გიორგი უშიკიშვილი სტუმრად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

დამატებულია: 2013-04-16
picture1

გიორგი უშიკიშვილი სტუმრად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში"გიორგი უშიკიშვილი სტუმრად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში" 16 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტუმრად ჩამოსულმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, გიორგი უშიკიშვილმა, ტრადიციულ კულტურათა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელ, ზურა ერქომაიშვილთან ერთად, ღვაწლმოსილი მომღერალი და ანსამბლ ,,შალვა ჩემოს\" წევრი, გური სიხარულიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლების კონსულტანტად წარადგინა.<br /> ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კონსტანტინე შარაშენიძეს გური სიხარულიძის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლების კონსულტანტად დანიშვნის თაობაზე მიმართა, რათა გურული მუსიკალური ფოლკლორი არ დაიკარგოს და იგი ახალგაზრდებს მემკვიდრეობით გადაეცეს. გურული სიმღერის ქომაგი, გური სიხარულიძე 1954 წლიდან ოზურგეთის კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი გახდა, მას როგორც ანსამბლ ,,ელესას\" მომღერალს ასზე მეტი გურული სიმღერა აქვს შესრულებული. 2009 წელს რეჟისორ ნანა ჯანელიძის მიერ გადაღებულ ფილმში ,,გალობის რაინდები\", გური სიხარულიძემ დიდი მგალობელი, ანტონ დუმბაძე განასახიერა. შეხვედრაზე კულტურის ცენტრთან არსებული სალოტბარო სტუდიის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ვახტანგურმა\" რამდენიმე გურული სიმღერა შეასრულა.<br /> გიორგი უშიკიშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხმის ჩამწერი მოძრავი სტუდიის საშუალებით, ყველა ფოლკლორული ანსამბლი ჩაიწერება, რაც პირველ -რიგში უნიკალური გურული სიმღერის პოპულარიზაციასა და თაობებისათვის გადაცემას შეუწყობს ხელს. უშიკიშვილმა გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გამგებელ, კონსტანტინე შარაშენიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ, ზვიად კვაჭანტირაძეს გადაუხადა.<br /> კონსტანტინე შარაშენიძემ მედიასთან გურული ხალხური სიმღერის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვის გვერდით დაუდგება და თავის წვლილს შეიტანს ფოლკლორის გადარჩენის ეროვნულ საქმეში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახური: ნინო სალუქვაძე, ნია მეგრელიშვილი

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.