ინტერვიუ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული სამსახურის უფროს ლაშა ავალიანთან
_ ბატონო ლაშა, რეგიონის მოსახლეობას აინტერესებს იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც საქონლის სადგომების, ასევე როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა ცხოველების სავალდებულო რეგისტრაციას ეხება...
_ მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან საქართველოში დავიწყეთ მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია . უშუალოდ პროცესი იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:
პირველი, ეს არის სადგომების, მარტივად რომ ვთქვათ, ფერმების რეგისტრაცია. იმისათვის, რომ დაავადებებზე განხორციელდეს სრულყოფილი კონტროლი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად დგას ეს ცხოველები. თუ გარკვეული რისკები იქნება დაავადებებისა, რომ მას ესა თუ ის ვაქცინაცია ექნება ჩასატარებელი, ვიცოდეთ სად არიან ცხოველები.
რას მოიცავს სადგომების რეგისტრაცია? ფიქსირდება სად არის სადგომები, ვინ არის ამ სადგომის მფლობელი, რომ საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდეთ ამ ადამიანს. ასევე, უშუალოდ სადგომში არსებული ცხოველების იდენტიფიკაცია. ადრე იყო, ამბობდნენ ხოლმე, `შავი ძროხა~, ` თეთრი ძროხა~.. როდესაც ლაბორატორიაში ნიმუში მიგვქონდა ძალიან ძნელი იყო დაგვედგინა, რომელი ცხოველი იყო ჯანმრთელი, რომელს ჰქონდა დაავადება. ამის აღმოსაფხვრელად დავიწყეთ საყურე ნიშნების დამაგრება, რომელზეც არის როგორც ჩვენი, ადამიანების შემთხვევაში პირადი ნომერი, ასევე ინდივიდუალური ნომერი, რომელიც სხვა ცხოველზე არ მეორდება. ამ ნომრის საშუალებით შესაძლებელია მიკვლევა. 2012 წლის შემდეგ იდენტიფიკაცია _ რეგისტრაცია დავიწყეთ წვრილფეხა ცხოველზეც. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია უკვე მეორე წელია გვეხმარება, რომ ევროპასთან შესაბამისობაში მყოფი ელექტრონული ბაზა შევქმნათ.
ჩვენ 2014 წლიდან გარკვეული დროებითი ბაზა გვქონდა მარტივი შასაძლებლობებით, ნოემბრის ბოლომდე ბაზის შექმნა დასრულდება და ძალიან ბევრი ფუნქცია დაემატება მას: ცხოველის სტატუსი და ა.შ. რატომ არის ეს კარგი მოსახლეობისთვის? ვაქცინაციები, რომელიც ჩაუტარდება ცხოველს, თუ ლაბორატორიული კვლევების ყველა მონაცემი გროვდება ბაზაში. თუ მფლობელს სურვილი ექნება თავის ცხოველზე მიიღოს ინფორმაცია ან მაგალითად გაყიდვის მიზნით ან სხვა მას შეუძლია მიმართოს სააგენტოს, ამოიღოს ყველა მონაცემი. ცხოველები ბოლო 3-5 წლის განმავლობაში რეგულარულად იცრებოდა თურქულზე, აქვს ჩატარებული ბრუცელიოზის გამოკვლევები და ცხოველი არის ჯანმრთელი. ყველა ეს მონაცემი მის ცხოველს ფასს მატებს იმასთან შედარებით, რომელსაც არ აქვს საყურე ნიშანი და თავისათავად არავინ არ იცის ეს ცხოველი იყო ვაქცინირებული, არის თუ არა დაავადებული და ა.შ.
_ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება, თუ კონფიდენციალობა იქნება დაცული, რადგან არსებობს ფერმერთა შემოსავლის დათვლის რისკი, მათ ეშინიათ ამის გამო სოციალური დახმარებების მოხსნის, ფერმერთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ სახელმწიფო მათ დამატებით გადასახადებს დააკისრებს…..
_ თავიდან როცა ეს ყველაფერი დავიწყეთ, ძალიან ბევრი ფერმერი სკეპტიკურად შეხვდა და ფიქრობდა რომ ამას გადასახადები მოყვებოდა, მაგრამ ამ პერიოდში ყველა დარწმუნდა რომ ეს არანაირ გადასახადებთან არ არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, სურსათის ეროვნული სააგენტო უფასო ვაქცინაციებს აკეთებს სახელმწიფო ბიუჯეტით და ძალიან ძნელი იყი გამოგვეყვანა საჭირო რაოდენობა ამა თუ იმ ვაქცინის, იმიტომ, რომ ცხოველების ზუსტი რაოდენობა არ ვიცოდით. ამიტომ უცხოელმა ექსპერტება გვირჩია, რომ მთავარია დავიწყოთ იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. კარგი ბაზა გვქონდეს როგორც ფერმერების ასევე ცხოველების. იმიტომ, რომ ჩვენ კი ვავრცელებთ ინფორმაციებს მედიით, მაგრამ როცა თითოეული მათგანის ადგილსამყოფელი გვეცოდინება, უფრო სპეციფიკური ინფორმაციის მიწოდებაც შეგვიძლია.
ბოლო ორი წელია, უკვე ორივე ყურზე ვაკეთებთ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა. მხოლოდ ერთ ყურზე რომ დავადოთ ნიშანი, შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო დაკარგოს. არის შემთხვევები, გაივლის ბუჩქებში, ჯაგებში, გამოედება საყურე და შეიძლება მოძვრეს. ამ შემთხვევაში მთელი ინფორმაცია წყალში ჩაიყრება. ხოლო, როცა ორ ყურზე აქვს, ერთიც რომ დაკარგოს, მეორით შესაძლებელი იქნება ინფორმაცია შევინარჩუნოთ. თუ ცხოველი მაინც დაკარგავს, აუცილებლად უნდა მიმართოს მფლობელმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მოიხსნება მეორე საყურე ნიშანიც დაემაგრება ახალი და მონაცემები გადავა ბაზაში.
ეს ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი კითხვაა, რომ ფერმერებმა გაათვითცნობირონ, რომ ეს მონაცემი არ არის საჯარო და მისი ამოღება მხოლოდ შსს-ს შეუძლია. ჩვენ ინფორმაციას არ ვაძლევთ არავის, _ ვთქვათ ბანკებს. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი _ სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზას აწარმოებს მხოლოდ ვეტერინარული მიზნებისთვის. იქ იწერება ცხოველის მფლობელი და არა ცხოველის მესაკუთრე, იმიტომ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარს არ შეუძლია დაადასტუროს ეს ცხოველი ვის კუთვნილებაშია. ჩვენ როცა მივდივართ, ხანდახან არის შემთხვევა, რომ მწყემსი გვხვდება მხოლოდ. იმ მწყემსზე იწერება ეს ცხოველები, რომ საჭიროების შემთხვევაში მას მივმართო. მესაკუთრის დადგენის სამართლებრივი საფუძლელი არ გვაქვს. ვამბობთ რომ ამ პერიოდში, ამ კონკრეტულ მომენტში ცხოველებზე პასუხისმგენელი პირი არის ესა და ეს ადამიანი. ეს, თუ რამე დასჭირდა ამ ცხოველებთან მიმართებაში, მე უნდა მივმართო ამ ადამიანს. შესაბამისად ვერცერთი სხვა სტრუქტურა ამას ვერ გამოიყენებს. არის შემთხვევა, რამდენიმე ადამიანის ცხოველებს მიაბარებენ ერთ ადამიანს. ჩვენ როცა მივდივართ, ცხოველთან ვინც დაგვხვდება, იმ ადამიანს ვწერთ ბაზაში. აქედან გამომდინარე, ადამიანებს არ უნდა შეეშენდეთ, რომ ცხოველი ბაზაში მოხვდა. ეს არანაირად არ ნიშნავს საკუთრების დადასტურებას.არის შემთხვევები, რომ მალავენ, ხუთი ცხოველი ყავთ და სამს გვაჩვენებენ. კიდევ ვიმეორებ, არანაირად ეს არ არის დაკავშირებული სოციალურ დახმარებასთან.
_ რა სახის დაავადებებს არეგულირებს დღეს სახელმწიფო და რა რისკები არსებობს გურიის რეგიონში `თურქულის,~ `ჯილეხის,~ `ცოფის~ და სხვა დაავადებების გავრცელებისათვის..
_ დაავადებები, რომლებიც არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (მაგ. `თურქული~, `ჯილეხი~, ` ცოფი~ და სხვა), რომლებიც როგორც ცხოველისთვის, ასევე ადამიანისთვისაც მნიშვნელოვანია.
გურიის რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადება `თურქული~, მოსახლეობა უკვე კარგა ხანია ვერ ხედავს ამ დაავადებას. ჩვენი ერთბლივი ძალებით, მოსახლეობასთან თანამშომლობით, შევძელით დაგვემარცხებინა ეს დაავადება რეგიონში. თუმცა პრობლემაა ის, რომ რადგან ფერმერები ვეღარ ხედავენ ამ დაავადებას, ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ. იძახიან: _ რაღად უნდა ვაქცინაცია, დაავადება აღარ არის სოფელშიო. მაგრამ ამ დაავადების დიდი აფეთქებები არის ჩვენს მეზობელ თურქეთში, საიდანაც შეიძლება ძალიან ადვილად _ ქარის საშუალებითაც კი გადმოდის მოკლე დისტანციაზე. მით უმეტეს გურიის და ახლო რეგიონების საქონელი პირდაპირ საზღვარზე ძოვს. ზოგჯერ ირევიან კიდეც ერთმანეთში. მაგალითად, აჭარის მოსახლეობის საქონელი გურიის მთებში გადადის, რაც ძალიან დიდი რისკის მატარებელია.
ამიტომ, დღეს რომ ვერ ვხედავთ დაავადებას, პრევენციული ვაქცინაცია არ უნდა დავიზაროთ. `ჯილეხი~ აქ ნაკლებად პრობლემურია, რამდენიმე სოფელია, სადაც პროფილაქტიკურად ვატარებთ ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. პPირუტყვი ნაკლებია გურიის რეგიონში, აქ დიდი პრობლემები არ არის. აუცილებლადუნდა გამოვყოთ `ბრუცელოზი~ . ძალიან აქტიურად დავიწყეთ `ბრუცელოზის საპროფილაქტიკო ღონისძიებები. პრობლემა კარგად გააცნობიერა გურიის მოსახლეობამ და მასიურად მოხდა ცხოველების გამოკვლევა. მოიშორეს დაავადებული საქონელი, რომელიც სხვა ცხოველებს და ადამიანებს აავადებდა . უკვე დავიწყეთ `ბრუცელოზის~ საწინააღმდეგო ვაქცინაცია . ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ რამდენიმე წელში მოსახლეობასთან თანამშრომლობით კარგ შედეგებს მივიღებთ.
რაც შეეხება `ცოფს~, 2-3 წლის წინ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ძალიან მასიური ღონისძიებები განახორციელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ჩაატარა როგორც მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია, ასვე ძაღლების და კატების ვაქცინაცია და ეს პრობლემა გურიაში დღის წესრიგში არ დგას. ყოველთვის ვახორციელებთ უფასო ვაქცინაციებს, ამაში უნდა ჩაერთოს მოსახლეობა, რადგან ეს დაავადებები მოგონილი არაა და ყველა დაავადება არის რისკის მატარებელი უშუალოდ იმ ტერიტორიისთვის, სადაც ჩვენ რეგიონული მიდგომა გვაქვს. ჩვენ ტყუილად არ შევდივართ ვაქცინაციით რომელსაც არ საჭიროებს რეგიონი. ჯერ კიდევ ბევრია გარეული ცხოველები, განსაკუთრებით ტურა ჩაის ტერიტორიებზე, ტყეში. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში არის რისკი ცოფის დაფიქსირების. .ახლა ხდება შინაური ძაღლებისა და კატების აცრა. გვქონდა შემთხვევები, გვეუბნებოდენ, ჩემს ძაღლს არ უნდა, სახლში მყავს დაბმული და ა.შ. განსაკუთრებული რისკის ქვეს არიან ძაღლები. მოგეხსენებათ, ჩვენთან ძაღლები არ არიან შემოსაზღვრულ ტერიტორიებზე, გადადიან სხა სოფლებში, ხვდებიან გარეულ ცხოველებს. ასე დიდი შანსია `ცოფით~ დაავადდნენ. მიტომ მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
_ როგორია დღეს სასაკლაოებზე სახელმწიფო ვეტერინარიის კონტროლი..
_ რამდენიმე წლის წინ სასაკლაოები საერთო არ არსებობდა ქვეყანაში, თუმცა დაიწყო სახელმწიფომ ამ საკითხზე ზრუნვა. დღეს უკვე ასზე მეტი სასაკლაო გვაქვს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც სრულად ფარავს ქვეყანას და მე თუ მკითხავთ, მეტიც არის. რა არის უშუალოდ სასაკლაო? ეს არ არის უბრალოდ ტერიტორია, სადაც სუფთად მოხდება ცხოველის დაკვლა. ყველაზე მთავარია, რომ სასაკლაოებზე ხორციელდება ვეტერინალური კონტროლი. ნუ თითოეულ ამ სასაკლაოებზე არის სახელმწიფო წარმომადგენელი, რომლის გარეშეც უბრალოდ დაკვლა ვერ მოხდება. ანუ ყველა დაავადებაზე, რომელიც ადამიანისთვის შეიძლება იყოს სახიფათო ხორციელდება კონტროლი. როცა ვეტერინარი ცოცხალ ცხოველსაც დააკვვირდა, დაკვლის შემდეგ ორგანოებზე დაკვირვებით გამორიცხა საშიში დაავადებები, (ღორის შემთხვევაში ასევე ჩაატარა მიკროსკოპული დაკვირვება), ჩვენ უკვე დარწმუნებული ვართ, რომ დაავადებული ცხოველი ვერ გავა ბაზარზე.
საწინააღმდეგო მდგომარეობაა გარე ვაჭრობა, რომელიც დღეის რეგულაციით არის აკრძალული. სამწუხაროდ სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ აკონტროლებს გარე ვაჭრობას, მის პასუხისმგებლობას ცილდება. ხორცი, რომელიც გარეთაა ჩამოკიდებული, არააქვს შესაბამისი მოწმობები, რომ სასაკლაოზეა დაკლული, ასეთი ხორცის კონტროლი არ ხორციელდება. შესაბამისად, არის დიდი რისკი, რომ ამ ხორცის მიღებით ადამიანი დაავადდეს. როცა მივდივართ ასეთი მაღალი რისკის შემცველ პროდუქტის შესაძენად, აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ არის სასაკლაოზე დაკლული, რაც ნიშნავს, რომ აქვს ე.წ ფორმა #2, ან დოკუმენტი, რომელიც მიყვება ტრანსპორტირების დროს.
ასევე მნიშვნელოვანია, ხორცი იყოს შესაბამის ტემპერატურულ პირობებში, ანუ უნდა იყოს მაცივარში და არა ქუჩაში დადებული. მხოლოდ სასაკლაოზე დაკვლა არაფერს ნიშნავს თუ შემდეგ დაბინძურდა, აქედანაც შეიძლება ბევრი დაავადების გავრცელება მოხდეს.