წლებია, რაც პრომლების განხილვა და მოგვარების გზების ძიება ხდება. მიუხედავად ამისა, რეალობა არ იცვლება. ისევ ბევრი მიუსაფარი, დავადებული ძაღლი ქუჩებში, ისევ შეშინებული მოქალაქეები.
მიუსაფარ ცხოველებზე მეთვალყურეობას ა(ა)იპი ,, ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების ცენტრი\" ახორციელებს, რომელსაც არენდით აქვს აღებული ინდ. მეწარმე გიორგი მაღლაფერიძის ძაღლთა თავშესაფარი, სადაც დროებით, აყვანიდან შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებამდე, უვლიან ცხოველებს.
ა(ა)იპი ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების ცენტრის უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა იზოლაციის განყოფილების სპეციალისტი, გიორგი მაღლაფერიძე: _ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ძირითადად შეტყობინებების, წერილების საფუძველზე გავდივართ ცხელ წერტილებში. გეგმიურად ყოველ 2-3 დღეში ხდება შემოვლა.
_როგორ უნდა დაგიკავშირდეთ სურვილის შემთხვევაში მოქალაქე რომ მოხდეს რეაგირება?
_უნდა მოგვმართონ წერილობით, ოფიციალურად. პიროვნების გამოძახილზე ჩვენ ვერ დავდივართ. რა რის გამონაკლისი შემთხვევებიც თუ მოქალაქე დაგვირეკავს და აუცილებლობაა გავდივართ. მაგალითად, ამ წუთებში ძაღლი ყოფილა ,,ბასეინში\" ჩავარდნილი და ვეღარ ამოდის.
_ რა ღონისძიებების გატარება ხდება ძაღლის აყვანის შემდეგ?
დაჭერის შემდეგ გადაგვყავს თავშესაფარში, და ვეტერინარულ ზედამხედველობაზე ვაყენებთ. შემდეგ ტარდება ვეტერინარული ღონისძიებები, მამრობითი სქესის შემთხვევაში კასტრაცია, მდერობითის შემთხვევაში სტერილიზაცია. ვაბნევთ ნომრებს. ვცრით ცოფზე (აღრიცხვა გვაქვს და ყოელწლიურად ხდება მათი ვაქცინაცია). ამის შემდეგ ვაბრუნებთ ბუნებრივ ვოლიერში. უკან არ ვაბრუნებთ მხოლოდ განსაკუთრებით ავი ან ავადმყოფ, მომაკვდავ ცხოველს. ძაღლი აყვანის ადგილზე უნდა გავუშვათ ყოველ მიზეზ გარეშე, რომ არ დაიბნეს და ნახოს მიკედლებული ადგილი.
_ რამდენ ხანს აჩერებთ თქვენთან, როგორი პირობებია თავშესაფარში?
_ ჩვენთან რჩება დაახლოებით ერთი კვირა, ათი დღე, გააჩნია რა ღონისძიებებია გასატარებელი. ჩემი თავის ქებას ვერ დავიწყებ, სხვები როგორც ამბობენ ევროკავშირის სტანდარტებთან ძალიან შორს ვართ, მაგრამ ნელ-ნელა ვუახლოვდებით. განყოფილებაში 4 კაცი ვმუშაობთ. მოვლის პირობები დამაკმაყოფილებელია. ვაჭმევთ, ,პედიგრს\", პურსაც ვახმართ.
_დაჭერა ისევ ძველებური მეთოდებით ხდება?
_არავითარი ძველებური მეთოდები.ჰ ჰუმანურად, ვანარკოზებთ, რომ გაითიშება ამის შემდეგ აგვყავს.
_რამდენ ძაღლს იტევს თქვენი თავშესაფარი?
_ 100-ის ადგილი გვაქვს. მაგრამ ცხოველებ ჩვენთან დიდხანს არ ვაჩერებთ, თან ახლა მშენებლობაც მიმდინარეობს, რომ გავფართოვდეთ.
_ადრე მეპატრონის სურვილის შემთხვევაში სახლებიდანაც მიგყავდათ ცხოველები, ახლა?
_ სახლებიდან ძაღლების წაყვანა კატეგორიულად აკრძალულია. აგვიკრძალა ცხოველთა დაცვის ფედერაციამ. მარტო გამოუვალ მდგომარეობაში მოგვყავს, მაგალითად თუ მომაკვდავია და ვერ პატრონობენ, თორემ საღსალამათი და ჯანმრთელი ძაღლის წამოყვანის უფლება არ გვაქვს. მკაცრად ვართ გაფრთხილებული.
პ.ს. გიორგი მაღლაფერიძეს ,,ტერიტორიის დაცვას მაწანწალა ძაღლებისგან\" უკვე ბევრი წელია ცდილობს. ოზურგეთის გარდა მას, როგორც ინდ. მეწარმეს, ხელშეკრულებები დაახლოებით 12 მუნიციპალიტეტთან აქვს გაფორმებული.