დღეს სახელმწიფო თეატრის სცენაზე ოზურგეთზე ახალი სიმღერა აჟღერდა

დამატებულია: 2014-06-14
picture1

დღეს სახელმწიფო თეატრის სცენაზე ოზურგეთზე ახალი სიმღერა აჟღერდა. დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში ქ, ოზურგეთის მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის შეხვედრა გაიმართა ქ. ოზურგეთის ამომრჩევლებთან. შეხვედრა ბევრი სტუმარი ესწრებოდა საქართველოს დედაქალაქიდან. ჩემი კანდიდატურის დაყენება ქართული ოცნების პოლიტიკური ნებაა. მე მიყვარს ოზურგეთი და მინდა უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის... განაცხადა თავის სიტყვაში ბეგლარ სიორიძემ. მე ყოველთვის ვგრძნობდი უდიდეს მხარდაჭერას საპარლამენტო არჩევნების დროს ეს იყო ბეგი სიორიძე. ბევრ ადამიანს ვისურვებდი ამ პოსტზე, მაგრამ ბეგი არის სიტყვის კაცი, საქმის კაცი... თქვა თავის სიტყვაში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ. სიტყვებით გამოვიდნენ: ქორეოგრაფიულ ანსამბლ გურიას ხელმძღვანელი კობა დუნდუა, საპორტო სკოლის დირექტორი გოჩა კვირჩილაძე, ქ. ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ჯაფარიძე, დეპუტატობის კანდიდატი თამარ დუმბაძე, ქ. ოზურგეთის ექს-მერი ლევან ურუშაძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე, ანსამბლ ერისიონის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, ბიზნესმენი ზაზა სიორიძე. გამოსვლების შემდეგ სცენა ჯერ ანსამბლ ქუჩის მუსიკისებს ხოლო შემდეგ ფორტეს დაეთმო. პროექტ ნიჭიერში გამარჯვებული ვანიკო ფიფიაც გამოვიდა. კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა რამდენიმე სიმღერის შესრულების შემდეგ ამ დღის სიურპრიზი გაამჟღავნა: ბეგი სიორიძის თხოვნას ასრულებდა და ოზურგეთის სცენაზე ახალი სიმღერა ოზურგეთზე შესრულდებოდა. ფორტეს ნამღერმა ოზურგეთელთა მოწონება დაიმსახურა, რასაც სიმღერის განმეორება მოჰყვა.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.