ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი

დამატებულია: 2013-07-07
picture1

ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი' ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი' მეოთხედ ჩატარდა დიდი მამულიშვილის, საქართველოს სახალხო არტისტის, ცნობილი ქორეოგრაფის, გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი. ეს ფესტივალი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ბატონ გიორგის დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. გიორგი სალუქვაძე პროფესიით ინჟინერ-ენერგეტიკოსი იყო. იგი ბჟუჟჰესის მშენებლობის უფროსი და შემდეგ ამ ელექტროსადგურის დირექტორი იყო. ამ დარგში დამსახურებისათვის მას საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდება მიენიჭა.გიორგი სალუქვაძემ დააარსა გურული სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი სკოლა, აღადგინა ძველი გურული საკრავი სიონარი, დავიწყებას გამოსტაცა ათამდე უძველესი ცეკვა, რისთვისას იმოგზაურა საინგილოში, მესხეთ-ჯავახეთში და ჩვენი გაზეთის ფურცლებზე შესანიშნავი მოგონებები დაგვიტოვა. მან არა მარტო აღადგინა, თვითონაც შექმნა და ყოველი მათგანი ქართული ფოლკლორის მარგალიტად ითვლება. 1946 წელს მან პირველმა დადგა მასიური ფარიკაობა, ასევე აღადგინა ცეკვები კალმახობა,ინგილოურ-ფერეიდანური შიპრობა,აჭარული სეირიდა ხელტარის ნადი, მესხურ-ჯავახური იდუმალა,მესხური ფერხული დიდება, ვარძიაობა, მძიმური. 50 წლის წინათ ბატონმა გიორგიმ გადაურჩინა საზოგადოებას დასაკარგად განწირული ბრწყინვალე ცეკვა ფუნდუკიდა ქორეოგრაფიის ერთ-ერთი გვირგვინი ფერხული-ფარცაკუკუ.მისი ინიციატივით ქ. ოზურგეთში უდიდესი ქართველი მუსიკოსის, ფოლკლორისტისა და მომღერლის ფილიმონ ქორიძის ბიუსტი დაიდგა.ამ ფესტივალზე, რომლის ორგანიზატორი საზოგადოება არტ-გურიაა (ხელმძღვანელი ნოდარ გაგუა), გაცხადდა, რომ დედაქალაქში მოღვაწე ჩვენი თანამოქალაქეები, რომელსაც სათავეში ანზორ ერქომაიშვილი ჩაუდგა, მამა იოანეს ლოცვა-კურთხევით მალე ოზურგეთი ოფიციალურად ფოლკლორის ქალაქად გამოცხადდება.ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად კონცერტები ურეკის კულტურის სახლში გაიმართა. დაახლოებით 40-მდე კოლექტივი მონაწილეობდა ფესტივალში.5 ივლისს, ფესტიავლში მონაწილე კოლექტივებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მსვლელობა მოაწყვეს ქ. ოზურგეთის ქუჩებში, ხოლო საღამოს გალა კონცერტი გაიმართა.ფესტივალის ჟიურის ქორეოგრაფი ანზორ გვარამაძე ხელმძღვანელობდა. მასში შედიოდნენ საქართველო-ლიტვას მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელი მარიანა სლენიენე, ცნობილი ქორეოგრაფები ვაჟა ახვლედიანი, გიორგი გურგენიძე, ახმედ მელია, გიორგი თურქია, მუსიკოსი ვარდო ჯინჭარაძე. გარდა ქართული ანსამბლებისა, ფესტივალში მონაწილეობდნენ: ქ. ერევნის ქორეოგრაფიული სკოლა მილენ შოუ ბალეტი ჯგუფი ზოვაშე; ლიტველი და ბულგარელი ინდივიდუალური შემსრულებლები.გალა კონცერტმა 4 საათზე მეტ ხანს გასტანა. ჟიურიმ ფესტივალის გრან-პრი აჭარის სახელმწიფო ანსამბლთან არსებულ ბავშვთა სკოლა სტუდია მწვერვალს მიანიჭა. (ხელ-ლი ამირან პაიჭაძე). 6 ივლისს ანსამბლ ფესვების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტით ფესტივალი დაიხურა.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.