ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თორნიკე გოგუაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.
თორნიკე გოგუაძემ ამის შესახებ გაზეთ „ალიონის“ კითხვას უპასუხა:
_განცხადება საკრებულოში უკვე შევიტანე და სავარაუდოდ 18 ივლისს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ. ფიზიკურად ვერ ვახერხებ, ჩემს საქმეს მოვწყდი, ამიტომ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ვტოვებ _ ამ ინფორმაციით შემოიფარგლა იგი.
არაოფიციალური ინფორმაციით გოგუაძის თანამდებობიდან გადადგომა მის არარადიკალურ პოლიტიკას უკავშირდება.