ბრიფინგი თემების საკრებულოში

დამატებულია: 2014-09-04
picture1

ბრიფინგი თემების საკრებულოში ბრიფინგი თემების საკრებულოში ბოლო დღეებში, მედიასაშუალებებში და საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციებს, თემების საკრებულოს დეპუტატების უკმაყოფილების შესახებ, რომელიც საკრებულოს დეპუტატებისა და თანამდებობის პირების მიერ, სადეპუტატო მოვალეობის შესასრულებლად, ანაზღაურების მიღებას შეეხებოდა, დასრულდა. დღეს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და მოადგილე დიმიტრი კვერღელიძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართეს. საკრებულოში უფლებამოვალეობის შესასრულებლად საკრებულოს თანამდებობის პირები არ აიღებენ სადეპუტატო მოვალეობის შესრულებისთვის თანხას. ეს თანხა მოხმარდება სოციალურ, კერძოდ ჯანდაცვის პროგრამებს. დეპუტატების პოზიცია კოალიცია ქართული ოცნებიდან~ ამ საკითხში ერთსულოვანია -განაცხადა დავით დარჩიამ. კარგი იყო ამ საკითხში მხარი დაეჭირათ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ;პატრიოტთა ალიანსი~), მაგრამ საკრებულოს მორიგ სხდომაზე ამას კანონის ძალა ექნება. რაც შეიძლება ეკონომიურად უნდა ვხარჯოთ ხალხის ფული. ეს არ არის გრანდიოზული ხარჯი, იგი მხოლოდ 30 ათასი ლარია, მაგრამ ეს არის საბიუჯეტო სახსრებისადმი ჩვენი დამოკიდებულება _აღნიშნა კვერღელიძემ.ავტორი გაზეთი ალიონი~

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.