დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გინესის (მსოფლიოს) მრავალგზის რეკორდსმენმა გოდერძი მახარაძემ, ქ. ოზურგეთში, „ჭადრების“ ბაღში ერთდროულად გინესის 5 ახალი რეკორდი დაამყარა.
თავდაპირველად მან ბურთის თავით კენწვლის არსებული რეკორდი ( 30 წამში _100 აკენწვლა) გააუმჯობესა და 113-ჯერ აკენწლა ბურთი; მომდევნო რეკორდიც ბურთის თავით აკენწვლის (5 წუთში _838) გააუმჯობესა და 990-ჯერ აკენწლა;
მესამე რეკორდიც თავით ბურთის კენწვლაში გალდათ: (10 წუთში _1730). მან ამჯერად 1758-ჯერ აკენწლა ბურთი;
მე-4 რეკორდი კი კვლავ თავით ბურთის კენწვლა იყო. 30 წუთში არსებული 4000 აკენწვლის ნაცვლად მან 4160-ჯერ აკენწლა ბურთი; მე-5 რეკორდი ბურთის ფეხით კენწვლა (გაუნძრევლად) 1 საათსა და 18 წამში იყო. გოდერძი მახარაძეს კი ბურთი 1 საათსა 38 წამი არ ჩამოვარდნია.
გინესის (მსოფლიო) რეკორდის დამყარების პროცესს კომპენტენტური ჟიური აკვირდებოდა.