არ იფიქროთ, თითქოს სათაურში შეცდომა დავუშვით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა ლიტვას თავისი სახელი დაუბრუნდა და დღეს ლიეტუვა ჰქვია. სხვათა შორის, ლიეტუვაში საქართველოს უწოდებენ `საქართველოს~ და არა `გრუზიას~.
ახლა კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციის საქმიანი ვიზიტის შესახებ ლიეტუვას ერთ-ერთ რაიონში - ალიტუსში: ბარემ, მკითხველს აქვე შევახსენებ, რომ 10 წელია, რაც ალიტუსისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებულია მეგობრობის მემორანდუმი.
ამჟამინდელი ვიზიტი განხორციელდა პროექტის `აქტიური ადგილობრივი მოქმედების ჯგუფები - ალიტუსის რაიონის გამოცდილების გადაცემა ოზურგეთისათვის~ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პროექტის ხელმძღვანელის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნანა თავდუმაძის თქმით, ეს პროექტი, უკვე რიგით მესამეა, რომელიც ერთგვარი საფუძველია ალიტუსისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს შორის ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა.
ამ ვიზიტამდე, 24-28 ივნისს ოზურგეთს იმყოფებოდა ალიტუსის დელეგაცია ალიტუსის მერის მოადგილის არვიდას ბალჩიუნასის, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის დირექტორის ვიდა რუბლიაუსკიანეს და UAB Vერსო Pროჯეკტუ ჩენტრას-ის დირექტორის დაივა კვედარაიტეს შემადგენლობით. სტუმრებმა ჩაატარეს ტრეინინგები ევროინტეგრაციის პროცესების მნიშვნელობაზე ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში, როგორ უნდა განვავითაროთ მეწარმეობა ადგილობრივი თემების მცირე ბიზნესის შესაძლებლობებით, როგორ მოვიპოვოთ ევროკავშირის დაფინანსება და როგორ გავხდეთ ევროპული ბაზრის წევრები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია (ნანა თავდუმაძე, გია ებრალიძე, კონსტანტინე შარაშენიძე მარიკა ჩხარტიშვილი. გია მამაკაიშვილი, ქეთი ვასაძე, ვახტანგ გველებიანი) ალიტუსში 2 ივლისს გაემგზავრა და ოზურგეთში 8 ივლისს დაბრუნდა.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ნანა თავდუმაძემ გვითხრა, ალიტუსში გაეცნენ თვითმმართველობის საქმიანობას, თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს, `ერთი ფანჯრის~ პრინციპით მუშაობის პრაქტიკულ მაგალითებს, ხანდაზმულთა სახლების მუშაობის პრინციპებს, ადგილობრივი თემების მუშაობის ფორმებსა და მიმართულებებს. ალიტუსის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 75 თემია, რომლებიც საკუთარი რესურსების მობილიზებით ქმნიან ტურისტულ პროდუქტებს და არა მხოლოდ ტურისტულ პროდუქტებს, ეს თემები დასაქმების ერთგვარი საშუალებაცაა.
გურიის მხარის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ბალტიისპირელ მეგობრებს ესაუბრა გუბერნატოის მოადგილე გია ებრალიძე, თავისი ხედვები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განვითარების შესახებ ალიტუსელებს გააცნო ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.
მასპინძლებმა და დელეგაციის წევრებმა ერთობლივად იმუშავეს ახალი წინადადებების პაკეტებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ალიტუსელთა გამოცდილების ადაპტირება ოზურგეთის პირობებში. ვიზიტის პროგრამა იყო მრავალმხრივი და ითვალისწინებდა ალიტუსის მეზობელი მუნიციპალიტეტების გაცნობასაც.
დელეგაციის წევრის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ფრაქცია `ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს~ თავმჯდომარის მოადგილის მარიკა ჩხიკვიშვილის თქმით, აქ გაცნობილი მიმართულებებიდან განსაკუთრებით საინტერესოა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მუშაობა: `ალიტუსის რაიონის მერთან ალგირდას ვრუბლიაუსკასთან ოფიციალურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ოზურგეთისა და ალიტუსის მუნიციპალიტეტების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული პროექტების შესახებ.
გავეცანით ალიტუსის მუნიციპალიტეტის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით საინტერესოა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მუშაობა, სადაც მოქალაქე ერთი ფანჯრის პრინციპით იღებს მონაწილეობას. ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი სხდომის დარბაზი და სამუშაო ოთახები, რომელიც გამჭვირვალეა და თანამშრომლების საქმიანობას გარედან აკვირდები. ასევე საინტერესოა სათემო ორგანიზაციების არსებობა ყველა სოფელში, სადაც მოსახლეობა იკრიბება და თვითონ წყვეტს რისი გაკეთება არის მნიშვნელოვანი მისი თემისთვის. სათემო ორგანიზაციის წევრები მაღალი საზოგადოებრივი ცნობიერ-ებით გამოირჩევიან და კარგად აქვთ გაცნობიერებული თავისი კუთხის სიყვარული. უფრთხილდებიან და უვლიან მუნიციპალიტეტის ქონებას და ეხმარებიან ადმინისტრაციას სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მოხუცთა თავშესაფრები, რომლებიც მაღალ სტანდარტს შეესაბამება, ადაპტირებულია ყველა ნორმის დაცვით და მთლიანად არის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაში. ძალზე საინტერესო იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები როგორც სკოლამდელი, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო კუთხით. მნიშვნელოვ-ანია ის, რომ მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეხმარება კერძო ბიზნესს და გასცემს მცირე გრანტებს. დელეგაციის წევრებმა პირადად მოვინახულეთ ოჯახურ პირობებში მოწყობილი კერძო ბიზნესი, რომლის მოწყობაში, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ბიუჯეტის წილიცაა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო და ბევრ საინტერესო ინიციატივას გადმოვიტანთ ჩვენს მუნიციპალიტეტში~.
როგორც ჩვენთან საუბარში ნანა თავდუმაძემ აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციის ლიეტუვაში ვიზიტი დაემთხვა ლიეტუვას მეფის კორონიზაციის დღეს, რომელიც აქ მასშტაბურად აღინიშნება: `ჩვენი ვიზიტი დაემთხვა ლიეტუვას მეფის მინდაუგასის კორონიზაციის დღეს, რომელიც აქ მასშტაბურად აღინიშნება, ლიეტუვაში მას სახელმწიფოებრიობის დღე ეწოდება. ამ დღეს ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელში ხალხი იკრიბება და სახელმწიფო ჰიმნს ასრულებს. მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიების მონაწილეები გავხდით და მონაწილეობა მივიღეთ ვილნ-იუსში, გედემინაციის გამზირზე გამა-რთულ საზეიმო მსვლელობაში.
აღსანიშნავია, რომ აქ საქარ-თველოს უწოდებენ `საქართველოს~ და არა `გრუზიას~. გვთხოვეს, ჩვენაც ასე მოვიქცეთ და მათ ქვეყანას ვუწოდოთ ლიეტუვა და არა ლიტვა~.
ნანა თავდუმაძის თქმით, აგვისტოში ოზურგეთს ჩამოვა ალიტუსის დელეგაცია და ჩატარდება პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, მანამდე კი ვიზიტის ანგარიშს, პრეზენტაციის სახით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარადგენენ. პრეზენტაციაზე, რა თქმა უნდა, მიიწვევენ მედიასაშუალებებს.
პროექტით `აქტიური ადგილობრივი მოქმედების ჯგუფები - ალიტუსის რაიონის გამოცდილების გადაცემა ოზურგეთისათვის~ განსაზვრულია ხელი შეეწყოს საქართველოს რეგიონის - გურიის განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
პროექტს ახორციელებს ალიტუსის რაიონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
პროექტს აფინანსებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო, თანამშრომლობის განვითარების მიზნით, დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამის სახსრებით.
მინდია სალუქვაძე: `ჩვენი მიზანი იყო მოგვენიშნა გურია ტურისტულ რუკაზე~
გურიას, გურულებს ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ტურიზმი განვავითაროთ. როგორც ზღვისპირა ასევე მაღალმთიანი ზონები, კულტურულ-ისტორიული ძეგლები, მინერალური წყლები წესით, ვიზიტორებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს. ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
`ჩვენს რეგიონში ტურიზმს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, თუ გავითვალისწინებთ გურიის ადგილმდებარეობას, კულტურულ მემკვიდრეობას, ფოლკლორს, სამზარეულოს, ბრწყინვალე ბუნებას, ზღვისპირეთს, მთას. ყველაფერი ეს ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტებია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გამოყენება.~_ გვითხრა ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრ `პროგრესის სახლის~ გამგეობის თავმჯდომარემ მინდია სალუქვაძემ.
მინდია სალუქვაძე: 2015 წელს ევროკავშირმა დააფინანსა პროექტი `მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებისათვის, რომლის ავტორიც არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა ევროკავშირმა მუნიციპალიტეტს გადასცა გრანტი. ამ პროექტში ჩართულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, როგორც ავტორი, ასევე ლანჩხუთი, ჩოხატაური და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია - ჩვენ და `სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი~. როცა ეს კონკურსი გამოცხადდა, Kპირობა იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობა, იქნებოდა ეს თვითმმართველობა, არასამთავრობო სექტორი თუ ბიზნესი. უნდა მოენახათ საგანი, თემა რომლის გარშემოც ითანამშრომლებდნენ, შევიკრიბეთ არასამთავრობოები, მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლება. როცა პირველი მონახაზი გავაკეთეთ, ამოსავალი წერტილი იყო ტურიზმი. ეს ის სფეროა, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს გვაქვს გადაკვეთის წერტილი. ამ შემთხვევაში ერთნაირი ინტერესი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, არასამთავრობოებს, ბიზნესს და მედია ორგანიზაციებსაც. მთავარი მამოტივირებელი ამ პროექტის შეტანისა იყო ის, რომ როცა კვლევა ჩავატარეთ, ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება მეტწილად გადატანილი იყო სვანეთზე, კახეთსა და სხვა რეგიონებზე. გურია ტურიზმის კუთხით, მიუხედავად იმისა, რა პოტენციალიც გვაქვს, იყო სადღაც ბოლოში, ფაქტობრივად ტურისტულ რუკაზე არ ჩანდა. ჩვენი მიზანი იყო მოგვენიშნა გურია ტურისტულ რუკაზე. თუ დააკვირდებით, ტურიზმი 2015 წლის შემდეგ ერთერთი პრიორიტეტი გახდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც. პროექტის მიზანიც ზუსტად ეს იყო. ყურადღება მიგვეპყრო ცენტრალური ხელისუფლების და ზოგადად ამ თემის პოპულარიზაცია მოგვეხდინა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გამხდარიყო ტურიზმის მიმართულება ადგილობრივ დონეზე. თქვენ მკითხეთ, რა უნდა გავაკეთოთ რომ განვითარდეს ტურიზმი? ამაზე ცალსახა, მარტივი პასუხი ვერ გაიცემა. იმპულსურად არაფერი არ ხდება. ყველაფერს ჭირდება გეგმაზომიერი მიდგომა. აუცილებელია კონკრეტული სტრატეგია შემუშავდეს. სტრატეგიული, გეგმაზომიერი მიდგომაა საჭირო. ჩვენი მიზანიც ეს იყო, შექმნილიყო, სხვადასხვა სფეროს მონაწილეობით, ჩართულობით სტრატეგიული გეგმა, როგორ განვითარდეს ტურიზმი გურიაში. Eამას საფუძვლიანი კვლევა ჭირდება. რაღაც რომ დავგეგმოთ, პირველად უნდა ვნახოთ, რის პატრონები ვართ. ანუ გავაკეთოთ გარემოს ანალიზი, მაქსიმალურად მოვიპოვოთ ინფორმაცია. ამისკენ იყო მიმართული პროექტი, რომელიც გრძელდება და 2019 წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებში 35 სოფელში შეიქმნა ჯგუფები, მარკირება ხდებოდა ტურისტული ობიექტების, ტარდებოდა მოსახლეობის გამოკითხვა, ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი გაკეთდა, რამდენიმე ექსპერტი ჩაერთო ამ ყველაფრის ანალიზში. გაიმართა სამუშაო შეხვედრები, გასული წლის ზაფხულში პოპულარიზაციის მიზნით ფესტივალი ჩატარდა სამივე მუნიციპალიტეტში.
დღეს იმ სტადიაზე ვართ, რომ სრატეგიულ გეგმაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ძალიან მალე ფართო საზოგადოებისთვის მოეწყობა საჯარო განხილვები. საბოლოო სახეს მიიღებს საჯარო გან-ხილვებზე წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ. საბოლოო სახის მიღების შემდეგ ეს იქნება სამივე მუნიციპალიტეტის პროდუქტი, სამოქმედო გეგმა როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი. შემდეგ ლობირების საგნად ვაქციოთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან რომ სამოქმედო გეგმად აიღონ და გურიაში ტურიზმის მიმართულებით რასაც გააკეთებენ, სახელმძღვანელო დოკუმენტად ჰქონდეთ.
სხვათა შორის, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად და ძალიან ხარისხიანად აკეთებს ამ პროექტს. ევროკავშირმა წელს, როცა ახალი კონკურსი გამოაცხადა, მაგალითად გურია მოიყვანა. ეს იმას ნიშნავს რომ გურიამ მაღალი სტანდარტები დააკმაყოფილა, რასაც ევროკავშირი ითხოვს თავისი პროექტების განხორციელების დროს. რამდენიმე არჩევნები გადაიარა პროექტმა, მერიც შეიცვალა, მაგრამ ტურიზმი ისევ აქტუალური და პრიორიტეტული რჩება. ზუსტად ესაა ნიშანდობლივი. საზოგადოებამ ამ მიმართულებით აქტიურად დაიწყო ფიქრი. ჩვენ პროექტის ფარ-გლებში გამოვაცხადეთ კონკურსი მცირე გრანტებზე ადგილობრივი ინიციატივებისთვის, სადაც ადგილობრივებს ჰქონდათ შესაძლე-ბლობა ტურისტული მიმართუ-ლებით პროექტები წარმოედგინათ. ეს შეიძლება ყოფილიყო ცნობიერების ამაღლება, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების გაჩენა ან არსებულის გამოსწორება. 70 პროექტი შემოვიდა გურიის მასშტაბით. საკმაოდ დიდი ციფრია, მერწმუნეთ. აქედან ოცდათხუთმეტს (საინიციატივო ჯგუფები, ფიზიკურ პირები, დარეგისტრირებული არასამთავრობოები) ძალიან მალე კონტრაქტებს გავუფორმებთ. ესეც არის იმის მაგალითი, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესი გაჩნდა.ეს სფერო უკვე იკრებს ძალას. ადამიანის გონებამდე დავიდა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი შემოსავლების ზრდისთვის. ყოველდღიურად ვაწყდებოდით უამრავი ადამიანის ინტერესს, რომლებიც კონსულტაციაზე მოდიოდნენ, კითხულობდნენ რა შეიძლება გაკეთდეს. ძალიან დიდი დაინტერესებაა საოჯახო სასტუმროების განვითარების კუთხით. ასე რომ, პროექტის მიზანი მიღწეულია, ცვლილება ხელშესახებია, შეიძლება ვერ ვთქვათ, რომ გარღვევა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ გურია ჩნდება ტურისტულ რუკაზე და, რაც მთავარია, საზოგადოების აზროვნება მოიმართა ამ კუთხით.