დახურული შეხვედრა „ქართული ოცნების“ აქტივთან ოზურგეთში

დამატებულია: 2018-08-26
picture1

დღეს, ქ. ოზურგეთში, სასტუმრო „სემში“ „ქართული ოცნების“ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ. კახა კალაძემ, დიტო სამხარაძემ, არჩილ თალაკვაძემ დახურული შეხვედრები გამართეს ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებთან , ასევე „ქართული ოცნების“ოზურგეთის აქტივთან.

„ქართული ოცნების“ლიდერების შეხვედრებიდან განსაკუთებულად ხმაურიანი გამოდგა ამ პარტიის ოზურგეთის აქტივთან შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, სასტუმროს ფოეში მყოფ ჟურნალისტებს კარგად ესმოდათ ის ემოციური ფონი, რაც დარბაზში სუფევდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ დავაზუსტეთ, განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა ნუგზარ გიორგაძის, ხათუნა სურგულაძის, თამარ დუმბაძის, ეკა ნინიძის გამოსვლები.

„ქართული ოცნების“ აქტივისტების კრიტიკის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ ორი კვირის განმავლობაში გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის მიმართ 3-ჯერ მიღებული გადაწყვეტილება დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ.

კრიტიკის საგანი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მერი „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების სამსახურებიდან შევიწროება-გათავისუფლების და სამსახურებში ნაცმოძრაობის აქტივისტების დანიშვნის გამო.

დარბაზიდან ისმოდა, რომ ოზურგეთში მერაბ ჭანუყვაძის გურიის გუბერნატორობიდან გათავისუფლების შემდეგ კიდევ უფრო დაუცველი დარჩა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. დასახელდა კონკრეტული გვარები, რომლებმაც თავიანთი „წვლილი“ შეიტანეს ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნებში „ქართული ოცნების“კანდიდატის წარუმეტებლობაში.

დახურული შეხვედრები დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.