ხელოვნებაში განფენილი სამყარო

დამატებულია: 2012-12-31
picture1

ხელოვნებაში განფენილი სამყარო' ხელოვნებაში განფენილი სამყარო მხატვარ გიორგი კალანდაძის მანუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრ_ სურათების გალერეაში მიმდინარე წლის 25 დეკემბერს გაიხსნა. ახალგაზრდა მხატვრი სხვადასხვა თემატიკით 50-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრით წარსდგა საზოგადოების წინაშე და მათი ინტერესი და მოწონებაც დაიმსახურა.უკიდეგანო სამყაროს შენივთებული ადამიანი _ დროის მდინარებისგან მკაცრად ხელდასმული, ამ მდინარებაში ჩაკარგული ვნება, სევდა, ტკივილი, მოლოდინი, ფიქრებში ჩაძირული სიყვარული - ეს მისი შემოქმედებაა. გამოფენა ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ გახსნა. საინტერესო ნახატებია წარმოდგენილი, განსაკუთრებით მომხიბლა გიორგის გრაფიკული ნამუშე-ვრების სისადავემ. აქ ფერწერაშიც - გრაფიკა იგრძნობა. ცხოვრებისეული თემები, სამყაროსთან ურთ-იერთობა, ალეგორიები, ეს არის ძიების პროცესში მყოფი ადამიანი. ავთანდილ თავართქილაძე, სურათების გალერეის დირექტორი: პერსონალური გამოფენის სურვილი ბევრ მხატვარს გააჩნია, მაგრამ მხოლოდ სურვილი არ ნიშნავს წარსდეგე საზოგადოების წინაშე. გიორგის მე თავად შევთავაზე ამ გამოფენის მოწყობა, რადგან მას აქვს თავისი ხედვა, კომპოზიციები, ფერთა გამა. ძალიან პოეტურია და ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს თავის შემოქმედებაში. გიორგი გაწევრიანდება ჩვენს კავშირში და საინტერესო იქნება რას შემოგვთავაზებს მომავალში. ახალგაზრდა ხელოვანს წარმატებები მიულოცეს და შემოქმედებითი წინსვლა უსურვეს, გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე თამაზ დარჩიამ, მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა მაია თანდილაშვილმა; #4 საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ კალანდაძემ, მასწავლებელმა რებეკა გოგიბერიძემ. გიორგი კალანდაძემ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლობდა ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში. სწავლა განაგრძო ბათუმის ნიკო კანდელაკის სახელობის კოლეჯში. დამ-თა-ვრების შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. საამხატვრო სკოლაში მისი მასწავლებელი ვახტანგ მამეიშვილი და ავთანდილ თავართქილაძე გახლდათ. გიორგის ხატვის ნიჭი მამის, გოჩა კალანდაძისგან დაჰყოლია. ახალგაზრდა ხელოვანი გარდა ფერწერისა და გრაფიკისა, ხეზე კვეთის ხელოვნებაშიც სინჯავს თავის შესაძლებლობებს. ამბობს, რომ მისი ცხოვრების გზა ხელოვნებას უკავშირდება და ამ გზიდან გადახვევასაც არ აპირებს.აღზრდილის წარმატებებით განსაკუთრებით გახარებული გახლდათ ხატვის პედაგოგი ვახტანგ მამეიშვილი . გიორგი ჩვეულებრივი მოსწავლე იყო. მიხარია, რომ ასეთი მრავალფეროვანი შემოქმედებით წარსდგა დღეს საზოგადოების წინაშე. მის ნახატებში კარგადაა გადმოცემული ის ფსიქოლოგიური განცდები, რაც სტკივა, რასაც ფიქრობს. კარგა ხანია არ მინახავს ასეთი ინდივიდუალური ხედვა და გულიდან ამოსული სათქმელი. მართალი გითხრათ არ ველოდი. ყველა ნახატი სიურიალუისტური ფილოსოფიითაა დატვირთული და სხვადასხვა კომპოზიციას წარმოადგენს. მართალია, მას მეტი დახვეწა სჭირდება ფერებში, მაგრამ მჯერა, ამას შესძლებს და კიდევ უფრო საინტერესო ნამუშევრებს შემოგვთავაზებს. მხატვარი არ არის ის, ვინც მხოლოდ ხატავს, მთავარია მან თავისი გულიდან ამოსული სათქმელი მნახველთან მიიტანოს. გიორგიმ ეს შესძლო. გიორგი კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა გალერეაში 10 დღეს გასტანს.ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.