ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში თანამდებობრივი სარგოების გაცემისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხების ძირფესვიანად შესწავლაში ადგილობრივი და ცენტრალური აუდიტის ჩართვა ფრაქცია `ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს~ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბოლო, მეოთხე საკითხის განხილვისას მოითხოვა.
საკითხი `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ~ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე დასაყენებლად საჯარო მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თავაძემ გამოიტანა.
პროექტის წარმომდგენს პირველი ოპოზიციონერი (ნაციონალი) დეპუტატიAბესო ქათამაძე შეეხმიანა, რომლის მიერ საკრებულოს მისამართით გამოთქმული კრიტიკა უპასუხოდ არ დატოვეს პოზიციონერებმა:
ბესო ქათამაძე: თუ გაიხსენებთ, მე ვიყავი წინააღმდეგი, პირველ რიგში, ხელფასები გაზრდილიყო, ახლა გამოდის, რომ რანგს შეუცვლით, ხელფასებს შეუმცირებთ, მუნიციპალიტეტი ვაზარალეთ ფინანსურად. მაქვს კიდევ ერთი კითხვა: როდესაც მუნიციპალიტეტის შერწყმა მიდიოდა, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ შერწყმული მუნიციპალიტეტი უფრო მოქნილი გახდებოდა და ფინანსურად უფრო ნაკლები დანახარჯი იქნებოდა, დღეს ოზურგეთელები ნახევარ მილიონზე მეტს იხდიან იმის გამო, რომ შერწყმა მოხდა, პასუხისმგებლობას ვინმე გრძნობს?
თქვენი არასწორი გადაწყვეტილებით დააზარალეთ ყველა ოზურგეთელი ნახევარი მილიონი ლარით, იმიტომ, რომ უფრო მეტი ჯდება დღეს მუნიციპალიტეტის შენახვა, ვიდრე ორი მუნიციპალიტეტისა ჯდებოდა და პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე არ უნდა აიღოს ვინმემ? მარიკა ჩხიკვიშვილი: პასუხისმგებლობა, ბატონო ბესო, იმან უნდა აიღოს, ვინც ეს შეცდომა დაუშვა. ბატონო ლაშა, მე თქვენთან მექნება შეკითხვა, რამდენ თანამშრომელს დააკლდება ხელფასი და რა რაოდენობით? ასევე თუ გაქვთ განსაზღვრული რამდენი ლარი დააკლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ყოველთვიურად და სულ? გარდა ამისა, ვფიქრობ, როდესაც ეს საკითხები და მობილობის წესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ არასწორად ჩაატარა, აუცილებლად უნდა დადგეს შესაბამისი ხელმძღვანელის, პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი და მან აიღოს პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ შედეგზე, ბიუჯეტის მძიმედ დაზარალებაზე. ეს ჩემი ვარაუდი არის, რომ საკმაოდ დიდ თანხებთან გვაქვს საქმე, თუმცა ველოდები თქვენგან კონკრეტული თანხების დასახელებას. ვფიქრობ, შესაბამისი კომისიები ამას ძირფესვიანად შეისწავლიან. ჩემი აზრით, უფრო მძიმე სურათი გვაქვს, ვიდრე ამას თითოელი ჩვენგანი ვფიქრობთ და ვამჩნევთ.
ლაშა თავაძე: რაც შეეხება თქვენი შეკითხვებიდან ფინანსურ მხარეს, მაგაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს და შესაბამისად...
მარიკა ჩხიკვიშვილი: მაშინ შესაბამისი ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო...
ლაშა თავაძე: კი, შესაბამისი სამსახური გაგცემთ პასუხს. რაც შეეხება შეცდომას, ვფიქრობ, რომ აქ შეცდომა არ მომხდარა. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ გაერთიანდა ორი მუნიციპალიტეტი, ორივეში თვრამეტი სამსახური იყო და თვრამეტივე ხომ ვერ შენარჩუნდებოდა?
ყველა თავის კატეგორიას და თავის რანგს მიადგა, მაგრამ კანონი დაირღვა და კანონის დარღვევით მოხდაო, არ მომხდარა.
მარიკა ჩხიკვიშვილი: ვფიქრობ, შესაბამისი საქმიანობის განხორციელების მიზნით, ამაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი და ცენტრალური აუდიტის სამსახურები, საკითხი შესწავლილ უნდა იქნას ძირფესვიანად. ეს არ არის ასე მარტივი თემა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს სერიოზული ზიანი მიადგა.
გიორგი ღურჯუმელიძე: საშტატო ნუსხასთან დაკავშირებით მინდა განმარტება გავაკეთო, ბატონმა ბესომ დასვა საკითხი, ამაზე არაეთხელ გვიმსჯელია ჩვენ, მე პირადად და შესაბამის კომისიასაც,Dრომელმაც საშტატო ნუსხის დადგენილების პროექტზე იმუშავა და საკმაოდ შრომატევადი სამუშაოები ჩაატარა. გეტვით და განგიმარტავთ, რათა ყველაფერი იყოს ნათელი: 2018 წლის 18 იანვარს, #5 დადგენილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა საშტატო ნუსხა და შესაბამისად განსაზღვრა თანამდებობრივი სარგოები. მაშინაც განვმარტე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს საშტატო ნუსხას და არ ამტკიცებს პიროვნებებს, ასე ვთქვათ, არ ანიჭებს მათ კატეგორიებს. პოზიციას ენიჭება კატეგორია, პოზიციას ენიჭება რანგი. და იქაც ვთქვით, რომ მობილობა უნდა ჩატარდეს ამ რანგებისა და ამ კატეგორიების შესაბამისად. თუმცა, მე თან მაქვს საჯარო სამსახურის ბიუროდან მოსული წერილი და მინდა იგი თქვენც გაგაცნოთ. ეს წერილი არის 2018 წლის 16 იანვარს გამოგზავნილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, სადაც საჯარო სამსახურის ბიურო კონკრეტულად მიუთითებს მერიას, რა უნდა გააკეთოს: საჯარო სამსახურის ბიურომ განიხილა თქვენ მიერ ბიუროს მობილობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაცია. როგორც აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ირკვევა, გარკვეულ თანამდებობებზე მოხელეები მობილობის წესით დაინიშნენ უფრო მაღალ თანამდებობაზე.საჯარო სამსახურის შესახებ მოქმედი კანონით კარიერული განვითარება ხდება მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, მობილობა კი გულისხმობს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ლიკვიდაციის ანდა მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელის იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანას. მე მგონი, ძალიან გასაგებად, ნათლად ჩამოაყალიბა საჯარო სამსახურის ბიურომ, რა უნდა გაეკეთებინა მუნიციპალიტეტის მერიას ორი დღით ადრე, ვიდრე საშტატო ნუსხა იქნებოდა დამტკიცებული საკრებულოს მიერ. შესაბამისად აი, ეს პროექტირება უნდა მოეხდინათ თუ ვინმე პოზიციებზე გათვალისწინებული ჰყავდათ, პიროვნებები და ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ეს არ იქნებოდა მართებული, მათ უნდა განსაზღვრონ ფუნქცია-მოვალეობის მიხედვით კატეგორია და რანგი. პირობითად ეს შეცდომა მოხდა, დაიშვა ეს შეცდომა, მობილობის პროცესში დაინიშნენ ადამიანები უფრო მაღალ თანამდებობებზე და მიზეზია, რომ თურმე ჩვენს მუნიციპალიტეტში უფრო დაბალი რანგი და კატეგორია იყო და იგივე პოზიციაზე იგივე ფუნქცია-მოვალეობებით უფრო მაღალ რანგსა და კატეგორიაზე მუშაობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, აქ კანონმა დაუშვა ესეთი გამონაკლისი გარდამავალი პერიოდისათვის, იმისათვის, რომ ეს იყო საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი და ამისი პრაქტიკა არ არსებობდა, მიეცა კიდევ ერთხელ ყველა უწყებას საშუალება, რომ დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა ჰქონოდა 2018 წლის 1 აპრილამდე. უფრო მეტიც, 2018 წლის პირველ აპრილამდე ყველა უწყებას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ 2017 წელს განხორციელებული რანგირება შეეცვალა, დაეკორექტირებინა და ის რანგირებაც კი დაესაბუთებინა საჯარო სამსახურის ბიუროს წინაშე და ახალი რანგი და კატეგორიები მიენიჭებინა, თუ რაიმე ხარვეზს ხედავდა შიგ. ეს ვადაც ხელიდან იქნა გაშვებული, სამწუხაროდ, და დღეს მეგობრებიდან ვიგებთ, რომ თურმე საკრებულომ პიროვნებები დანიშნა თანამდებობებზე. პიროვნებები ჩვენ არ დაგვიმტკიცებია თანამდებობებზე, თუნდაც ესე დაგვემტკიცებინა, ეს რანგი და კატეგორია დათვლილი გვქონდა, ბიუჯეტის სახელფასო ფონდი დათვლილი გვქონდა და შესაბამისად შტატი იყო დამტკიცებული. თუ მობილობით პიროვნება ვერ აკმაყოფილებდა პირობითად უფრო დაბალ რანგზე მუშაობას, შესაძლებელი იყო ამ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადებულიყო, ნაცვლად იმისა, რომ სადაც მობილობა შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო, იქ ჩააბეს, ასე ვთქვათ, მობილობის პროცესი და გამოცხადდა ახალი ვაკანსია. ასე იყო ეს, ბატონო ბესო, რომ იცოდეთ.
ამის შემდეგ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ, ეს ოქმებშიც არის დაფიქსირებული, კომისიის სხდომებზე, ბიუროს სხდომებზე, საკრებულოს სხდომებზე, რომ ეს პროცესი გასწორებულიყო და პირადადაც ბევრჯერ მისაუბრია ამ საკითხზე. ამის შემდეგ 24 აპრილს ვიღებ მუნიციპალიტეტის მერიისგან წერილს (ვადაზეც ბევრჯერ მივუთითეთ), რომელშიც გვთხოვდნენ ახლა რომ პროცესზე ვსაუბრობთ, იმ პროცესის გასწორებას, რომელიც საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე დგება და დღეს არ მტკიცდება. დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, თუმცა 28 მაისს მივიღეთ ისევ წერილი, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება და არავაკანტური თანამდებობის კატეგორიის შეცვლა არის რეორგანიზაცია და შესაბამისად ამას სჭირდება რეორგანიზაციის გეგმა თავისი ვადებისა და რეორგანიზაციის დასრულების პროცესის მითითებით და შეაჩერა, გამოითხოვა მუნიციპალიტეტმა ეს პროექტი უკან. ახლა უკვე 2018 წლის 26 ივლისს მივიღეთ ახალი წერილი, რომ განვაახლოთ ამაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. აი ის პროცესი, რაც მე გითხარით. ამაზე ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ, დათვლილი გვაქვს კიდეც, 6400 ლარი არის გადახდილი თვეში ნამეტი თანხა. ადამიანებს პასუხის გაცემა უნდათ, ვისი შეცდომა იყო, რატომ მოხდა ეს და რა პროცესები იქნება მომავალში.
გუშინ ბიუროს სხდომაზე დავუსვი ბატონ ლაშას ეს შეკითხვები და დღესაც ვუსვამ: რატომ იქნა უგულველყოფილი საჯარო სამსახურის ბიუროს 16 იანვრის წერილი, რატომ იქნა პირველი აპრილის ვადა გაშვებული, რატომ მოხდა საჯარო წარმოების შეცჩრება თუ სხვა ცვლილებები აღარ გვქონდა და რატომ გადაიწია ამ პროცესმა სექტემბრისთვის? რა ელოდება იმ 40 ადამიანს, ვინც ამ პოზიციებზე მუშაობდნენ?
ბესო ქათამაძე: ეს წერილი, ბატონო გიორგი, თქვენთვის 16 იანვარს გახდა ცნობილი? რატომ არ დადგა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიგში ეს საკითხი?
გიორგი ღურჯუმელიძე: მე არაერთხელ დავაყენე ეს საკითხი. ბესო ქათამაძე: მე არ მომისმენია და თუ ვინმემ მოისმინა, მინდა დააფიქსიროს თავისი აზრი.
მარიკა ჩხიკვიშვილი: ბესო, თქვენ რაც გსურთ, მხოლოდ იმას ისმენთ. ბესო ქათამაძე: ნურას უკაცრავად, მარიკა. თქვენგან განსხვავებით ხელს არ ვწევ ყველაფერზე.
ხათუნა ცერცვაძე: ბატონო ბესო, კონკურსები რომ ტარდებოდა არასწორად, მაშინ სად იყავით, რატომ არ იღებდით ხმას? აი, ნატო ხომერიკი რომ ასე გაიმეტეს, რატომ არ თქვით არაფერი? ბესო ქათამაძე: თქვენგან განსხვავებით, ყველაფერზე ვაფიქსირებ პოზიციას. წინა კვირაში ხელი რომ აუწიეთ პარკირების გაძვირებას, იმ ხალხზე რატომ არ იფიქრეთ, ვინც ამის გამო დაზარალდება? თუ თქვენი ინტერესი არ არის?
...
ლაშა თავაძე: პირველ რიგში, ვადებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გათვალისწინებული რეკომენდაციის გაზიარება მოხდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. დაგვიანებით რატომ მოხდა წარმოდგენა: მოგეხსენებათ მუნიციპალიტეტის მერიას აქვს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება როგორც საშტატო ნუსხაში შეტანასთან, ასევე სხვა მიმდინარე საკითხებთან მიმართებაში. როცა შესაძლებელი გახდა პროექტს საბოლოო სახე მისცემოდა, წარმოდგენილი იქნა აპრილის თვეში, როგორც ბატონმა გიორგიმ განმარტა, ჩვენ მიერ, ანუ როცა შემუშავდა ეს პროექტი და პროექტმა მიიღო საბოლოო სახე. მოგეხსენებათ, რომ ეს ნორმატიული აქტის პროექტია, შესაბამისი განხილვა უნდა, ერთ დღეში შემუშავდეს ყოვლად შეუძლებელია, გამომდინარე აქედან, როცა ჩვენ წარმოვადგინეთ 24 აპრილს პროექტი საშტატო ნუსხაში ცვლილებასთან დაკავშირებით, შემდგომ უკვე მაისის დასაწყისში განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები, სადაც უკვე კატეგორიის ცვლილებამ მიიღო რეორგანიზაციის სახე, ვინაიდან მერიაში უკვე უნდა გამოცხადებულიყო რეორგანიზაციის პროცესი, ამ კუთხით, ანუ მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გაჩნდა შეკითხვა, ანუ იყო მოსაზრებები, მერია ფიქრობდა რეორგანიზაციის პროცესზე სხვა კუთხითაც, ანუ ხომ არ შეიძლებოდა რაიმე შტატების გადაადგილება...
გიორგი ღურჯუმელიძე: ბოდიშს გიხდით, მესმის თქვენ რაზეც საუბრობთ, მაისზე საუბრობთ, მაგრამ 16 იანვარზე არ საუბრობთ და 1 აპრილზე, დადგენილებების ცვლილებები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, განვიხილეთ, თქვენთან ერთად განვიხილეთ, თუ თქვენ არ ბრძანდებოდით, საკრებულოს იურისტები იყვნენ. ბატონმა ეროდიმ გაგვაცნო ეს საკითხი, 16 იანვრის წერილის გაზიარებაზე გეუბნებით, რეკომენდაციაზე, და 1 აპრილის ვადის გაშვებაზე, ეს არის მთავარი, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
ლაშა თავაძე: ამაზე გითხარით, პროექტის შეუშავებს ხომ თავისი დრო უნდა, არის დაწესებულებები და არის ორგანიზაციები, სადაც ერთი წელი და რაღაცა პერიოდი მიმდინარეობს პროექტის განხილვა, ნორმატიული აქტის პროექტია.
გიორგი ღურჯუმელიძე: 16 იანვარს მოგივიდათ წერილი, კარგი, 18 იანვრამდე ვერ მოასწარით, აი, პირველ აპრილამდე რატომ ვერ მოასწარით, სამ თვეში რატომ ვერ მოასწარით?
ლაშა თავაძე: ნუ, ახლა, დრო უნდოდა, ეს ხომ არ არის, დავუშვათ, რომ მერია იყოს შემოფარგლული მარტოდ საშტატო ნუსხაში განსაზღვრული ცვლილებებით, სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიცაა. გიორგი ღურჯუმელიძე: მომისმინე, ეს არ არის უფრო მეტი?
ხათუნა ცერცვაძე: თქვენ, ბატონო ლაშა, ხართ მერიის იურისტი, რა თქმა უნდა, დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ბატონი მერის მოადგილე არის აქ და იქნებ უფრო მეტი პასუხი გაგვცეს.
ირაკლი სირაძე: პასუხს სცემს ბატონი ლაშა.
გიორგი ღურჯუმელიძე: თუმცა, თქვენც აქტიურად იცავდით, ბატონო ირაკლი ამ პოზიციას. სხვათა შორის, იურიდიული კონსულტანტი, ბატონი კოკა კიღურაძც იყო აქ მოწვეული და ისიც ამტკიცებდა, რომ ეს ასე უნდა იყოს.
მარიკა ჩხიკვიშვილი: ბატონო ირაკლი, თქვენი მოსაზრებაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გვაინტერესებს თქვენი პოზიცია 16 იანვარს შემოსული წერილიდან ვიდრე პირველ აპრილამდე.
ირაკლი სირაძე: ქალბატონო მარიკა, გაცემულია პასუხი, რომ გარდა ამ საკითხებისა, იყო მომდენო რიგი საკითხები განსახილველი და ვერ მოხერხდა ამ ვადაში ამ საკითხის დასრულება.
მარიკა ჩხიკვიშვილი: ანუ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები ჰქონდა იურიდიულ სამსახურს, ვიდრე საშტატო ნუსხის დამტკიცებაა?
ირაკლი სირაძე: მიმდინარე პროცესში იყო არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განსახილველი, რაზეც მუშაობდა მერია.
მარიკა ჩხიკვიშვილი: ანუ საშტატო ნუსხაზე უფრო მნუშვნელოვანი საკითხი?
ირაკლი სირაძე: გაუგებრად გითხარით რაიმე? უფრო მნიშვნელოვანი ვახსენე? მე გითხარით, რომ არანაკლები მნიშვნელოვანი საკითხებიც იყო.…
ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავას შეკითხვაზე _ ვინ უნდა დააბრუნოს თანამშრომლებზე ზედმეტად გაცემული თანხები, მერიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ისინი (თანამშრომლები) თანხას არ დააბრუნებენ, ხოლო თუ სასამართლომდე მივა საქმე, ალბათ, დადგება იმ პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაც დააზარალა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.