„ჩვენ უნდა გვქონდეს ხელთ კომპეტენტური სამსახურების შეფასებები“

დამატებულია: 2018-07-09
picture1

სოფელ დვაბზუში შპს „new road“-ის მობილური ტიპის ასფალტის ქარხანა და სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-დამხარისხებელი საწარმო გაიხსნა, რომლის მაქსიმალური წარმადობა საათში 150 ტონა ასფალტია, ხოლო ინერტული მასალების სამსხვრევ-დამხარისხებელი დანადგარის წარმადობა _ 130 ტონა. ახალი საწარმოში 44 ადამიანი დასაქმდა იგი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონს ემსახურება. ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი სიხარულით შეხვდა ახალი სამუშაო ადგილების შექნას, ხოლო ნაწილი კი ფიქრობს, საწარმო სიკეთესთან ერთად მიმდებარე სოფლის მოსახლეობას ეკოლოგიურ პრობლემებს მოუტანს და ხელს შეუშლის ტურიზმის განვითარებას. გაზეთი „ალიონი“ გასულ კვირაში სწავლობდა ამ თემას.

გაზეთ „ალიონის“ რედაქციას სოფელ დვაბზუს, ცხემლისხიდის და ფამფალეთის სათათბიროს წევრების სახელით სოფელ გაღმა დვაბზუს სკოლის პედაგოგმა ლალი ბასილაშვილმა განცხადებით მომართა: „სოფელ გაღმა დვაბზუს ტერიტორიაზე საზოგადოებასთან შეუთანხმლებლად, უნებართვოდ აამუშავეს ქვის სამტვრევი და ასფალტის ქარხანა, რამაც სოფლის მცხოვრებლების სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. მსგავსი საწარმო (ასფალტის კუსტარული ქარხანა) წლების წინ მუშაობდა მდინარე ნატანების კალაპოტში დვაბზუ-მელექედურის საზ ღვართან, რაც ეკოლოგიურად მიუღებელი აღმოჩნდა მოსახლეობისათვის. ახალი ქარხნის ტერიტორიას ახლო მანძილით ესაზღვრება მელექედურის, დვაბზუს, ბაღდადის, ცხემლისხიდის მოსახლეობა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი საწარმოო ზონად გამოყენება დაუშვებელია. ასფალტის წარმოების პროცესში გამოიყოფა ნახშირწყალბადის მომწამვლელი გაზები _აზოტის დიოქსიდი, ნახშირორჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის დიოქსიდი და სხვა, რაც ზღვრული დასაშვები ნორმის ფარგლებშიც კი იწვევს ფილტვების დაავადებას, ზედა სასუნთქი ორგანოების დაზიანებას, კერძოდ ბრონქიტს, პნევმონიას, ასფიქსიას, თვალების გაღიზიანებს, თავის ტკივილს, ჰემოგლობინის ვარდნას, სასუნთქი გზების ანთებებს, ასთმურ მოვლენებს, მ მცირეწლოვანებში _ არაჯან საღ განვითარებას, ხოლო დასაშვებ ნორმაზე გადამეტების შემთხვევაში ფილტვების შეშუპებას და სიკვდილს.ასევე ხდება ჰაერისა და წყლის მოწამვლა. ეს უკვე ვიწვნიეთ წარსულში _ წყალში თევზი გაწყდა და სოფლებში ფუტკარი.

დღეს სოფელი თავის ტერიტორიას ტურისტულ ზონად მოიაზრებს და არა საწარმოო ობიექტების ადგილსამყოფელად. მოსახლეობა ცდილობს მოაწყოს საოჯახო სასტუმროები და ამ კუთხით ჩაერთოს ბიზნესის წარმო ებაში. დვაბზუს ორმა მეწარმემ მოახერხა ეკოლოგიურად სუფთა თაფლი გაეყიდა თურქეთსა და გერმანიაში. სოფლის მიწისქვეშა წყლების გამოყენებით ფიქრობენ საცხოვრებელი პირობები გაიუმ ჯობესონ თევზის აუზის მოწყობით.

ცენტრალური გზის ხიდების ზედა ნაწილში რამდენიმე ქვასატეხი იყო მოწყობილი, შედეგად ახლომდებარე მოსახლეობის ჭებში წყალი დაშრა, პირველ ხიდს საძირკველი ჩამოეშალა და გაიღუნა. დამბები ჩაასხეს ქვიშის შესაკავებლად, ხიდი შეაკეთეს და ძველ დონემდე ცემენტით გაამაგრეს. ხოლო მეწარმეებისაგან მოითხოვეს ხიდიდან 1,5-2 კმ მანძილზე არ ეწარმოებიათ ქვის ამოღება.

იმ პერიოდში, სოფლის მცხოვრებთა მოთხოვნით, მდინარე ნატანების ორივე კალაპოტიდან 24, ადამიანისათვის მავნე საწარმო იქნა ლიკვიდირებული ან გადატანილი საწარმოო ზონაში... ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, საწარმოს შესამოწმებლად თბილისიდან ჩამოვიდა გარემოს დაცვის სამინისტროს კომისია. როგორც ჩანს, მათ განცხადების ხელისმომწერებთან შეხვედრა და გასაუბრება გადაწყვიტეს; მე შემთხვევით აღმოვჩნდი მათ შორის, რადგან აქ სოფელ ბახვისა და ჩვენი სოფლის ის მცხოვრებლები ჰყავდათ შერჩეული, რომლის ოჯახის წევრები აქ მუშაობენ. განცხადებაზე არც ერთი ხელისმომწერის ოჯახის წევრი არ იქნა გაფრთხილებული შეხვედრის თაობაზე, ასე, რომ ეს არ ჩაითვლება საზოგადოებასთან შეხვედრად... უკმაყოფილო დარჩა ის გერმანელი ინვესტორიც, რომელმაც ძროხა დაინახა საწარმოსთან მისული. შეკითხვაზე, რატომ აირჩიეს ეს ადგილი უპასუხეს: _ადრე აქ იყო მსგავსი საწარმო და ამიტომაცააო..

ძველი, კოლექტიური წყობილების დროს დაშვებული შეცდომით ისარგებლეს და ხელში ჩაიგდეს ჩვენი სოფლის საუკეთესო სავარგულები და ტურების თავშესაფარად აქციეს.

ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა გარემო გვინდა, მათ ჩვენი უბედურების ხარჯზე ბიზნესის კეთება, ამიტომ ვერ დავზავდებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა და აღკვეთოთ ადამიანთა ჯანმრთელობისთვის საზიანო ქმედებები მდ. ნატანების აუზსა და სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გაცნობებთ, რომ სამი სოფლის ბაზაზე შევქმენით სოფლის სათათბირო და თუ არ დააკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, მივმართავთ აქციებს. შეგახსენებთ, რომ რაიონისთვის პრიორიტეტი არის ტურიზმი და ჯანმრთელი გარემო. აქედან გამომდინარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა უპირატესობა არ უნდა მისცეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს.“

გაზეთი „ალიონი“ შპს „გზამშენი 18“-ის წარმომადგენელ გია მასხულიასთან, სოფლების ცხემლისხიდის, დვაბზუს მაჟორიტარ დეპუტატებთან ლალი სიჭინავასა და როზეტა სკამკოჩაიშვილთან, მუნიციპალიტეტის მერიის სოფელ დვაბზუს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელ ვასილ ღლონტთან ერთად შპს „Nეწ ღოად“-ის კუთვნილი ასფალტის საწარმო და ინერტული მასალების სამსხვრევ-დამხარისხე ბელი დანადგარები დაათვალიერა და საწარმოს ხელმძღვანელებს ესაუბრა:

დავით ჟღენტი, შპს „new road“-ის გენერალური დირექტორი, საწარმოს მფლობელი: _ „new road“-ის ასფალტბეტონის ქარხანა ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა კავკასიაში. უახლოესი გერმანული დანადგარებით, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაა, რომელიც ბუნებრივ აირს იყენებს. ასეთი საწარმოები გერმანიაში აეროპორტების მიდამოებშია განთავსებული. ერთ-ერთი თავად ვნახე ბერლინის აეროპორტში. ჩვენ შეგვეძლო ჩინური ქარხანა შეგვეძინა, რომელიც 200 ათასი ევრო ღირს, მაგრამ გერმანულ მობილურ ქარხანაზე გავაჩერეთ არჩევანი და 2 მილიონი ევრო გადავიხადეთ. ჩვენი პროექტი რომ ბუნებისთვის, მოსახლეობისთვის საზიანო ყოფილიყო სახელმწიფო „აწარმოე საქართველო“ ფარგლებში 10 მილიონ ინვესტიციას არ გამოგვიყოფდა. საწარმო წარმოადგენს სხვადასხვა აგრეგატების ერთობლიობას და ტექნოლოგია ითვალისწინებს ბიტუმის, შემავსებლის, ქვიშისა და ღორღის დაკავშირებას სპეციალური ტექნოლოგიით. თანამედროვე საფილტრი მოწყობილობას მინიმუმადე დაჰყავს ბუნებაში გამონაბოლქვი. ტექნოლოგიური პროცესების მართვა ხორციელდება კომპიუტერებით ოპერატორების მიერ.

ჩვენ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონს ვემსახურებით.

_ რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

_ ამ ეტაპზე 44 ადამიანი მუშაობს, აქედან 18 ადგილობრივი კადრია. იცით, რომ ახალი მაგისტრალები კეთდება, რაც ასფალტზე მოთხოვნას გაზრდის. სავარაუდოდ საწარმოში ადამიანები კვლავ დასაქმდებიან, კიდევ 44 კაცს დავასაქმებთ.

_ თქვენ მიწის ნაკვეთი იჯარით გაქვთ აღებული...

-მიწის ნაკვეთი შპს „გზამშენი 18“-ის კუთვნილებაა. ჩვენ იჯარით ავიღეთ.

_ საუბრობენ, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს ინერტული მასალების სამსხვრევ-დამხარისხებელი დანადგარების ხმაური..

_ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ობიექტის ექსპლოატაცია დღე - ღამეში 8 საათის განმავლობაშია დაგეგმილი. ასფალტის ქარხანა დატვირთული იქნება წელიწადში 150 დღე, ხოლო სამსხვრევ-დამხარისხებელი საამქრო 200 დღე. ხმაურის ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენენ, მაგრამ ქარხნის ტერიტორიაზე ხმაურის მაჩვენებელი 30 დეციბალზე მეტი არ არის (ნორმა 38 დეციბალია)...

გავეცანით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებას სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ „ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, სკრინინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შესაძლოა მოხდეს იგი სატრანსპორტო საშუალებების ან საწარმოს დანადგარების არასწორი მართვით, აგრეთვე სხვადასხვა მიზეზის გამო შექმნილი ავარიული სიტუაციის შემთხვევაში. რაც შეეხება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას და ხმაურის გავრცელებას, მოდელირების მიხედვით უახლოესი საცხოვრებელი ზონის ტერიტორიაზე მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციების და ხმაურის დონეების გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის.“

ლალი სიჭინავა: _ ძალიან მაღელვებს ჩემი თანასოფლელების გულისტკივილი, ვინ თუ არა მე, ვერ გავიზიარო ის შიში და წუხილი, რაც მათ აწუხებს (როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ასევე ჩემი სპეციალობის მხრიდან)... მაგრამ, ასევე ვუსმენ იმ ადამიანებს, ვისაც იმედი ჩაესახა და ახარებს ახალი ინვესტიციის განხორციელება, რომელიც დასაქმებასთან ასოცირდება... ჩვენ უნდა გვქონდეს ხელთ კომპეტენტური სამსახურებიდან შეფასებები და ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად.. _ ეს კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს... ხალხის ამდენი ხნით გაურკვევლობაში ყოფნა არ შეიძლება. რაც ჩემს შესაძლებლობებშია ჩართული ვარ და თვალყურს ვადევნებ მიმდინარე პროცესებს.

როზეტა სკამკოჩაიშვილი: _ მისასალმებელია მუნიციპალიტეტში, სოფელში, ინვესტიციის განხორციელება, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის წინსვლას.

ჩემთვის, როგორც სოფლის დეპუტატისთვის, თითოეული მცხოვრებელის აზრი მნიშვნელოვანია. თუ ის ფაქტები, რომელსაც სოფლის მცხოვრებლები აპროტესტებენ, სიმართლეს შეესაბამება, აუცილებლად მოვახდენ ყველა შესაბამისი სტრუქტურის საქმის კურსში ჩაყენებას. მანამდე აუცილებელია, საკითხი კომპენტენტურმა და კვალიფიციურმა პირებმა შეისწავლონ.

მე, როგორც დეპუტატი, აუცილებლად მივადევნებ თვალს აღნიშნულ პროცესს ჩემს თანასოფლელებთან ერთად.

ინგა დუმბაძე, ოზურგეთის კულტურის ცენტრის სარეკრიაციო განყოფილების უფროსი: _ ოთხი წლის წინ კოლოსალური შრომა გავწიე და შევქმენი საინტერესო ქეისები. ტურპროდუქტები ორიგინალური პროდუქციის სახით შევფუთე და ნაკლებად პოპულარული ლოკაციები პოპულარული გავხადე.

სოფ. ბაღდადი აღმოჩენა იყო ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის. შედეგად გაიხსნა რამიდენიმე საოჯახო სასტუმრო. აწი როგორ დავხვდებით სტუმრებს არ ვიცი? საკმარისია ერთი ტურისტის ნეგატიური გამოხმაურება ასფალტის საწარმოსთან დაკავშირებით, შეფერხდება ტურ პროდუქტების რეალიზაცია.

_ „ხალხნო, გაგვაგებინეთ რა ხდება? ერთი კვირის წინ ოთხი ოქმით დაჯარიმებული საწარმო როგორ ამუშავდა? სახელმწიფოს დაგეგმილი პროექტი „აწარმოე საქართველო“ ჩვენი გადახდილი გადასახადით ხომ ფინანსდება? იგივე ხალხის აზრი, ხომ უნდა გაითვალისწინოთ? გარემოს დაცვის მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი. კომისია გამოაგზავნა დაინტერესებულ ხალხს შეხვდითო. ადგილზე საწარმოს ხელმძღვანელობამ მოიწვია დასაქმების მოლოდინში მყოფი 5 კაცი და მათი ოჯახის წევრები და სამინისტროში შესული კოლექტიური განცხადების არც ერთი ხელმომწერი. შედეგად დაჯარიმებულ საწარმოს ყოველგვარი ნებართვის გარეშე მისცა ფუნქციონირების უფლება. მინისტრს ბრძანებაში უწერია, რომ ტექნიკური წყლის უზრუნველყოფა გამოყენებული იყოს თევსაჭერი ტბორიდან, რომელიც ჯერ არა აქვს საწარმოს შესყიდული. ხალხნო, მდინარე ნატანები არის ეკოლოგიურად სუფთა წყალი ხალხი მას სასმელადაც ხმარობს. მინისტრის ბრძანებაში მოყვანილია ციტატა, რომ ტექნიკური წყლის უზრუნველსაოფად საწარმომ უნდა გამოიყენოს მდინარე სუფსა. წარმოდგენა არა მინისტრს და არც ამათ, სად ნატანები და სად სუფსა. ან რა იცის მინისტრმა წინასწარ ვინ გაიმარჯვებს აუქციონში? მოსახლეობამ გაუგზავნა შესაბამის სამსახურებს ამის თაობაზე წერილი, რომ აუქციონი ჩატარდეს პირობიანი, ტბო-რები გამოყენებული იყოს თევზის გასამრავლებლად და არა ტოქსიკური ქარხნის წყლით უზრუნველსაყოფად. მოსახლეობაში არის განგაში, რომ სავარგულების სარწყავი არხების სათავეები უკვე მთლიანად დამშრალია. რამდენ სოფელს ასამარებთ ერთი კომპანისს გამდიდრების ხარჯზე? ამ კომპანიაში ადგილობრივებიდან დასა ქმებულია სულ ოთხი ადამიანი. პარტონი თუ ყავს ამ ქვეყანას?“_აცხადებს ბაღდადელი მარინა გავაშელი.

მაია ჯიშკარიანი, ეკონომისტი (სოფ. ბაღდადი): _ასფალტის ქარხანა ჩემი საცხოვრებელი სახლიდან 300 მეტრში მდებარეობს. მართალია ჯერ-ჯერობით ღამით არ მუშაობენ, მაგრამ დღის განმავლობაში ქვის სამტვრევი დანადგარის და ავტოტრანსპორტის ისეთი ხმაურია, ეზოში ვერ დაჯდები. გვაინტერესებს გავიგოთ, რამ ზემოქმედებას ახდენს ეს საწარმო ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ნათელა თევზაძე (სოფ. დვაბზუ): _ასფალტის ქარხანა ჩვენს პირდაპირ, მდინარის გაღმა, 330 მეტრში მდებარეობს. ჩვენი ეზოს გვერდით კიდევ ჩაის მიკროფაბრიკა ააშენს. ვიცი, ორთავე საწარმოში გერმანული დანადგარებია და ხმაური არ გვაწუხებს.

კოტე სიხარულიძე, (სოფ. დვაბზუ): _ჩვენც ახლოს, ქარხნიდან 300 მეტრში ვცხოვრობთ, მაგრამ ხმაური არ გვაწუხებს.

მარინა სიხარულიძე (კოტე სიხარულიძის მეუღლე): _ხმაური არ გვაწუხებს, მაგრამ უმუშევრობა კი. .მინდა დვაბზუელები დასაქმდნენ ასფალტის საწარმოში.

სტატიაზე მუშაობისას რედაქციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოდან გამოგზავნილი წერილიც გააცნეს:

„მოქალაქე ანა ბერძენიშვილს

მის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაღდადი

ქალბატონო ანა,

როგორც თქვენთვის ცნობილია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოში შემოსული 2018 წლის 18, 20 ივნისის განცხადებებისა და 2018 წლის 19 ივნისს დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ 2018 წლის 19 ივნისს განხორციელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვაბზუში შპს new road“-ის კუთვნილი საწარმოს - მობილური ტიპის ასფალტის ქარხნისა და სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-დამახარისხებელი საწარმოს დათვალიერება. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად შპს „new road“-ის მიმართ გამოვლინდა: სკრინინგის პროცედურას დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გარეშე განხორციელების ფაქტი. ასევე, საქმიანობა განხორციელდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დადგენის გარეშე.ასევე გამოვლინდა ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის გარეშე მდინარე ნატანებიდან წყლის ამოღებისა და სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა წყლის) უკანონოდ სარგებლობის ფაქტი.

გამოვლენილ დარღვევებზე 2018 წლის 28 ივნისს შპს „new road“-ის მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების შესახებ ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79-7-ე მუხლის პირველი ნაწილით; 77-ე მუხლის პირველი ნაწილით; 82-2 -ე მუხლის პირველი ნაწილით და 57-1 მუხლით.

სამართალდარღვევევის ოქმები განხილვისა და შპს „new road“-ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების მიზნით გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოს.“

„კომპანია ,,new road”-მა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების ზიანის მიყენების არ არსებობის შესახებ, რომლის შესაბამისად მერიაში მიმდინარეობს ,,new road”-ის საპროექტო მასალების განხილვა ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით“_ კომენტარი გააკეთა აღნიშნულ თემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.