დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ მედიისათვის საგანგებო ბრიფინგი გამართა და შემდეგი განცხადება გააკეთა:
_2018 წლის 15ივნისს საჯარო სივრცეში ატვირთული მასალის გამო, წარმოიშვა ინცინდენტი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც გამოიწვია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“წევრი ბესიკ ქათამაძის სხეულის დაზიანება.
ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, ინცინდენტში მონაწილე ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე დავით ჭაკნელიძემ და ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გენო ჩავლეშვილმა.“