ხვიჩა ქასრაშვილი: „ქალაქს სურს კარგი გუნდი ჰყავდეს“

დამატებულია: 2015-03-21
picture1

ხვიჩა ქასრაშვილი: „ქალაქს სურს კარგი გუნდი ჰყავდეს ხვიჩა ქასრაშვილი: „ქალაქს სურს კარგი გუნდი ჰყავდეს ალიონი: ოზურგეთის „მერცხალი“ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდიდან ბოლო წლებში მაჩანჩალა გუნდად იქცა, რომლის ბოლო წლების მიზანი იყო, შეენარჩუნებინა ლიგაში ადგილი. ასე იყო შარშან, ასე არის წელსაც. ორიოდე კვირის წინ „მერცხალს“ სათავეში ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხვიჩა ქასრაშვილი ჩაუდგა. ქასრაშვილს ოზურგეთელი გულშემატკივრები კარგად იცნობე. 1985 წელს, როცა ოზურგეთის „მერცხალი“ ჩემპიონი გახდა, თავისი წვლილი ხვიჩა ქასრაშვილმაც შეიტანა. ხვიჩა ქასრაშვილი მიშა მესხის „ავაზას“ აღზრდილია. თამაშობდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, თბილისის „ლოკომოტივში,“ 1981 წელს ერთი სეზონი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში იყო. შემდეგ საქართველოს სხვადასხვა წამყვან კლუბებში: სამტრედიის „ლოკომოტივში,“ ფოთის „კოლხეთი-1913,“ ლანჩხუთის „გურიაში,“რუსთავის „მეტალურგში,“ ბათუმის „დინამოში,“ რუსთავის „გორდაში“...მან საწვრთნელო მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. თავდაპირველად შშს აკად-ემიის პირველი ლიგის გუნდს წვრთნიდა. იმ პერიოდში სანკ პეტერბურში მუშაობდა ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი გივი ნოდია. მან ხვიჩა პეტერბურგში ჩაიყვანა და 4 წელი იქ დაჰყო. 1999-2001 წლებში საფეხბურთო კლუბ „ირაოში“ მუშაობდა. 2002-2005 წლებში თბილისის „დინამოს“ მე-3, მე-2 და შემდეგ მთავარი გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. 2006 წელს მისი ხელმძრვანელობით ბოლნისის „სიონი“ ჩემპიონი გახდა. მომდევნო წლებში უმაღლეს ლიგაში გადასულ საჩხერის „ჩიხურას“ ჩაუდგა სათავეში, შემდეგ_ რუსთავის „მეტალურგს.“ 2010 წელს გია გეგუჩაძემ უხმო ზესტაფონში და აკადემიის და დუბლების გუნდს წვრთნიდა. ბოლო ორი სეზონი ჭიათურის „მაღაროელის“მთავარი მწვრთნელი იყო. ამ გუნდმა პირველი წრე მე-2 ადგილზე დაასრულა. ხვიჩა ქასრაშვილი უეფას „ა“ კატეგორიის მწვრთნელია.ბატონო ხვიჩა, რა მდგომარეობაში ჩაიბარეთ გუნდი, რა ცვლილებები მოახდინეთ და რა პერსპექტივებია წლევანდელ სეზონში? სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო თავის დროზე არ მოხდა გუნდის შეკრება და ვერ გაიარეს მოსამზადებელი პერიოდი. ფაქტიურად „მერცხალი“ მოუმზადებელი შეხვდა მე-2 წრეს. გუნდს არ ჰყავდა სათადარიგო ფეხბურთელები. მე ტყიბულის „მეშახტესთან“ მატჩის წინ ჩავიბარე გუნდი. პირველი, რაც გავაკეთე, იგი გავაძლიერე რამდენიმე ფეხბურთელით. დავით ბაქრაძე „მეშახტედან“ შეგვემატა, ლევან ქურდაძე_ზუგდიდის „ბაიადან, “ვლადიმერ უგრეხელიძე_ ბოლნისის „სიონიდან.“ოზურგეთელი ვახტანგ ჯაყელი დავაბრუნეთ ქედის „ბეთლემიდან.“თუ ცხრილს გადავხედავთ, თერჯოლის „საპოვნელას“ გარდა. ყველა გუნდს მოუწევს ბრძოლა შედეგის მისაღწევად. „მერცხალისთვის“ ყველა შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია და დარჩენილ 10 მატჩში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გუნდმა შეინარჩუნოს ადგილი პირველ ლიგაში. რაც მთავარია, გუნდს გვერდით უდგას ქ. ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე. ბოლო ორ ტურში „მერცხალმა“ შინ ხობის „კოლხეთთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. ანალოგიური შედეგი იყო მარნეულში „ალგეთთან“ შეხვედრაში 1:1. 23-ში „მერცხალი“ უშუალო კონკურენტს წალენჯიხის „სქურს“ უმასპინძლებს.რა მდგომარეობაში სტადიონის ინფრასტრუქტურა?მძიმე მდგომარეობაა. არ მეგონა თუ ოზურგეთის სტადიონი ასეთ მდგომარეობაში თუ დამხვდებოდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სათამაშო მოედანი. ამ ეტაპზე, რაც გაგვაჩნია, იმით უნდა დავკმაყოფილდეთ.თავად გუნდის ხელმძღვანელობაში?გუნდის უფროსი შოთა გიორგაძეა. მწვრთნელები აკაკი ათუაშვილი, მერაბ ვანიძე, შუქრი კაშია, კახა როხაძე მეკარეების მწვრთნელი). რა დროს მოიცავს თქვენი ხელშეკრულება „მერცხალთან? მომავალ სეზონშიც გავაგრძელებ „მერცხალთან“ სამწვრთნელო კარიერას. მით უმეტეს, როცა ქალაქს უნდა კარგი გუნდი ჰყავდეს.მამუკა გოგუაძე, გაერთიანებული სტადიონის და კლუბის დირექტორი: _სტადიონის და კლუბის გაერთიანებით ხდება კადრების ოპტიმიზაცია. ვინც სამსახურში დარჩება, ხელფასები მოემატებათ. ახალი აიპის დამფუძნებელი ქ. ოზურგეთის მერიაა და ვფიქრობ ბევრი იურიდიული ლაფსუსი გასწორდება.უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. სალიცენზიო სკოლის 4 ასაკობრივ ჯგუფს „ა“ ლიცენზიის მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი უხელმძღვანელებს. ამ სკოლიდან წამატებული ახალგაზრდები „მერცხალის“ მეორე გუნდში ითამაშებენ. იქაც თუ გამოიჩენენ თავს მთავარ გუნდში გადავლენ და ა.შ. გვინდა ოზურგეთში ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელები თამაშობდნენ.ხვიჩა ქასრაშვილმა საფეხბურთო მოედნის ცუდი მდგომარეობაზე ისაუბრა...მოედანი მართლაც ცუდ მდგომარეობაშია. ამის მიზეზი ის არის, რომ ამ მინდორზე, „მერცხალის“ ხელმძღვანელების დაჟინებული მოთხოვნით გასული წლის შემოდგომაზე ცუდ ამინდში შედგა შეხვედრა ჩხოროწყუს „სამეგრელოსა“ და ოზურგეთის „მერცხალის“ მე-2 ლიგის გუნდებს შორის. ძალიან დაზინდა ამ მატჩის დროს მოედანი და მისი რეაბილიტაციის სამუშაოებს ვატარებთ. ახალი ჩემპიონატისათვის საფეხბურთო მეოდანი მწყობრში იქნება.ნაცმოძრაობა 2012 წელს ევროდონის სტადიონს გვპირდებოდა, რა ხდება დღეს? არ მინდა პოლიტიკური განცხადება გამომივიდეს, როგორ ასრულებდნენ დაპირებებს კარგად იცით. გვაქვს გარკვეული გეგმა. როგორც იცით თბილისის „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქცია იწყება და სპორტის სამინისტრომ სთხოვს ქ. თბილისის მერიას გადმოგვცენ 5000 ცალი სკამი, რომელსაც სტადიონზე დავამონტაჟებთ. გარდა ამისა, ქ. ოზურგეთის მერიასათან ერთად გეგმაში გვაქვს სარბენი ბილიკების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს მძლეოსნობის განვითარებას. შესაძლოა მძლეოსნობას ახალმა აიპმა გუწიოს პატრონაჟი.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.