კურორტ გომისმთაზე წმ. ილია თესზბიტელის სახელობის ტაძარი აიგება

დამატებულია: 2014-09-10
picture1

კურორტ გომისმთაზე წმ. ილია თესზბიტელის სახელობის ტაძარი აიგება კურორტ გომისმთაზე წმ. ილია თესზბიტელის სახელობის ტაძარი აიგება კურორტ გომისმთაზე წმ. ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის აგებას შარშან ჩაეყარა საფუძველი. პროექტის ავტორი და არქიტექტორია მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი, სპონსორი და მშენებელი შპს „გზამშენი 18“(თეიმურაზ ჯახვა).9 სექტემბერს ტაძრის გარე ფუნდამენტის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობდა.ვახტანგ მამეიშვილი:_ „წმ. ილია თეზბიტელის სახელობის ხის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია გომისმთაზე 2 200 მ.

სიმაღლეზე შენდება. იგი აიგება კარგად გამშრალი ხის მასალისაგან. ტაძარი აშენდება ქართული, აჭარა-გურიაში გავრცელებული ტრადიციებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთაში „ღოჯის“პრინციპით აგება. ამ მეთოდით აშენდება ეს ტაძარი. ჯვარ-გუმბათის ყელზე გამოყენებული იქნება ქართული დარბაზის პრინციპით გადამსვლელი ჭდობის მეთოდი, ასევე შესრულდება გუმბათის გვირგვინიც. ხისგან დამზადდება კანკელიც.ტაძრის აივანი „ნავის“მსგავსი იქნება და დაეყრდნობა ხის ბოძებს. ამ მშენებლობას დასჭირდება 70-80 კუბ. მეტრი მრგვალი მორი, რაც დროულად უნდა გამოყოს აჭარის ხელისუფლებამ (წიწვოვანი ტყე გომისმთაზე ქობულეთის სატყეოს ეკუთვნის)“9 სექტემბერს შპს „გზამშენი 18“-მა კურორტზე აიტანა სამშენებლო მასალები.

ისინი კოორდინაციას უწევდნენ ახლგაზრდების ჯგუფის მუშაობას.ირაკლი ჯულაყიძე, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი:_საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის, იუსტიციის სამინირტოებმა დააფინანსეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი,“თეატრალური უნივერსიტეტის ახალგაზრდული ორგანიზაცია, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია და ასევე ახალგაზრდული ორგანიზაცია „მომავლის აბაშა.“ეს ახალგაზრდები (მსახიობები, სტუდენტები და ა.შ) ამ პროექტის ფარგლებში მოგზაურობენ საქართველოში. იყვნენ ქუთაისში, სამტრედიაში, მარტვილში. ახლა ისინი გომისმთიდან ჭინჭაოს ტბას მოინახულებენ, შემდეგ მთის ბილიკებით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ხაბელაშვილებში ჩავლენ ფეხით, იქედან ხიჭაურში საპატრიარქოს უნივერსიტეტს ესტუმრებიან და შემდეგ ქვემო აჭარას მოინახულებენ.ახალგაზრდებმა საუცხოოდ იმუშავეს და საძირკველი ჩაასხეს.

განსაკუთრებით გამოარჩევდით ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი ყუფარაძეს და მსახიობ გიორგი ელიზბარაშვილს. ისინი ყველა ჯგუფს ეხმარებოდნენ, რომ ბეტონი ხარისხიანად ჩასხმულიყო.ახალგაზრდების ჯგუფს მოგვიანებით შემოქმედლებიც შემოუერთდნენ. მუნიციპალიტეტის თემების საკრებულოს წარმომადგენელ ბესო ლომინაძესთან ერთად ამოვიდნენ.ტაძრის საძირკვლის სამუშაოები მუნიციპალიტეტის თემების გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ინახულა და მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს თანადგომისთვის. საძირკვლის ჩასხმაში მამა შიომაც (მენაბდე) მიიღო მონაწილეობა. მან გაზეთ „ალიონთან“თქვა:_ „თითქმის ორი წელია, საფრანგეთში, ლიონში ვარ.

ემიგრანტ ქართველების სულიერებას ვემსახურები. ტაძარში 250-მდე ქართველი დადის. ბავშვობიდან დავყავდით მე და ჩემი ძმა მამას გომისმთაზე. ძალიან მიყვარს აქაურობა. ლიონიდან რომ მოვდიოდი, იმას ვფიქრობდი, გომისმთაზე აუცილებლად ავალ. ერთი კვირაა აქ ვარ...თამაზ იმერლიშვილი:_ შემოქმედელი ვარ, მეზღვაური. რამდენიმე გემის კაპიტანი ვიყავი. ბოლოს პანამის დროშის ქვეშ გემ „ვალენტინას“კაპიტანი. მსოფლიოს არაერთი მხარე მინახავს, მაგრამ გომისმთა განუმეორებელია.მეგზევეების გარდა უნდა აღვნიშნოთ გომისმთის პოლიციის (კახა კუპრაძე, ზვიად ოსეფაიშვილი) და ერთგული გომისმთელის ზურაბ ჩხარტიშვილის განსაკუთრებული ყურადღება ამ დღის პროცესებისადმი. რამდენიმე დღეში ტაძრის საძირკვლის სამუშაოები დასრულდება.ავტორი ნუგზარ ასათიანი

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.