დეპუტატ ნათია შარაშენიძის ბინა დაიწვა თბილისში

დამატებულია: 2014-08-16
picture1

დეპუტატ ნათია შარაშენიძის ბინა დაიწვა თბილისში დეპუტატ ნათია შარაშენიძის ბინა დაიწვა თბილისში დღეს, ქ. ოზურგეთის საკრებულოს ლეიბორისტმა დეპუტატმა ნათია შარაშენიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გაავრცელა: „ბინა დამიწვეს, თუ ეს არ არის იქ მცხოვრები ქალბატონის (მდგმურის) დაუდევრობა, ესე იგი ადგილი გვაქვს ხელისუფლების მიერ ჩემს მიმართ ანგარიშსწორებაზე, რადგან სწორედ აღნიშნულ ბინაში ვარ რეგისტრირებული. ექსპერტიზა დაწყებულია და ველოდები პასუხს. ნელ-ნელა შოკიდან გამოვდივარ.“ გაზეთი „ალიონი“ ნათია შარაშენიძეს დაუკავშირდა: ჩემი კუთვნილი ბინა ქ. თბილისში, აეროპორტის დასახლებაში, 14 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში დაიწვა.ხანძარი საიდან გაჩნდა, ვერ მითხრეს, მდგმური იყო ბინაში, რომელიც ამბობს რომ 3 დღეა სახლში არ ყოფილა. პოლიციის პასუხები ხანძრის გარემოების შესახებ არაადეკვატურია. მათი ცინიზმი ჩემს მიმართ გაუგებარია. ახლა ექსპერტიზის დასკვნას ველოდები, ვნახოთ რას იტყვიან.დღეს, 16 აგვისტოს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ბრიფინგი გავმართე, სადაც ქ. ოზურგეთში. მირიან ხინთიბიძის სახლის დაწვის შესახებაც ვთქვი.მირიანის სახლიც სწორედ ასეთ გაურკვეველ ვითარებაში არ დაიწვა? გამორთულ მანქანას წაეკიდა ცეცხლი, ჩემი ბინაც ცარიელი იყო და ცეცხლი გაუჩნდა. უბრალოდ, საეჭვოდ ემთხვევა დროში ჩემი გააქტიურება და ამ ბინის დაწვა, შემთხვევით კი არაფერი ხდება ბუნებაში. იტყვიან, დამთხვევების და შემთხვევების არ მჯერა, მაგრამ ამდენი დამთხვევა და შემთხვევა? ძალიან საეჭვო ვითარება იქმნება და ბევრი კითხვა ჩნდება, პასუხები არც ერთი.ახლა მინდა გაირკვეს სიმართლე, ვინ დამიწვა ბინა და რატომ. გულის სიღრმეში ძალიან მინდა ეს იყოს მდგმურის დაუდევრობა, აი, ეს თუ ხელისუფლების ანგარიშსწორებაა, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე. თუმცა ისე მიჰყავთ გამოძიება, მაფიქრებინებენ, რომ სწორედ ანგარიშსწორებასთან გვაქვს საქმე.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.