ნოემბრის აქციებით დაიწყო ამ ხელისუფლების დასასრული!

დამატებულია: 2012-11-26
picture1

ნოემბრის აქციებით დაიწყო ამ ხელისუფლების დასასრული! ნოემბრის აქციებით დაიწყო ამ ხელისუფლების დასასრული!2007 წელს ნაცმოძრაობის~ საქმიანობისადმი მოსახლების ნდობის ფაქტორმა აშკარად იკლო. Aადამიანებში გაძლიერდა პროტესტის გრძნობა გაუთავებელი ჩასარეცხების~ ძახილით, ეკლესიების ნგრევის გამო, ნაციონალური ელიტის მიერ არჩევნებებზე დაპირებების ფარატინა ქაღალდად ქცევის გამო.ამ დროისათვის საქართველოში ერთ-ერთ ძლიერ პოლიტიკურ ძალად რესპუბლიკური პარტია ითვლებოდა და მათ რეგიონებში საკმაოდ ძლიერი ადგილობრივი ორგანიზაციები ჰყავდათ. ივლისში ოზურგეთის საზოგადოებას შეხვდნენ ამ პარტიის ლიდერები ლევან ბერძენიშვილი, თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი და სხვები. მახსოვს ამ შეხვედრაზე თინა ხიდაშელმა თქვა: მალე ჩვენ ტელეეკრანზე ვეღარ გვიხილავთ, ჩვენ ბლოკირებული ვართ, ამიტომ ხშირად ადგილებზე შევხვდებით საზოგადოებას.~ ეს იმას ნიშნავდა რომ, რეგიონებში ოპოზიციას მუშაობა უნდა გაეძლიერებინა. ლევან ბერძენიშვილი რესპუბლიკური პარტიის გურიის რეგიონული კომიტეტის მეშვიდე წევრად აირჩიეს.შემოდგომა ოზურგეთში ლამაზად დაიწყო. გაიხსნა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი. საზეიმო ცერემონიალს ერის სულიერი მამა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაესწრო. ოპოზიცია ოქტომბრის მეორე ნახევარში გააქტიურდა. ისინი ხელისუფლებიდან ითხოვდნენ პასუხებს კითხვებზე: რატომ აშინებდნენ ადამიანებს, რატომ ხოცავდნენ უდანაშაულო ახალგაზრდებს, რატომ იყვნენ ადამიანები 35 წელს ზემოდ გამოუდეგარი, რატომ ყიდდნენ უცხოელებზე ჩვენს მიწა-წყალს, როგორ საკუთარ ჯიბედ აქციეს ქვეყნის ბიუჯეტი და ა.შ.ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მოედანზე მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. მიტინგზე გამოვიდნენ ზვიად ძიძიგური, კოკო გამსახურდია, გოგა ხაინდრავა, ბიძინა გუჯაბიძე...ლევან ბერძენიშვილმა ამ მიტინგზე განაცხადა: საქართველო უნდათ გურიის გარეშე, საქართველო უნდათ ქართველი ხალხის გარეშე, მაღალი იდეალების, დემოკრატიის გარეშე. ვისთვის უნდათ ეს ქვეყანა? საქართველო ქართველი ხალხის გარეშე არ იქნება. ამიტომაც უნდა ვიბრძოლოთ მისთვის.ხელისუფლება ისე იყო მონდომებული~შიშის ფაქტორის გაძლერებაზე, რომ ოზურგეთში ყურძნის გასაყიდად ჩამოსული კახელი გლეხები დააკავეს და დააჯარიმეს (?!) ამას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მოჰყვა.რაიონულმა სასამართლომ მესამე დღეს გურჯაანელი გლეხი გიორგი ყორჩიშვილიგაამართლა~და `დაპატიმრებული~ყურძენი დაუბრუნა (?!) პირველ ნოემბერს ადგილობრივი მოსახლეობის და ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში გამგზავრებას აპირებდნენ. ხელისუფლების დავალებით საპატრულო პოლიცია მიკროავტობუსის მძღოლებს მათი გადაყვანის უფლებას არ აძლევდა. საღამოს ურეკის გზით ერთი ჯგუფი დაიძრა თბილისისკენ. იმ საღამოს გაზეთის მორიგ ნომერს ვამზადებდით და რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ტიფო მიქატაძეს დავურეკე იმის გასაგებად, თუ როგორ მგზავრობდნენ.საპატრულო პოლიციამ დაგვაკავა და თბილისის აქციას ვერ შევუერთდებითო, _ გვიპასუხა.გაზეთის გამოშვებას ვასრულებდით. რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზეთის თანამშრომლის, გია გოგოლაძის ვაზ-06~-ით შუაღამისას წავსულიყავით თბილისში. ამის შესახებ ტიფოს ვაცნობეთ. თითო ასე ;თავზეხელაღებული~ მძღოლი ტიფომ და ლელა ნაცვალაძემ იშოვნეს და სამი მსუბუქი ავტომანქანით თბილისისაკენ გავემგზავრეთ.გურიის ამ ;დელეგაციაში~იყვნენ სამი ჟურნალისტი (ჩვენს გარდა გაზეთ გურია ნიუსის~ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე) და რესპუბლიკური და კონსერვატორული პარტიების წევრები. თბილისში დილაადრიანად ჩავედით. რუსთაველზე გავედით. ათეულ ათასობით ადამიანი მოემართებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, დედაქალაქიდან. კავშირგაბმულობის სახლთან რამდენიმე ყვითელი ავტობუსი იდგა, რომელშიც ჩაფხუტებიანი, შეიარაღებული სპეცრაზმელები ისხდნენ. დაახლოებით ასორმოცდაათი ათასი იდგა მაშინ რუსთაველზე ცნობილი მოთხოვნებით. გურიის პატარა დელეგაცია იმ დიდი მუხტის ერთ-ერთი ნაპერწკალი იყო. ექვსში დილით აქციის ორგანიზატორებმა რეგიონების წარმომადგენლებს ადგილებზე დაბრუნება სთხოვეს. მათ ადგილებზე უნდა გაეგრძელებინათ აქციები. ისე, როგორც მთელს საქართველოში, გურიაშიც საპროტესტო აქციები გრძელდებოდა.7 ნოემბერს რესპუბლიკური პარტიის გურიის ორგანიზაციის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე 4 პიროვნებასთან ერთად მსუბუქი ავტომანაქანით თბილისისკენ მიემგზავრებოდა. ჩოხატაური-სამტრედიის გზაზე ჩოხატაურის პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმების~ მიზნით ისინი დააკავეს(?!)მგზავრებმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს ოზურგეთის სამხარეო ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრში, რის შემდეგაც 4 მგზავრი გაათავისუფლეს, ხოლო ტიფო მიქატაძე სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მოტივით~დააკავეს.ჩოხატაურის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ს. კიკვაძე), მას სახდელის ზომად ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა და ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ტიფო მიქატაძემ პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოაცხადა პატიმრობის დასრულებამდე.მის დაპატიმრებას საზოგადოების, ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა. ტიფო მიქატაძე მხოლოდ 5 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.* * * ტიფო მიქატაძე: _5 წელი გავიდა ნოემბრის ცნობილი აქციებიდან. თუმცა ეს ხუთი წელი ისე დატვირთული იყო მოვლენებით, სწრაფადაც გავიდა. ამ ხელისუფლებასთან სულ ასე დაძაბულ რეჟიმში ვიყავით ჩემს ოჯახთან, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად. ხომ ვიცი, ჟურნალისტებიც რა დღეში იყავით. იმის დავიწყება, რაც იყო, ის ვნებათაღელვა, ის ემოცია, ძალადობა ხელისუფლების მხრიდან, დაპირისპირება, საზოგადოების ორად გაყოფა, ამის წაშლა მეხსიერებიდან შეუძლებელია.ყველაზე დასამახსოვრებელი ის არის, რომ ეს იყო შედეგი, კულმინაცია საზოგადოების მხრიდან იმ პოლიტიკაზე, რასაც ნაციონალური მოძრაობა~ახორციელებდა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. პირველი აშკარა გამოხატულება თავისი ფორმების, მაშტაბების, ემოციით, მუხტით, თავისი ორგანიზებულობითაც ნოემბრის აქცია სერიოზული სკოლა იყო როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის.ნოემბრის აქციით დაიწყო ამ ხელისუფლების დასასრული. ოზურგეთში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს და ორგანიზაციებს ერთმანეთთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა. საერთო მიზნისთვის შეკრული და გაერთიანებული იყო არა მარტო პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ საზოგადოება და მედიასაშუალებებიც. კონსოლიდაცია და სოლიდარობის ხარისხი მაღალი იყო.რაც შეეხება ხელისუფლებას, მან ნიღაბი ჩამოიხსნა, ფასადური დემოკრატიის სამოსელი აეხადა და საზოგადოების წინაშე მთლიანად გაშიშვლდა. მის მიერ განხორციელებული ზეწოლები და ძალადობის ფაქტები მიუთითებდა ხელისუფლების რეალურ სახეზე. როგორც იცით, 2007 წლის 6 ნოემბერს ჩვენ დავბრუნდით იმიტომ, აქცია უნდა გაგრძელებულიყო რეგი-ონებში. ოზურგეთში პარალელურად აქციები გრძელდებოდა და მას ჩემი მეუღლე მარინა სუნგულია ხელმძღვანელობდა. 7-ში, როგორც კი აქციის დარბევის შესახებ გავიგეთ, თანამოაზრეებთან ერთად თბილისში გავემგზავრეთ. როგორც აღმოჩნდა, თურმე გვითვალთვალებდნენ და ჩოხატაური-სამტრედიის გზაზე ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლებმა დამაკავეს. პოლიციის ბოროტი დაუმორჩილებლობა დამაბრალეს, ცრუ მოწმეები მოიყვანეს და სიყალბეზე აგებული სასამართლო დაბა ჩოხატაურში ჩატარდა. ჩემი თანამოაზრეები გაათავისუფლეს, ხოლო მე ოზურგეთის იზოლატორში გადამიყვანეს. იზოლატორში მიყვანისთანავე მშრალი შიმშილობა გამოვაცხადე. რატომღაც მოწამვლის შიშიც მქონდა. იზოლატორიდან გავაკეთე განცხადება, რომ ეს იყო არაჰუმანური, დანაშაულებრივი რეჟიმი და საზოგადოებას მოვუწოდე გაეგრძელებინა ბრძოლა ამ რეჟიმის დასრულებამდე. ასევე განვაცხადე, რომ მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა გამოვხატავდე იმ ადამიანების აზრს, რომლებიც დემოკრატიისათვის, სამართლიანობისთვის იბრძვიან. გურიის საზოგადოება გამოირჩეოდა თავისი დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით, ამას რიგი ორგანიზაციების კვლევებიც ადასტურებს და მათ ეს დაამტკიცეს 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე, როდესაც მიუხედავად გაყალბებებისა, პრეზიდენტობის კანდიდატმა გურიაში ყველაზე ცოტა ხმები მიიღო, ეს იყო სხვა არჩევნებში და ამის ნათელი დადასტურება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები იყო. რაც შეეხება პოლიციის თემას, მაშინ გურიის პოლიციას ბესო გელენიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ზოტში განხორციელებული უაზრო `სპეცოპერაციით~დაამახსოვრა საზოგადოებას თავი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი საპატრულო პოლიციის უფროსი ცირდავა იყო. ცირდავამ დააკავა ურეკში 1 ნოემბერს თბილისში მიმავალი აქტივისტები, მაგრამ ასევე მახსოვს, როდესაც ჩოხატაურიდან ოზურგეთის იზოლატორში გადმოვყავდი პოლიციას, ისეთი არაბოროტი, ადამიანური განწყობა შევამჩნიე ჩემს მიმართ სხვა პოლიციელებისაგან განსხვავებით. გამიკვირდა, თან მესიამოვნა, რადგან იმ დროს პოლიცია ჩვენს მიმართ ძალიან აგრესიული იყო. * * * როგორც გახსოვთ, საქართველოს პრეზიდენტმა 7 ნოემბერს გამოსცა დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ. ეუთოს წარმომადგენელმა მიკლოშ ჰარადშიმ ტელეკომპანია იმედის~დახურვასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. მან ამასთანავე მედიას ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდა და ყურადღება გაამახვილა მედიის თვითრეგულაციის კოდექსის აუცილებლობაზე. ამასთანავე საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმძღვანელებმა, საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნეს მიმართვა ტელე და რადიო-კომპანია იმედის~დაუყონებლივ აღდგენის შესახებ. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში დაიწყო დიდი ზეწოლა გაზეთ ალიონზე.ალიონელი~ ჟურნალისტები ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებითშავ სიაში~ აღმოჩნდნენ. საინტერესო აზრი გამოთქვა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს საია-ს ოფისში გამართულ დისკუსიაზე ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე მარინა თოფურიამ: მივდივართ რევოლუციებამდე, რადგან გვაქვს დისკუსიების დეფიციტი.პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ოზურგეთში შეხვედრისას განაცხადა, რომ `არც ერთ კანდიდატს არ აქვს ისეთი რეიტინგი, რომ მას კონკურენცია გაუწიოს~ მაგრამ...გაზეთი ალიონი~ ცდილობდა დაბალანსებული მასალები დაებეჭდა და არჩევნებში მხარე არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გარკვეული ადამიანების ჯგუფმა მოახერხეს, რომ ალიონის~ დაბლოკვა ახალი ძალით გაეგრძელებინათ და უარი თქვეს მათთვის მიუღებელ გაზეთში მმართველი პარტიის რეკლამების განთავსებაზე. ეს კი იმას ნიშნავდა რომალიონს~ პრობლემები ექნებოდა.24 დეკემბრის ნომერში დაბეჭდილ ერთ-ერთ სტატიას რეაგირებაც~ მოჰყვა. საღამოს სამხარეო პოლიციიდან ნაცნობი ოფიცერი მოვიდა ჩემთან სახლში და მითხრა: -ბესო გელენიძესთან სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეო. წავყევი...ამით არ დამთავრებულა ჩემი დაბარებები. რამდენჯერმე დამიბარესთეთრი სახლის~III სართულზე გვიან ღამით. საუბრებს გარდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა, კუდის~მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ...ოპოზიციის მიერ გაზეთ ალიონში~გაკეთებული განაცხადი, რომ ხელისუფლება დიდი გაყალბებისათვის ემზადება~გამართლდა.ოზურგეთელთა ტრადიციულ გაზეთზე ზეწოლა არც გელენიძის წასვლის შემდეგ შეწყვეტილა. 2009 წლის 29 ივნისის ნომერში, გაზეთ ალიონში~ დაბეჭდილ სტატიას დაშინების პოლიტიკა განახლებული მეთოდით~ იმავე დღეს გაზეთის დაყადაღება მოჰყვა, ხოლო შემდეგ რამაზ ნიკოლაიშვილის ერთგული~ხალხი გაზეთს ნელ-ნელა აცლიდნენ არსებობის საშუალებას. ჩვენს საპროტესტო ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყოლია.არ მოგვცეს რეგიონული მედიის ურთიერთდახმარების ფონდში წარდგენილი პროექტის განხორციელების საშუალება; გვიბლოკავდნენ ინფორმაციებს; გაზეთ `ალიონში~ აიკრძალა საბიუჯეტო ორგანიზაციების განცხადებების გამოქვეყნება; საგანმანათლებლო დაწესებულელებში კარი დაუხურეს `ალიონის~დისტრიბუციას; ცალკეულ ბიზნესმენებს აუკრძალეს ამ გაზეთში რეკლამის განთავსება და ა.შ.
შარშან, ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილთან რეგიონული მედიის ჟურნალისტებთან ერთად შეხვედრის შემდეგ ალიონი~ საბოლოოდ დამკვიდრდა რამაზ ნიკოლაიშვილის ერთგულთა~გუნდის შავ~ სიაში. ეს ადამიანები არა მარტო გაზეთის რედაქტორს, არამედ ჩემს ოჯახსაც ებრძოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ რომ ჩვენ არსებობის საშუალება არ გვქონოდა.ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილი არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში დღემდე მოვედით. მოვედით ჩვენი ქვეყნის და ხალხის სიყვარულით, იმ ოზურგეთლების იმედით, რომლებიც მცირედით მაინც ცდილობდნენ ჩვენს მხარდაჭერას.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.