რომ გურიაში ბევრი საინტერესო მასალა ინახება მიხარია, რომ გურიაში ბევრი საინტერესო მასალა ინახება <ოზურგეთს ცნობილი კინოდრამატურგისა და მწერლის სულიკო ჟღენტის ქალიშვილი ოლგა (ოლიკო) ჟღენტი სტუმრობდა. იგი ხელოვნებათმცოდნე, დრამატურგისტია. არის ავტორი და რეჟისორი დოკუმენტური ფილმებისა:კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები ჯონ სტაინბეკი და რუსული დღიური ზურაბ ნიჟარაძე დიმიტრი ერისთავიბედი ჯარისკაცის და კინოდრამატურგის სულიკო ჟღენტისა მე ვიხსენებ ბაადურ წულაძეს არაერთი მონიგრაფიისა და შრომის ავტორი; წიგნების რედაქტორი და შემდგენელი, საქართველოსა და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, მათ შორის ოსლოს, კოლუმბიის უნივერსიტეტებში. არის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის მოწვეული პროფესორი. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი.ამჟამად ქ-ნი ოლიკო მუშაობს ფილმზე ვიხსენებთ ბალანჩინს _ ამ წიგნის პირველი ნაწილი დასრულებულია. იგი ასახავს ჯორჯ ბალანჩინის ამერიკულ ცხოვრებას. მეორე ნაწილი ეხება მის კავშირს საქართველოსთან და ქართულ ფესვებთან. ამ მხრივ ჩვენთვის საინტერესო იყო გურია. აქ შევხვდით ადამიანებს, რომლებისგანაც ჩავიწერეთ სიმღერები და მოგონებები. ვფიქრობ, საინტერესო მასალა გამოვა. მიხარია, რომ გურიაში ბევრი საინტერესო მასალა ინახება. დახმარებისათვის მადლობა მინდა გადავუხადო გაზეთ `ალიონის~ რედაქტორს ნუგზარ ასათიანს და ოზურგეთის თეატრის მმართველს ზაზა ჯინჭარაძეს, _ აღნიშნა მან. შეხვედრა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგა. შემდეგ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველმა მანანა ლომაძემ ისაუბრა ოზურგეთის (მახარაძის) 50-იანი წლების ფაქტებზე. წარმოადგინა საინტერესო ფოტომასალა. კინორეჟისორი ოზურგეთში ჩამოსვლას კვლავ გეგმავს.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.