დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ევროპაში ცნობილი მუსიკოსები, ნატანებში დაბადებული და გაზრდილი ბელა ბერკემერ-მახარაძე და მისი მეუღლე უვე ბერკემერი სტუმრობდნენ.
გერმანიდან ჩამობრძანებულ სტუმრებს, რომლებიც 17 აგვისტოს ნატანებში სოლო კონცერტს გამართავენ, მიესალმნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და კულტურის სამსახურის საჯარო მოხელეები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოამზადებენ საკითხს ბელა ბერკემერ-მახარაძესა და უვე ბერკემერს, ქართული მუსიკის ევროპაში სათანადოდ წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის, ქართულ მუსიკალურ კულტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, მიენიჭოთ ოზურგეთისა და ნატანების საპატიო მოქალაქის წოდებებები. ქალბატონმმა ბელამ ნატანებში 17 აგვისტოს გასამართ კონცერტზე მიიპატიჟა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება და სურვილი გამოთქვა, ერთგვარი ანგარიშის სახით, თავისი მუსიკალური სრული პროგრამით წარსდგეს ოზურგეთის თეატრში, ამ თეატრის შენობის სრული რეაბილიტაციის შემდეგ.
ეს მოხდება ორი წლის შემდეგ. მანამდე კი შეთანხმდნენ, რომ ოზურგეთელებს გადმოუგზავნიან შვეიცარიელი რეჟისორის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს კავკსიის კამერულ ორკესტრზე, რომელიც 2000 წელს გერმანელმა პიანისტმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა უვე ბერკემერმაშექმნა.