„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის ყოფილი ოფის მენეჯერი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა.

დამატებულია: 2018-09-03
picture1

დღეს, ქ. ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის ყოფილმა ოფის მენეჯერმა ცირა ჯინჭარაძემ განცხადება გააკეთა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა.

_„ეს არ იყო ჩემთვის იოლლი გადაწყვეტილება მაგრამ საქმე მარტო მე, ჩემს ოჯახა და ჩემს მეგობრებს არ ეხება საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს ჩვენს საქართველოს. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა და სხვადა სხვა საკითხში განსხვავებული შეხედულებისა, საკითხი დგას ასე, ან ჩვენი ქვეყნის ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მომავალი ან რუსეთი, მონობა და ერის გადაგვარება. მე ვირჩევ უკეთეს მომავალს, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ. ძალა ერთობაშია.“

იმის გამო, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას გაზეთ „ალიონისთვის“ არ უცნობებია ბრიფინგის შესახებ, ცირა ჯინჭარაძეს მოგვიანებით დავუკავშირდით:

_აბა რა გითხრათ,თქვენი გაზეთის გარდა ჩემს ქუთაისში ბრიფინგს რეგიონის ყველა მედიასაშუალება დაესწრო.დავტოვე „ქართული ოცნება“ და შევუერთდი გაერთიანებულ ოპოზიციას. მხარს ვუჭერ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს _ გრიგოლ ვაშაძეს.

ცირა ჯინჭარაძე 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო და პარტიის ოფის მენეჯერად მუშაობდა. მას პარტიაში ნდობა ჰქონდა და ყველა პარტიულ დოკუმენტზე მიუწვდებოდა ხელი. იგი სამსახურიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს.თუ რა იყო მიზეზი, ამის შესახებ „ქართულ ოცნებას“ არ განუცხადებია.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.