ჩემი გულისტკივილი, ანუ შეჩერდით ხალხნო! ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობის, ჯემალ კეჭაყმაძის გამოხმაურება ტელეკომპანია მე-9 არხის ერთი გადაცემის გამო.

დამატებულია: 2012-12-12
picture1

ჩემი გულისტკივილი, ანუ შეჩერდით ხალხნო! ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობის, ჯემალ კეჭაყმაძის გამოხმაურება ტელეკომპანია მე-9 არხის ერთი გადაცემის გამო. ჩემი გულისტკივილი, ანუ შეჩერდით ხალხნო! ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობის, ჯემალ კეჭაყმაძის გამოხმაურება ტელეკომპანია მე-9 არხის ერთი გადაცემის გამო.მე, როგორც მოქმედი მსახიობი, არ ვიქნები მართალი კაცი, რომ არ გამოვეხმაურო ტელეკომპანია მე-9 არხის ეთერით 29 ნოემბერს სატელევიზიო გადაცემას, რომელიც ჩვენი თეატრის კოლექტივის დამცირებას ისახავდა მიზნად. დარწმუნებული ვარ, ვინც ეს გადაცემა ნახა და ჩვენი თეატრის გულშემატკივარია, გაოგნებული დარჩა. ხოლო რაც შეეხება ჩემს პირად განწყობას, გეტყვით, რომ 73 წლის კაცი, რომელსაც უამრავი ქარტეხილი მაქვს გამოვლილი, კიდევ ერთხელ შეურაცხმყვეს, დამამცირეს და საგონებელში ჩამაგდეს. რამდენად საწყენია, რომ პირადი პიარისთვის დაუპირისპირდე კულტურის სფეროს ისეთ წარმომადგენელს, როგორიც ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის აღიარებული კოლექტივია. დღეს აქ მოღვაწეობს საქართველოს სახალხო არტისტი გაბრიელ მდინარაძე, დამსახურებული არტისტები ქალბატონი ზაირა თოთიბაძე, ომარ ურუშაძე, ნუგზარ ბარამიძე, კულტურის დამსახურებული მუშაკი იური ჯიჯიეშვილი და სხვები..დიახ, მოგმართავთ თქვენ, აღნიშნული სიუჟეტის შემქნელებს, როცა ამ სიუჟეტს ამზადებდით (სპექტაკლებს არ ესწრებით), ერთხელ მაინც თვალი გადაგევლოთ ამ თეატრის ისტორიისათვის, გაცნობოდით 150-წლიანი თეატრის განვლილ გზას, თეატრმცოდნეების და კრიტიკოსების უამრავ შეფასებებს და შემდეგ მოგემზადებინათ სიუჟეტი. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენ სხვა განწყობა გამოძრავებდათ. შევეცდები, მოკლედ გითხრათ: პირადად მე ამ თეატრში 1958 წელს მივედი და დღემდე იქ ვარ. ვამაყობ, რომ მსახიობი ვარ, მქონდა პატივი ისეთი ადამიანების, თეატრის კორიფეების გვერდით მემოღვაწა, როგორებიც იყვნენ, ბატონები: ევტროფი თალაკვაძე, ბეჟან ნაკაიძე, ქალბატონი ლამარა თურმანიძე, უამრავი ნიჭიერი თაობა და ერთ მუჭად შეკრული ნიჭიერი დასი. დიახ, ოზურგეთის თეატრი კულტურის ის კერაა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება და საყოველთაო აღიარება აქვს. 1989 წლის 9 აპრილის მომდევნო დღეებში, როცა გაზით მოწამლულთა სოლიდარობის ნიშნად საქართველოში საყოველთაო შიმშილობა დაიწყო, ოზურგეთის აქციაში თეატრის კიბეებზე სხვებთან ერთად თეატრის 11 თანამშრომელი შიმშილობდა. როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, ოზურგეთში შეიქმნა მოხალისეთა რაზმი, რომელშიც პირველები თეატრის თანამშრომლები გაერთიანდნენ. მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით. მიუხედავად ომისა, მუშაობისთვის რთული პირობებისა, თეატრი შემოქმედებითად მოღვაწეობდა, მაყურებლებს უჩვენებდა ეროვნულ დადგმებს. კერძოდ, `ჰე მამულო,~`იყვნენ ასეთი ბიჭები~და ა.შ. მაყურებლები ცივ დარბაზში ისხდნენ თბილად ჩაცმულები, ხოლო თეატრის სცენაზე იდგნენ ნახევრად შიშველი მსახიობები და თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. საწყენია, რომ თქვენ თეატრის შენობის მეტს ვერაფერს ხედავთ. არადა ეს შენობაც რომ ამაყად დგას, ესეც ამ თეატრის ხელმძღვანელების დამსახურებაა, რომლებიც თქვენ სამსჯავროზე გამოიტანეთ. ვინ მოთვლის, რამდენი ღამე გვაქვს განათენები, რომ შენობა გადაგვერჩინა. თქვენ ალბათ არ იცით, რომ თქვენს მიერ გაქილიკებულ თეატრის კოლექტივს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სცენაზე წარმოუდგენია ჩვენი რეგიონი და სრულიად საქართველო. რეჟისორ ვასილ ჩიგოგიძის მიერ დადგმული სპექტაკლი გამარჯობათ ხალხო, წარმოდგენილი იყო გერმანიაში, იტალიაში, უნგრეთში, ბულგარეთში, თურქეთში, იუგოსლავიაში, ყოფილი სსრკ-ს ბევრ ქალაქში, შორეულ ბამზეც კი. როცა სიუჟეტს ამზადებდით, იქნებ დაინტერესებულიყავით, რა პრობლემები გვაქვს, რას ვაპირებთ. ნუთუ ზოგისთვის თეატრი მაშინ ხდება საჭირო, როცა თავყრილობები აქვთ? იქნებ მოგვეყოლა, როგორ ვახერხებდით სიბნელეში, გაყინულ სცენაზე თამაშს, როცა ბოლო პერიოდამდე მსახიობის ხელფასი 30 ლარს შეადგენდა და ა.შ. თეატრის დასი ასე ქმნიდა ქართული თეატრის ისტორიას... იქნებ მითხრათ, რას ნიშნავს თქვენი ნათქვამი, ოზურგეთის თეატრი თურმე ერთი ნავიდან მეორე ნავში ხტებაო.~მიუხედავად იმისა, რომ თეატრში 50 თანამშრომლიდან რამდენიმე შეიძლება სხვაგვარად ფიქრობდეს, ამით როგორ უნდა შეაფასო მთელი კოლექტივი? ჩემის აზრით, ჩვენი თეატრის წევრებს არცერთ გამოხმაურებაში ქვეყანა არ მიუტოვებია. ჩვენ 2007 წლის ნოემბრის აქციებშიც ვმონაწილეობდით და 2011 წლის მაისის აქციებშიც. ქართული ოცნების~მხარდასაჭერად არაერთ აქციაში მივიღეთ მონაწილეობა ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში. ოზურგეთლებმა იციან, ვის მისცა ხმა ოზურგეთის თეატრის კოლექტივმა. არა მარტო ჩვენ, იმ ადამიანებმაც, რომლებიც დაშინებით მიჰყავდათ ნაც-აქციებზე, იმათგან უმრავლესობამ ხმა ქართულ ოცნებას~ მისცა. შედეგიც სახეზეა, ხელისუფლებაში მოვიდა ის ძალა, რომელმაც ქვეყანა იხსნა დიდი განსაცდელისაგან. ჩვენს თეატრს ნიჭიერი მსახიობი და გონიერი მმართველი ზაზა ჯინჭარაძე უდგას სათავეში. მას გვერდით უდგას გამოცდილი სამხატვრო ხელმძღვანელი ოთარ კუტალაძე. იმას, რომ თქვენ მომზადებულ სიუჟეტში იხსენებთ კალანდობის~ სცენას ცხემლისხიდში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვინდოდა თუ არ გვინდოდა, იქ მყოფი მსახიობები თავიანთ პროფესიას ემსახურებოდნენ. შეიძლება სულაც არ გვაინტერესებდა ამა თუ იმ ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ ეს ხვალინდელ დღეს არ წყვეტდა. თუნდაც, ბატონი ზაზას დამოკიდებულება სერიალებთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ თუ ვინმეს უფლება ჰქონდა ხელისუფლებასთან ეთანამშროლა, ეს გახლდათ თეატრის მმართველი. რატომ? იმიტომ, რომ რომ არა ბატონი ზაზას გამჭრიახობა, დღეს არათუ დასი, თეატრის შენობაც არ გვექნებოდა. მოგმართავთ ყველას, ჟურნალისტი იქნება თუ ოპერატორი, შეჩერდით ხალხნო, ბოლოს და ბოლოს ერთხელ და სამუდამოდ მოეფერეთ იმ პროფესიონალ ადამიანებს, ვინც თეატრის სახეს წარმოაჩენს: უხელფასო, შეციებული, სანახევროდ ჩაცმულ-დახურული, მშიერ-მაძღარი თეტრის დასი.ვაცხადებ, რომ თეატრის თანამშრომელთა უმრავლესობა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, მხარს უჭერს მას. მადლობა უფალს, ეს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმაც დაადასტურა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა განვითარდეს ქართული ხელოვნება და სრულიად საქართველო.ჯემალ კეჭაყმაძე.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.