ოზურგეთელი მძლეოსანი სოფო შათირიშვილი აზერბაიჯანის ღია ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მფლობელი გახდა.

დამატებულია: 2018-06-02
picture1

ახალგაზრდა მძლეოსანთა გუნდების შეხვედრა წელს ბაქოში გაიმართა. შეჯიბრში საქართველოს მძლეოსანთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდიც ასპარეზობდა.

მათ შორის იყო ოზურგეთელი სოფო შათირიშვილი(მწ კოტრიკაძე, მინდაძე). პირველობისთვის ბრძოლაში მან ბირთვის კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა . ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალიც მოიპოვა. ,,სოფოს მიღწევები მისი დაუღალავი შრომის შედეგია. ვულოცავ და სპორტულ ასპარეზზე შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.

სოფო შათირიშვილი ახალგაზრდა მძლეოსნების ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელია და ის 7 ივნისს ლიტხენშტაინში იბრძოლებს გამარჯვებისთვის“ განაცხადა მარინე კონტრიძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.