ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს სტამბულში გახსნის

დამატებულია: 2018-09-04
picture1

ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს თურქეთში, ქალაქ სტამბულში, მალთეფეს ფესტივალზე გახსნის.

_დღეს დასის პირველი შეკრება გაიმართა. ვიწყებთ 151-ე თეატრალურ სეზონს. მიწვევა გვაქვს თურქეთში, ქალაქ სტამბულში მალთეფეს საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ჩვენს გარდა კიდევ 7 უცხოური ქვეყნის თეატრი ჩავა. ამას დაუმატება თურქეთის მსხვილი ქალაქების კიდევ 16 თეატრი. ფესტივალი 12 სექტემბერს იხსნება და 16 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. ასეთ დიდ ფესტივალზე წარმოვადგენთ სპექტაკლს „სათამაშო პისტოლეტი“_ გვითხრა ოზურგეთის თეატრის მთავარმა რეჟისორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ.

ვასილ ჩიგოგიძემ ისიც აღნიშნა, რომ ხვალიდან დასი შეუდგება ახალ სპექტაკლზე „კონკია“ მუშაობას. დადგმას რეჟისორი ლალი თაბაგარი განახორციელებს, ხოლო მხატვარი ლომგულ მურუსიძე იქნება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.