საქართველოს პირველობა კლუბებს შორის ჭადრაკში დასრულდა

დამატებულია: 2014-10-07
picture1

საქართველოს პირველობა კლუბებს შორის ჭადრაკში დასრულდა საქართველოს პირველობა კლუბებს შორის ჭადრაკში დასრულდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში პირველად გაიმართა და მას დაბა ურეკში, სასტუმრო კოლხიდა~ მასპინძლობდა. ჩემპიონატი 26 სექტემბერს გაიხსნა და იგი საზეიმოდ დაიხურა 4 ოქტომბერს. ჩემპიონატში საქართველოს დედაქალაქის და რეგიონების 8 გუნდი მონაწილეობდა. ამ გუნდებში გამოდიოდნენ საერთაშორისო გროსმაისტერები, ოლომპიური ჩემპიონები და სხვა ტიტულოვანი მოჭადრაკეები ბაადურ ჯობავა, ნინო ხურციძე, ნატო მელია, ბელა ხოტენაშვილი და სხვები. რვა გუნდს შორის იყო გურიაც,~რომლის შემადგენლობაში გამოდიოდნენ: გურიის ექს-ჩემპიონი მინდია ჩხიკვიშვილი, ნიკოლოზ ჩხეიძე, აკაკი შალამბერიძე (თბილისი), ნატო იმნაძე (18 წლის) და 13 წლის მიშიკო ქურიძე (ოზურგეთი).ოზურგეთლებმა ტურნირზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მათ დაამარცხეს გორი და სამეგრელო~ (4:1, 3,5:3:1,5) დამარცხდნენ სხვა გაცილებით ძლიერ კლუბებთან და 1 მე-6 ადგილი დაიკავეს.ტურნირზე განსაკუთრებით კარგად იასპარეზა აჭარის საჭადრაკო კლუბმა ნონამ.~ მათ ხუთი შეხვედრა მოიგეს, ორი საყაიმო ანგარიშით დაამთავრეს, 12 გუნდური ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. 10-10 ქულით II-III ადგილები გაიყვეს რუსთავმა და ქართლმა.~ მოეთხე 9 ქულით ქუთაისი იყო, მეხუთე 8 ქულით თბილისი. გურიამ 4 გუნდური ქულა აიღო, ხოლო VII-VIII ადგილებზე გასულმა გორმა~ და სამეგრელომ~ შესაბამისად 2 და ერთი ქულა.მოეწყო გამარჯვებულთა საზე-იმო დაჯილდოება. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე გია გიორგაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ გამარჯვებული გუნდების მოჭადრაკეებს შესაბამისი სინჯის მედლები და დიპლომები გადასცეს.ტურნირზე დაწესებული იყო ფულადი ჯილდოებიც. 15 ათასი ლარი გადაეცა კლუბ ნონას; 10 ათასი_ რუსთავს;~ 5 ათასი_ ქართლს. როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე გია გიორგაძემ გაზეთ ალიონთან~თქვა, კლუბ ნონას~გამარჯვება მოულოდნელობა არ იყო, რადგან ეს კლუბი ევროპის რეგიონების საკლუბო პირველობაზე წარმატებით გამოვიდა. ყველა პირობა იყო შექმნილი ტურნირის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის, რაშიდაც დიდი წვლილი შეიტანა სასტუმრო კოლხიდას~ დირექციამ. ჩვენს კითხვაზე, თუ რა შეფასებას აძლევს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია გურიაში ჭადრაკის განვითარებას, გია გიორგაძემ გვითხრა, ფედერაცია ხედავს, რომ ადგილობრივი ჭადრაკის ფედერაცია (აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ანდღულაძე) რეგულარულად ატარებს მუნიციპალიტეტის და რეგიონის ჩემპიონატებს, სხვადასხვა ტურნირებს. თუ როგორ დაეხმარება მუნიციპალიტეტები საჭადრაკო კლუბებს,. ჩვენც ამის ადეკვატურები ვიქნებით, შესაბამისად ფედერაციიდანაც წამოვა დახმარება.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.