დღეს, ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მერის შესაძლო იმპიჩმენტის და საკრებულოს თავმჯდომარის შესაძლო გადაყენების სამზადისთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტაცია, საწრაფოდ თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში დაიბარეს. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ალიონი“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:
_ბატონო მერაბ, საუბრობენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები თბილისში მიემგზავრებიან, პარტიის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. თქვენ, როგორც ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე რას იტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?
_ გეტყვით, რომ პარტია \\\\\\\"ქართული ოცნების\\\\\\\" ცენტრალურ ოფისში დაგეგმილია რიგითი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები.
_ ბატონო მერაბ, ასევე საუბრობენ, რომ თბილისში დეპუტატების წაყვანა მერის იმპიჩმენტს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას უკავშირდება. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
_როგორც მოგახსენეთ ეს არის რიგითი სამუშაო შეხვედრა. არავის იმპიჩმენტი და არც გადაყენება არ იგეგმება. ჩემთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი.