ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის მოსახლეობის პერნამენტულ აქციებს, მდინარე აჭისწყლის აუზში ინერტული მასალების მოპოვების შეწყვეტის შესახებ, რადგან იქ მომუშავე პირები ვანდალურად აოხრებდნენ ხეობას, წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს მიერ ქვა-ღორღის მოპოვების დროებითი შეჩერება მოჰყვა.
დღეს, დაანონსებული იყო, რომ ლიხაურელები წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს ქ. ოზურგეთში უნდა შეხვედროდნენ.
მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს უფროსის თქმით ლიხაურელთა დელეგაცია სტუმრებს, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ლიხაურელების პრინციპული მოთხოვნის შემდეგ შეხვედრა ლიხაურში გაიმართა.
_რა სარგებლობა მოუტანა ამ კარიერებმა სოფელს და სოფლის მოსახლეობას?_ეს რიტორიკული კითხვა დასვა შეხვედრის დასაწყისში ლიხაურელმა დავით ვაშაყმაძემ.
ამ სოფლის სატკივარი მამა მათემ (გორდელაძე) თქვა: _„ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, ვარ ამ სოფლის მცხოვრები და მაქვს უფლებები.სახელმწიფო ჩვენ ვართ, ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და ხელისუფლება ჩვენს მიერაა არჩეული, ამიტომ ამ სოფლის მაცხოვრებლებმა უნდა გადაწყიტონ, რა ხდება მათ სოფელში. ჩვენ ასეთი ქმედებით ტურიზმის განვითარებას ვანგრევთ, თუ აჭისწყლის ხეობა დაინგრევა, რა სოფელი გვექნება. კი ბატონო, უნდა აშენდეს გზები, მაგრამ ინერტული მსალების კარიერები ისეთ ადგილას გაკეთდეს, რომ სოფელი არ დაინგრეს.
ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ როცა მხოლოდ კერძო ინტერესია, რა აზრი აქვს ჩვენს ქვეყანას. დაანგრევენ სოფელს, აშენდება ავტობანი და იგი გადაიქცევა ნარკოტიკების გადაზიდვის დერეფნად. არ შეიძლება ასე, რა დამართეს მდინარეს, 1 მეტრის ნაცვლად 6 მეტრს სიღრმეზე ჩავიდნენ. ინგრევა სოფელი და მდიდრდება ერთეულები...“_ განაცხადა მამა მათემ.
გია გოგოძე, პროფესორი: _ამ სოფელში გავიზარდე, ახლა სპეციალურად ჩამოვედი, რაც ვნახე შემაძრწუნა. 10 წელი კონტროლის პალატაში ვიმუშავე და ვხედავ, ლიცენზიები არასწორადაა გაცემული. რა ვუთხრათ ჩვენს შვილებს? უნდა შევინარჩუნოთ ეს უნიკალური ხეობა..
ირმა გორდელაძე: _აჭისწყლის ხეობა ამარაგებს სოფელ ლიხაურს, მაკვანეთს და ქ. ოზურგეთის ანასეულის დასახლებას სასმელი წყლით. დარღვევით მიმდინარეობს ინერტული მასალების მოპოვება, განადგურებულია მდინარის ფსკერი, მდინარის სანაპირო. დამბებს ძირი აქვს გამოთხრილი. ამ ეტაპზე 2 კარიერი იყო გახსნილი. თუ სამი კარიერი კიდევ ამოქმედდება მდინარე დაშრება. საინტერესოა, 6 საათიან ტენდერში, როგორ შეიტანა განაცხადი ერთდრიულად 5 თუ 6 ოზურგეთელმა და 5 ათას ლარი გადაიხადეს 29 500 ტონა ინერტული მასალის მოსაპოვებლად...
ქალბატონ ირმას წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს იურისტმა კარლო ლაფერაძემ უპასუხა:
_მე აქ სამი კვირის წინ გეოლოგებთან ერთად ჩამოვედი. ადმინისტრაციული მოწერილობით შევაჩერე ეს პროცესი. მინდა პროფესიონალებს მოუსმინოთ..
დარბაზში მართალაც იყო 4 სტუმარი, რომლებიც არც არავის წარუდგენია საზოგადოებისათვის და გარდა მთავარი გეოლოგისა, მათთვის არ მიუციათ სიტყვა...
კარლო ლაფერაძეს ლიხაურელმა ჯანიკო გორდელაძემ უპასუხა:_ ინერტული მასალების მომპოვებლებმა ისე იმუშავეს, რომ ერთგვარი რეზერვუარები გააკეთეს. ეს რეზერვუარები წყალდიდობიას შეივსება და შემდეგ უფრო კარგი ხარისხის ნატანის ამოღებას შეძლებენ. საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, ექვთიმე თაყაიშვილის სოფელს მაინც დაანებეთ თავი. ასე გაგრძელება არ შეიძლება..
რევაზ ჭელიძე,_ ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აჭისწყლის ხეობიდან აზიდული ქვებით აშენდა. იგი მთელს სოფელს ემსახურება. ახლა კი კარიერი ერთი თუ ორი კაცისთვის კეთდება... ნოდარ მჟავანაძე: _ვინ აწერს ხელს ამ დოკუმენტებს?
გიორგი ბაკურია: _ჭა აღარ არის სოფელ მაკვანეთში..
ავთო დონაძე: _თქვენ რომ წახვედით, მთალად ამოიღეს მდინარის ფსკერი..
ნანა წითლიძე,მერიის რწმუნებულის თანაშემწე სოფ. ლიხაურში: _ ორი თვეა ვითხოვთ, რომ გაგვცენ პასუხი კითხვაზე _ვინ გასცა კარიერის გახსნის ნებართვა; რამდენად უნდა იყოს ამის შესახებ ინფორმირებული მოსახლეობა; გამგებელმა გვითხრა, რომ კარიერის მუშაობა გაჩერდებოდა, მაგრამ წასული არ იყო ექსკავატორი ამუშავდა...ცოცხალი თევზები ეყარა ჭალაში...
კარლო ლაფერაძე: _ეს პროცესი გარემოს ზიანს აყენებს. სანამ არ მოხდება ამ დარღვევების აღმოფხვრა, მანამ არ გაგრძელდება მუშაობა. მამუკა ქიმუცაძე, წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს მთავარი გეოლოგი: _მდინარე აწარმოებს ჭარბ ნატანს, რომელიც კუნძულს, ან ნახევარკუნძულს წარმოადგენს იქ, სადაც გაბიონია. კარიერების ამოქმედება მითითებული რეკომენდაციების დაცვით არ გამოიწვევს უკუპროცესებს.
ირმა გორდელაძე: _ეს შესაძლებელია მოწესრიგებულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ...ინერტული მასალების მომპოვებლები 6 მეტრს სიღრმეზე ცავიდნენ და მხოლოდ 2 ათასი ლარით დააჯარიმეთ? კარლო ლაფერაძე _თუ გამოსაწორებენ პროფესიონალურად, მანამდე ვერ იმუშავებენ...
ირმა გორდელაძე: _არ ვენდობით, უნდა დაიხუროს...
აკაკი ცეცხლაძე:_ 2 კაშხალი აქვს ლიხაურელებს. ახლა ჭებში წყალი დაშრა. საუკუნოვანი წყლები გაქრა...
ლიხაურელმა ნიკა გორდელაძემ დარბაზს მიმართა შეკითხვით:
_გავაგრძელებინოთ მუშაობა?
_არა _იყო ლიხაურელთა პასუხი.
ირმა გორდელაძის თქმით, ლიხაურელები პეტიციას შეადგენენ და მასზე ხელმოწერების შეგროვებას შეუდგებიან..
* * *
შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ქიმუცაძე გაზეთ „ალიონს“ ესაუბრა: _მინდა იცოდეთ, რომ წიაღისეულის ეროვნული სააგენტო კარიერის გახსნის მსურველებს ლიცენზის მას შემდეგ აძლევს, როცა ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობას მიიღებს. ყველა კარიერის გახსნაზე ლიცენზია ამ წესითაა გაცემული...
ამჟამად ლიცენზია შეუჩერდათ ინდმეწარმეებს „სალომე ვაშალომიძე,“ „ლავრენტი ქვილორია;“გარდა ამისა აჭისწყლის ხეობაში ინერტული მასალის მოპოვებზე ლიცენზიები აქვთ: ფიზიკურ პირებს: არჩილ კუნჭულიას, ბიჭიკო ანთაძეს; შპს „კავკაც ცემენტს ჯორჯია“-ს.