თუ ხართ ოზურგეთში რეგისტრირებული ამომრჩეველი, გაქვთ იდეა, ინიციატივა და გსურთ მიმართოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, გამოიყენეთ ელექტრონული პეტიცია. ელექტრონული პეტიცია ოზურგეთის საკრებულომ სწორედ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით დანერგა.
ელექტრონული პეტიციით სარგებლობა მარტივია. ისარგებლეთ მუნიციპალიტეტის ვებ-გევრდით http://oz.gov.ge , მარჯვენა კუთხეში იპოვით ელექტრონული პეტიციის პანელს, შემდეგ მიჰყევით ინსტრუქციას.
თქვენს მიერ ელექტრონული პეტიციის სახით წარმოდგენილ ინიციატივებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ელექტრონული პეტციის გამოყენები სგააქტიურების მიზნით, ელექტრონული პეტიციის წარდგენის შემთხვევაში რეგისტრირებულ ამომრჩველთა რაოდენობის 1% -0,5% -მდეშეამცირა. იაქტიურედ, პეტიცია ეს არის ხალხის ხმა თვითმმართველობაში!